Tbilisi Open Air 2012

ДДТ (DDT) – ეს არის ჯგუფი, რომელიც 1980 წელს ქალაქ უფაში ( Уфа ) ჩამოყალიბდა. მისი ლიდერი, ტექსტების უმრავლესობის ავტორი და ჯგუფის ერთადერთი უცვლელი წევრია, ძალიან მაგარი კაცი/ადამიანი/მუსიკოსი/მშვიდობის მქადაგებელი/თავისუფლების მოტრფიალე – იური შევჩუკი (Юрий Шевчук). lyapis trubetskoy

ДДТ არის პირველი რუსული როკ ჯგუფი, რომელსაც მოვუსიმენე და შევიყვარე! შემდეგ აღმოვაჩინე ,,Кино”, ,,Машина времени”, ,,Аквариум”, ,,Наутилус Помпилиус“, ,,Земфира” და კიდევ რამდენიმე კარგი ჯგუფ/შემსრულებელი, მაგრამ ДДТ ყოველთვის პირველ ნომრად რჩებოდა. როცა პირველად ,,Осень” მოვისმინე, მაშინ არც ტექსტი მესმოდა და არც ჯგუფის შესახებ ვიცოდი რამე, მაგრამ შევიყვარე ეს სიმღერა მელოდიურობისა და პოზიტიურობის გამო. თუმცა, ახლა, დანაშაულად მიმაჩნია, ის რომ შევჩუკის სიმღერებს მელოდიურობის გამო უსმინო და ყურადღება არ მიაქციო ყოვლისმომცველ, აზრიან და ძალიან ლამაზ ტექსტებს. რამდენიმე ციტატა ტექსტებიდან > თბილის ველი – (მთაწმინდის პარკის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორია

იური შევჩუკი არის ის კაცი, რომელიც ყოველთვის ხმამაღლა გამოთქვამს პროტესტს მილიტარიზმის წინააღმდეგ, ქადაგებს მშვიდობას და თითქმის ყველაფერში ეწინააღმდეგება პუტინს. 2008 წლის ომის დროს, მან ორი კონცერტი ჩაატარა მოსკოვსა და პეტერებურგში, სახელწოდებით – ,,Не стреляй”, ომის შეწყვეტას თხოვდა რუსებს და სოლიდარობას უცხადებდა სქართველოს. ამ ორი კონცერტიდან ერთერთზე, ნინო ქათამაძეც მიიწვია…

ეს მოკლე დახასიათება, სრულ წარმოდგენას ვერავის შეუქმნის ამ ჯგუფისა და ამ ადამიანის შესახებ, მაგრამ ამ შესავლის გარეშე არ შემეძლო გადმომეცა ის სიხარული, რომელსაც 2-3 ივნისის მოლოდინში განვიცდი (დიახ, ДДТ თბილისში ჩამოვა). ,,Tbilisi Open Air” არის ის 2-3 დღიანი ზეიმი, რომელიც 2009 წლიდან მახარებს, მაგრამ წელს ნამდვილად ყველაზე მაგარი და გამორჩეული ოუფენ ეარი იქნება, რადგან ДДТ-ს გარდა, ჩამოდიან:

ძალიან მაგარი ბელორუსიული ჯგუფი – ,,Ляпис Трубецкой” – они не панки, они белоруссы!

Worldwide Street Looping Artist – Dub Fx – ავსტრალიიდან

და კიდევ რამდენიმე ჩემთვის უცნობი ჯგუფი გერმანიიდან, ინგლისიდან და ბელორუსიიდან, იმედი მაქვს ესენიც კარგები იქნებიან. დდტ, თბილისი ოუფენ ეარი, ddt თბილისში, იური შევჩუკი, Dub Fx თბილისში

თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წელს მხოლოდ უცხოელი ვარსკვლავების მოსასმენად არ უნდა მივიდეთ ,,თბილისი ველზე”, რადგან ძალიან მაგარი ქართული ჯგუფები გამოვლენ სცენაზე და ბალახზე წამომჯდარ, ლუდის მსმელ მსმენელს დიდ სიამოვნებას მიანიჭებენ. თუ ვინმე მეტყვის, რომ 10-10 ლარი, ამ 2 დღისთვის ძვირია, ვთხოვ,  იუთუბზე უფასოდ უსმინოს ,,კოკოჯამბოს” და ,,მაკარენას”, 20 ლარი ყულაბაში ჩააგდოს და სარკის წინ ,,სკრომნად” იცეკვოს.

Tbilisi Open Air 2012

Tbilisi Open Air 2012

მოკლედ, ველოდები 2 ივნისის დადგომას და მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს!

Music Breaks Free

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

16 Responses to Tbilisi Open Air 2012

  1. Me Var says:

    მე მივდივარ წესით ❤

  2. MrsMarch says:

    არ მივდივარ…:/ რაღაც ვერ… ვერ მომინდა :დ

  3. kemularia says:

    ბილეთები ხო შეიძლება წინასწარ შევიძინო , ? ინტერნეტის საშვალეებით … მე ზუგდიდში ვარ და მივდივაარ უეჩველიი ტოოო … და თუ დამეხმარები გამისწორდება , რო დამაკვალიანო როგორ შევიძინო ინტერნეტის საშვალებით

    • Qilipa says:

      ვერაფერი გავალრვიე ინტერნეტით შეძენასთან დაკავშირებით სამწუხაროდ:/

  4. Dima says:

    mec minda casvla uechveli, magram gamagebinet sad tardevba! arsad ar ceria!!!

  5. karamelka says:

    ნეტავ შვეძლო მაგ დროისთვის ჩამოსვლა რაა:/

  6. Qilipa says:

    რას ამბობ? ყველა თბილისს გარეთ მცხოვრების მშურს…

  7. აუ ბილეთის ყიდვა თუ ვერ მოვასწარი რა ვქნააა? ხვალ არ იცით სადმე რო იყიდებოდეს?

  8. Pingback: Tbilisi Open Air 2012 « Lasha George

  9. Pingback: Tbilisi Open Air – დასაწყისიდან დღემდე | მშვიდობიანი ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: