Freedom Music in Tbilisi

გამოვიდა მზე და კარგმა ამინდებმა ცხოვრება გააქტიურა. ფართი ფართს მისდევს, კონცერტი – კონცერტს, ფესტივალი – ფესტივალს… გაუვარჯიშებელი კუნთები ტკივილს იწყებს, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ძილი უფრო სასიამოვნო ხდება და მცირედი დასვენების შემდეგ, ორგანიზმი მუსიკის სასურველ დოზას ითხოვს. ელექტრონულმა მუსიკამ ერთი ვენა გაიარა, როკ მუსიკა მეორე ვენაში ჩაეშვა და მთელი სხეული დააბუჟა, ახლა კლუბური მუსიკის ჯერი დგება და ისიც არ აყოვნებს: Freedom Music თბილისშიც აღწევს და 8 ივნისს, ტელევიზიის ერთერთ პავილიონში დაუვიწყარ ივენთს გვპირდება. Line-up:

• Dj Gio Shengelia

• Dj Bacho Chaladze

• Dj Tiefschwarz (Basti)

• Dj Alex Niggeman

მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ კლუბური მუსიკის მსმენელი და დიდი მოყვარული, ამ ივენთზე წასვლის დიდი სრუვილი გამიჩნდა, რადგან, ვიცი, რომ ეს იქნება საქართველოში საუკეთესოდ ორგანიზებული ასეთი მასშტაბის ღონისძიება, სადაც არ მოგვიწევს ტუალეტის კაბინებთან რიგში დგომა, არ გათავდება ალკოჰოლი და არ იქნებიან არასრულწლოვანი ბავშვები.

გარდა ამისა, ფრიდომ მიუზიქზე წასვლის სურვილი განაპირობა მეგობრების ნათქვამმა, რომ ოთხივე დიჯეი ძალიან მაგარია, შენგელია და ჩალაძე ერთერთი საუკეთესო ქართველი დიჯეები არიან, ხოლო დიფშვარცი და ალექს ნიგმანი დიდი საჩუქარია ნებისმიერი კლუბური მუსიკის მოყვარულისთვის, ასე რომ ნამდვილად არ უნდა დავრჩე გაწბილებული და სიამოვნებით უნდა ვეზიარო დიფ-ჰაუსს და ტრანსს…

Freedom Music დაიწყება 8 ივნისს 22:00-ზე, დასწრება უფასოა, მაგრამ იქნება ფეის და ეიჯ (+18) კონტროლი. როგორც ფეისბუქის ივენთი გვატყობინებს, იქნება რამდენიმე გასართობი ზონა (დეტალები სიურპრიზად რჩება), კარგი განწყობა და დაუვიწყარი ღამე…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

4 Responses to Freedom Music in Tbilisi

  1. Lasha George says:

    ნწუ… 2 წელიც და აღარ გამწერთ არასრულწლოვნების სიაში xD

  2. Pingback: Freedom Music Event « MrsMarch

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: