TBC Hell

ახლა მოგიყვებით ამბავს, თუ როგორი ჯოჯოხეთი მომიწყო ბანკმა, რომელიც ყოველთვის საუკეთესოდ მიმაჩნდა და რომელიც მეუბნებოდა, რომ ,,ჩვენ, ვაძლიერებდით ერთმანეთს”…

გუშინ, ღამის 2 საათამდე დოლიძის დასაწყისში ვიყავი მეგობართან. იქიდან რომ გამოვედი, ფული საერთოდ აღარ მედო ჯიბეში, მაგრამ თიბისი ბანკის ერთერთ ბარათზე მქონდა გარკვეული თანხა და გავუყევი გზას პეკინის 6-ში მდებარე ბანკომატისკენ, რომ ტაქსით წავსულიყავი სახლში. ჩავდე ბარათი, ავკრიფე პინ-კოდი და თანხის გატანაზეც და ნაშთის ნახვაზეც მიწერდა ,,უარი გეთქვათ ტრანზაქციაზე” (შეიძლება სიტყვები სხვა თანმიმდევრობით ეწერა, მაგრამ აზრი ეს იყო), დავრეკე ბანკში და ოპერატორს შევჩივლე პრობლემის შესახებ, თან წვიმა დაიწყო და ვჩქარობდი… ოპერატორმა მირჩია სხვა ბანკომატისთვის მიმემართა და 2 უახლოესი ფილიალის მისამართი მომცა: პეკინის 29 ,,ოკაიდი” და საბურთალოს ქუჩა. საბურთალოს ქუჩაზე ზუსტად გამახსენდა სადაც იყო ბანკი და გადავწყვიტე იქ მივსულიყავი. სიარულში ვსველდებოდი, მაგრამ მთლად თავსხმაც არ იყო, ვიტანდი. ბანკომატთან რომ მივედი 24-25 წლის ბიჭი დამხვდა, რომელიც ბანკომატიდან ელოდებოდა ბარათს მაინც, რადგან აპარატი ჭედავდა, ფულს არ იძლეოდა და კარტა მაინც დამიბრუნოსო ამბობდა. რამდენიმე წუთში ბარათი დაუბრუნა ბანკომატმა, ბიჭმა იფიქრა, იფიქრა და კიდევ ერთხელ ცდა გადაწყვიტა, მაგრამ შედეგი ისევ ისეთი აღმოჩნდა…

საბურთალოს ქუჩიდან დავბრუნდი პეკინზე და საშინლად ნერვებ მოშლილი, თავსხმა წვიმაში, გავუყევი გზას პეკინის 29 ნომრისკენ. გზა საკმაოდ გრძელი გამოდგა და მთლიანად დასველებაც მოვასწარი, მაგრამ აღარ ვწუწუნებდი ამაზე, მთავარი იყო ფული ამეღო და სახლამდე მიმეღწია. მივუახლოვდი ბანკომატს, წავიღე ხელი ბარათის ჩასაცურებლად და ეკრანზე დამხვდა წარწერა ,,გთხოვთ მიმართოთ თიბისი ბანკის ან ვითიბი ბანკის უახლოეს ბანკომატს”! ძნელია იმის გადმოცემა რაც მაშინ განვიცადე… ჯანდაბას, კიდევ დავრეკავ და სხვა უახლოესი ბანკომატის მისამართსაც გავიგებ-მეთქი ვიფიქრე, ავკრიფე ნომერი, ,,ყველა ოპერატორი დაკავებულია, გთხოვთ დაელოდოთ”-ო, მაგრამ ეს მოლოდინი იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ტელეფონის ბალანსიც გამითავდა და გაითიშა…

ვიდექი თავსხმა წვიმაში, ბანკომატის წინ მდგარი ხის ქვეშ და ერთი და იგივე სიტყვები მიტრიალებდა თავში:

მოგიტყანთ ბანკი!

მოგიტყანთ ბანკომატები!

მოგიტყანთ ჩემი ,,გაძლიერება”!

მოგიტყანთ მომსახურება!

მოგიტყანთ…..

შემდეგ კი ფეხით წავედი წერეთელზე თავსხმა წვიმაში, რადგან ტაქსის გაჩერებას ვერ გავრისკავდი, რომ მეთქვა ბანკომატთან გამიჩერეთ, ფულს ავიღებ და გადავიხდი-მეთქი.

ასე დაიმსხვრა ჩემივე შექმინილი მითი იმის შესახებ, რომ თიბისი საუკეთესო ბანკია საქართველოში.

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

18 Responses to TBC Hell

  1. Dv0rsky says:

    გილოცავ🙂
    ისე, ყველას შეიძლება მოუვიდეს ეგეთი რამე, წვიმამ დააზიანა კაბელები და ინტერნეტ–კავშირი გაწყდა და ა.შ.
    ბოლო–ბოლო, რა გითხრეს, რისი ბრალი იყო?

    • MrsMarch says:

      ყველას შეიძლება მოუვიდეს კი, მაგრამ ნორმალური მომსახურების პირობებში, მინიმუმ ტექნიკური ჯგუფი სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს გადასამოწმებლად და დროულად მოხდეს ბანკომატების გადამოწმება, რომ ოპერატორის გადამისამართებული მომხმარებელი ქუჩაში ბანკომატის ძებნის ნაცვლად სახლში მაინც წავიდეს პირდაპირ (წვიმაში, ფეხით)😐

  2. Kate says:

    ვაიმე.
    წარმომიდგენია რა დღეში ჩავარდებოდი.

  3. Ani says:

    მართლაც რომ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილხარ, თუმცა ვეთანხმები Dv0rsky-ს… ამინდის გამო ბევრ კომპანიას აერია სისტემაში რაღაცეები… ასეთი სიტუაციის გათვალისწინება შეუძლებელიც არის, მე თუ მკითხავ…

  4. textebi says:

    TBC-ის ბანკომატებმა მეც გამაწვალეს ცოტა ხნის წინ.. წვიმებამდე იყო. პუშკინის ბაღიდან დაწყებული ლამის რუსთაველამდე ყველა ბანკომატი შემოვიარე, ყველამ უკან დამიბრუნა ჩემი ბარათი. მერე ოფისში მივიტანე, პინ-კოდი გქონდა შეცდომით აკრეფილი და დაგებლოკა კარტაო.

    • emzari says:

      აშკარად მოგატყუეს. პინ კოდი რომ არასწორედ გქონოდა შეყვანილი, უბრალოდ “ჩაყლაპავდა” ბანკომატი შენ ბარათს და არ მოგცემდა უკან.

  5. ჯანდაბა მაგათ!

  6. Jessie says:

    თავსხმა წვიმაშინც, და თოვლიშიც ქეშის გარეშე საქ.ბანკის ბანკომატებიდან მშვენივრად ამიღია ფული😦 თიბისი ყოველთვის ჭედავდა😦

  7. David says:

    ყველაზე ოპერატიული გამოსავალი მასეთ კრიტიკულ სიტუაციაში არის საპროცესინგო ქსელის გამოცვლა. ანუ, თუ თიბისიმ (ვითიბიმ) არ მოგცა, მაშინ მიდიხარ Georgian Cardისკენ (BOG, BR). მესამე ვარიანტია ლიბერთი, მეოთხე – პროკრედიტი.

  8. პირველ რიგში, მადლობა, რომ აფიქსირებთ პრობლემას. ასეთ სიტუაციაში თიბისი ბანკი მზად არის, მოისმინოს და შეისწავლოს თითოეული კლიენტის უკმაყოფილების მიზეზი.

    ჩვენ გვესმის თქვენი მდგომარეობა, თუმცა აქვე გეტყვით, რომ შემთხვევის დეტალური შესწავლის შემდეგ, დავადგინეთ, რომ თქვენს მიერ დაფიქსირებული პრობლემა არსებობდა მხოლოდ პეკინის ქუჩაზე მდებარე ბანკომატში, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ზუსტად 12 წუთის განმავლობაში (2:05 საათიდან 2:17 საათამდე) არ მუშაობდა.

    ვწუხვართ, რომ ღამის საათებში, წვიმიან ამინდში აღმოჩნდით არასახარბიელო სიტუაციაში, თუმცა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტექნიკური შეფერხებისგან დაზღვეულნი არ ვართ და ჩვენი ამოცანაა, დროულად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, შეფერხება დროულად გასწორდა.

    • Qilipa says:

      კარგია, რომ გამოეხმაურეთ ამ პოსტს, მაგრამ რაც წერია ყველაფერი ზუსტად ასე იყო. პეკინის 6-ში მდგარი ბანკომატი რაც იქ მოვხვედრილვარ სულ ურევს, ჯერ ვერ გამოვიტანე იქიდან ფული. ყოველთვის მიწერს ,,უარი გეთქვათ ტრანზაქციაზე”

      რაც შეეხება იმას, რომ მარტო პეკინზე არ მუშაობდა იმ ღამეს, შეგიძლიათ გადახედოთ ვიდეო კონტროლის ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ გამოჩნდება რომ საბურთალოს ქუჩის ბანკომატთანაც ვიყავი მისული არც ის მუშაობდა.

      შემდეგ შეგიძლიათ გადაამოწმოთ მაგ დროს შემოსული ზარი, როცა უკვე პეკინის 29-ში ვიყავი ოკაიდისთან და ყველა ოპერატორი დაკავებული დამხვდა, იმ ბანკომატს კი ეკრანზე ეწერა გთხოვთ მიმართოს სხვა უახლოეს ბანკომატსო. ასე რომ ნამდვილად ყოფილა მხოლოდ პეკინის 6-ის ბანკომატის ბრალი🙂 ახლა უკვე აღარამიშავს და შემიძლია გავიღიმო ამ ამბავზე, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ მეღიმებოდა…

      ენივეი, მადლობა რომ უყურადღებოდ არ დატოვეთ ეს პოსტი🙂

  9. გენაცვალე ქილიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიფ! მე მაგათ ძუძუს ვთხარე, როგორც შენ იტყვი ხოლმე!

  10. endeblogi says:

    ამ პოსტს რო წაიკითხავენ დაგირეკავენ და ბოდიშს მოგიხდიან, ეგ ესმით🙂

    • Qilipa says:

      დარეკვის და ბოდიშის რა გითხრა, მაგრამ აგერ კი დამიტოვეს თავისგამამართლებელი და შეწუხებული კომენტარი

  11. emzari says:

    საქმე იმაშია რომ ეს ამ კონკრეტული ბანკის პრობლემა არ არის. ზოგადად ყველა ბანკომატის პრობლემაა. ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ სადმე გვიანობამდე დარჩენას აპირებ, ყოველთვის გეგდოს ზედმეტი 10 ლარი საფულეში. მე მასე ვშვრები. ბევრჯერ შენ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ და სხვა გზა რომ აღარ მქონდა, ოჯახის წევრები გამიღვიძებია. ან სახლში დატოვე ხოლმე ერთი 10 ლარი მასეთი შემთხვევებისთვის. მიხვალ ტაქსით, აირბენ, ჩამოუტან და გადაუხდი : )

    • Qilipa says:

      ხო ეგ ძირითადად ეგრეა და თავს ყოველთვის იზღვევ კაცი, მაგრამ როცა ძმაკაცებთან ერთად ქეიფს შეყვები, 10 ლარს ვერ გადადებ ტაქსისთვის და ლუდს მაინც დაამატებ ყველაფერი რო შემოგელევათ და დამთავრება არ გინდათ :))

  12. Giorgi Khutsushvili says:

    ბევრად უარესი ისტორია შემიძლია მოგიყვე Deutsche Bank AG ზე გერმანიაში, რომელიც მსოფლიოში ერთ/ერთ საუკეთესო ბანკად ითვლება…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: