გაფუჭებული ტელევიზორი

2 თვე სრულდება, რაც მშობლიური სახლი დავტოვე და საცხოვრებლად მეგობართან ერთად გადავედი. ახალ სახლში ორი ტელევიზორი დაგვხვდა, კომპიუტერი ჩვენ მივიტანეთ და მსოფლიო ქსელსაც დავუკავშირეთ. ინტერნეტმა ტელევიზორის ფუნქციონირების აზრი პირველივე წუთებში დაგვაკარგინა, თან თავი დაიზღვია და გვითხრა: ,,თუ რამეა, არც ეგ არის ჩემთვის პრობლემაო“ და myvideo.ge-ზე შევიდა. ჩვენც მეტი რაღა გვინდოდა და ყოველთვიური 15 ლარი დავზოგეთ საკაბელო ტელევიზიის არ შემოყვანით. ლუდის ქილისა და სპილენძისაგან სახელდახელოდ გავაკეთეთ ,,ზე-მოშნი ანტენა“ (ასე დავარქვით), გამოვცვალეთ პულტის ელემენტები და დაზოგილი 15 ლარით ახალი ანტენების დასამზადებელი მასალა შევიძინეთ.

დღეღამეში 18 საათს მომუშავე კომპიუტერს წუთიერი მარტოობაც არ ახსოვს, შესაბამისად, უინტერნეტოდ დარჩენილი ,,მეორე კაცი“ იძულებულია ტელევიზორს უყუროს, რომელიც მხოლოდ 3 არხს აჩვენებს ნორმალურად და რამდენიმე სხვა არხის სილუეტს – არა ნორმალურად.

,,ზე-მოშნი ანტენა“ ასრულებს თავის მოვალეობას იმ 3 არხის ჩვენებით, რომლებსაც ნებისმიერი თბილისში მდგარი ტელევიზორი უანტენოდაც აჩვენებს, მაგრამ კომპიუტერის მოლოდინში მჯდომ ადამიანს აწუხებს კითხვა თუ რა მოვალეობას ასრულებს ეს 3 არხი?

* * *

სკოლაში სწავლის პერიოდში ყველაზე ხშირად კალკულატორი მიფუჭდებოდა. იმდენს ვაწვალებდი უაზრო კომბინაციების კრეფით, რომ ბოლოს, 2×2-ზე უზარმაზარ რიცხვს წერდა ხოლმე. კალკულატორი, რომელიც არ მეუბნებოდა სიმართლეს და რომლისთვისაც 2×2 ოთხს არ უდრიდა, გაფუჭებულად ითვლებოდა და დასუფთავების სამსახურის ტვირთი ხდებოდა.

* * *

როცა ტელევიზორს უყურებ და საინფორმაციო გამოშვებიდან გესმის, რომ საქართველოში თითქმის ყველა შრომისუნარიანი ადამიანი დასაქმებულია, საკვები პროდუქტი იაფია და ქვეყანაში ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოდის, გაკვირვებული რჩები იმ რეალობით, რომელსაც ამ ნაცრისფერი ყუთის გარეთ ხედავ. თითქმის ყველა ახლობელი უმუშევარია, შენ კი შაქრის სიძვირის გამო 2 კოვზი უნდა ჩაიყარო ჩაიში, მაშინ, როცა 4 კოვზ შაქარზე ნაკლებით დაყენებულ ჩაის გემოს ვერ ატან. ამ რუტინული საინფორმაციო გამოშვების ყურებით ხვდები, რომ ისინი გატყუებენ და სკოლაში სწავლის პერიოდის გამოცდილებით მიდიხარ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ტელევიოზრი გაფუჭებულია. გაფუჭებული ნივთის ადგილი სანაგვეშია, მაგრამ საბჭოთა კავშირს მოსწრებული ადამიანისთვის ტექნიკის გაფუჭება არ ნიშნავს გაფუჭებას, რადგან მან იცის ,,წამორტყმის“ ტექნიკა, რაც უფრო ძლიერად წამოარტყამ ელექტრო ტექნიკას, მით უფრო დიდხანს აგრძელებს მუშაობას ხელის შეხების გარეშე. მეც წამოვარტყამ ხოლმე ჩემ ტელევიზორს, მაგრამ ეს წამორტყმა მხოლოდ პარასკევობით 00:00 საათზე ჭრის, შაბათიდან კი ისევ ფუჭდება და ისევ ,,პროფილი“, ,,ეკივოკი“, ,,კომედი შოუ“, ,,კულინარიული დუელი“, ,,ხანუმა“, ,,ქალური ლოგიკა“, ,,ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად“ და ,,100 გრადუსი ცელსიუსით“…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

2 Responses to გაფუჭებული ტელევიზორი

  1. karamelka says:

    ჩემიც გაფუჭებულია და შეკეთებას არ ექვემდებარება:/

  2. tamojelia says:

    ,,პროფილი“, ,,ეკივოკი“, ,,კომედი შოუ“, ,,კულინარიული დუელი“, ,,ხანუმა“, ,,ქალური ლოგიკა“, ,,ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად“ და ,,100 გრადუსი ცელსიუსით“…ააააააააააააააააა…..გაგაგიჟებენ!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: