Tbilisi Open Air 2012 – Спасибо Юрий Шевчук

2-3 ივნისი, კიდევ 2 სასიამოვნოდ მოსაგონარი დღე შეემატა ცხოვრებას. სასიამოვნოდ მოსაგონარი კარგი, მაგრამ 3 ივნისს მიღებული პოზიტივი, განცდები და ემოციები ყოველთვის დაუვიწყარი იქნება. სცენაზე მდგარ შევჩუკს ვუყურებდი და ჩემი ბავშვობის ძმაკაცი, კლასელი, ბავშვის ნათლია, ბიძა და უახლოესი ადამიანი მეგონა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ძალიან ბედნიერი და ნასიამოვნები ვიყავი, დღეს უკვე დეპრესიული განწყობა მაქვს, არ მეყო… არ მეყო არც კონცერტი, არც ურთიერთობა, არც 10-15 მეტრიანი სიახლოვე, იურა ის კაცია, რომელთან ურთიერთობაც ყოველდღე უნდა გქონდეს, უსმინო, ესაუბრო, უსმინო, უსმინო… გუშინდელი ლაივის მერე, დდტ-ს ვერცერთ სიმღერას ვეღარ ვუსმენ, იმედია მალე გადამივლის ეს ეიფორია და ისევ შეავსებს აიპოდის ფლეილისტს დდტ.

მოკლედ შევეხები მთლიანად Tbilisi Open Air 2012-ს და ვიტყვი, რომ ყველაზე მაგარი ოუფენ ეარი იყო რა თქმა უნდა. არცერთ ფესტივალს არ ახსოვს მსგავსი ლაინაპი და რადგან ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი სერიოზულობით ეკიდებიან ორგანიზატორები ამ ფესტივალს, იმედი მაქვს მომავალ წელს მეტ ვარსკვლავს ვიხილავთ და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვა ხალხი Tbilisi Open Air 2013-ზე. 

ყველა ქართული ჯგუფი კარგი იყო ფესტივალზე, განსაკუთრებით აღვნიშნავდი Plus Master-ს, ჯგუფს, რომელიც ყველაზე ნაკლებად ცნობილი იყო ფესტივალის სიაში, თუმცა ეფექტურად გახსნეს მეორე დღე და მშვენიერი დრაივით დამამხსოვრეს თავი. პირველი დღის კაკშკაშა და ნათელი წერტილი იყო Ляпис Трубецкой, ძალიან მაგარი ბელორუსიული ჯგუფი, რომელსაც ბევრი მსმენელი არ ჰყოლია საქართველოში ამ ჩამოსვლამდე, მაგრამ აწი გაიცნო ყველამ და არმგონია ვინმეს არ მოწონებოდა. რამდენიმე ბელორუსი მეგობარი მყავს, რომლებსაც ბელოგრუზებს ვეძახი, უკვე ლяპისებიც ბელოგრუზები არიან და მე წამს რომ კიდევ დავესწრები მათ კონცერტს საქართველოში ან საქართველოს გარეთ… 2-ში ლიაპისების მერე ,,ელეკტრო სანრაიზი” დაიწყო, რომელიც 6-მდე უნდა გაგრძელებულიყო და გვეგონა 6-ზე მუსიკა მიწყნარდებოდა და მშვიდად შევძლებდით კარვებში ძილს, მაგრამ Music Breaks ძილ! მუსიკა არ გამორთულა და სულ თავში გვირტყა გამოუძინებელ და ნაბახუსევ ხალხს…

ერთადერთი მინუსი რაც წინა წლებთან შედარებით ჰქონდა ფესტივალს, იყო ადგილი – თბილისი ველი. იპოდრომი უკეთესი იყო ყველაფრით: ფართობითაც, სიახლოვითაც და ტრანსპორტის მოძრაობითაც. უფასო ავტობუსები მშვენიერი იყო ასასვლელად, მაგრამ ღამით, თავისუფლების მოედნამდე ფეხით ჩამოსვლა მოუწია ხალხს.

მოკლედ, მადლობა ორგანიზატორებს (კიდევ გვინდა ასეთი კონცერტები, უფრო ხშირად გვინდა, გვშია კარგი მუსიკა), მადლობა ყველა მონაწილეს და ყველაზე დიდ მადლობას მაინც ჩემ ძმაკაცს გადავუხდი – Спасибо Юрий Шевчук, спасибо за всё!

პ.ს. პირველ დღეს, ლიაპისების გამოსვლის დროს დავკარგე გასაღებები, 3 გასაღები. 1 – გრძელი ოქროსფერი, მეორე – პატარა რკინის და მესამე იყო მოპედის გასაღები მწვანე პლასტმასის თავით (ამის დუბლიკატი არ მაქვს), ასე რომ გთხოვთ გამაგებინოთ თუ ვინმემ იპოვნა, ძალიან დამავალებთ…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

2 Responses to Tbilisi Open Air 2012 – Спасибо Юрий Шевчук

  1. Lasha George says:

    მეგონა კარვებით მხოლოდ “როკერები” იყვნენ მოსულები.
    სიმართლე, რომ ვთქვათ Electro SunRise -ზე გაოცებული ან მოხიბლული არ დავრჩენილვარ.
    კარავი სახლში დავტოვე იმ იმედით, რომ sunrise -ზე რა დამაძინებს, მხიარული, ენერგიული მუსიკა იქნება თქო, მაგრამ დაახლოებით 4 დან 5 ამდე განათების ქვეშ მინდორზე, გაყინულს მეძინა… ვერც ვცეკვავდი ისეთ უაზრო მუსიკა იყო… 6 ისკენ ბოლო DJ მაგარი იყო, მართლაც. მაგრად შეუბერა…

    ადგილთან დაკავშირებით მართალი ხარ…
    რაც ფული მქონდა ყველაფერი დავხარჯე და ტაქსის ფული აღარც გამითვალისწინებია… ნახევარი გზა ფეხით ჩავედი და შემდეგ დალოცვილმა 2 მა ბიჭმა და 1 -მა გოგომ ტაქსი გამიჩერეს, ჩამისვეს და წამიყვანეს… გაიხარეთ კიდევ ერთხელ ბიჭებო :*

    3 -ში მოსვლას სულ არ ვაპირებდი, მაგრამ წამცდა მაინც გული…
    DDT -ს ფანი ბევრი დამხვდა იქ და გავოგნდი რადგან 2 ივნისთან შედარებით უფრო მეტი ხალხი იყო როცა მე პირიქით მოველოდი Electro Sunrise გამო. ნუ საცოდავი ჯგუფი რომელიც DDT -მდე გამოვიდა…. მართლაც საცოდავი… ყველა მაგათ აგინებდა DDT გვინდაო… არადა კარგად უკრავდნენ… მე მომეწონა და გავერთე, მაგრამ DDT სულ სხვა იყო.

    Ляпис Трубецкой – ნუ ნაწილობრივ თანახმა ვარ, მაგრამ ზოგი მუსიკა არ მომეწონა…
    Svansikh, PornoPoezia, U.R, Wasp ‘N’ Hornet, Tai Chi Swayze ძალიან მაგრები იყვნენ…

    Svansikh – Pitch it ყველაზე მაგარი იყო…
    PornoPoezia – მე მინდა მქონდეს ყველაზე დიდი ***
    U.R – ალბათ ყველაზე დიდი ქართული სლემი, შუა თითები, აგრესია და გინება. ძალიან მაგარი იყო…
    Wasp ‘N’ Hornet – ნუ ძალიან მაგრად გამისწორდა ამათი გამოსვლა, მაგრად იმღერეს. ჯერ კიდევ Soundcheck -ებზე მომეწონა ამათი სიმღერები. ყველაზე მაგარი ფინალური ბოლო სიმღერა იყო…
    Tai Chi Swayze – ვოკალი კარგად არ ისმოდა მაგრამ მუსიკა საკმაოდ ენერგიული იყო…

    მოკლედ ჩემს ცხოვრებაში ეს 2 დღე – 2 days of madness -ის სახელით შევიდა…
    იმედია მალე უფრო და უფრო მაგარი, ვრცელი, და გიჟური ფესტივალები გველის…

    მე ♥ Tbilisi Open Air!

  2. Pingback: Tbilisi Open Air – დასაწყისიდან დღემდე | მშვიდობიანი ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: