მაჭანკლობა იმედზე

მაჭანკალი — მექორწინე მხარეთა საქმის მომგვარებელი, შუამავალი, რომელიც გასამრჯელოს მიღების პირობით დასაქორწინებელთა, უმთავრესად ვაჟის ოჯახის, დავალებებს ასრულებდა. გადაცემა ხანუმა

ისტორიულად მაჭანკლობა განვითარდა შუაკაცთა ინსტიტუტიდან, რაც არქაული დროიდან იყო ცნობილი საქორწინო ურთიერთობებში. პროფესიონალი ეკონომიკურად დაინტერესებული მაჭანკალი საქართველოში კაპიტალისტური ურთიერთობებთან ერთად გაჩნდა. ამ საქმეს ძირითადად მისდევდნენ ასაკოვანი პირები (უპირატესად ქალები),

ვიკიპედია

ასე განმარტავს სიტყვა მაჭანკალს ვიკიპედია. ამ ტრადიციის შესახებ, ასე თუ ისე ყველას აქვს გაგონილი ცოტაოდენი მაინც: მოთხრობებიდან, ბებია-ბაბუისგან, ან თავადაც შესწრებია მაჭანკლობას რომელიმე სოფელში. ტრადიცია ბევრი იყო, მაგრამ რამდენიმე დავიწყებას მიეცა, რადგან მისი დროის თანამედროვე ადამიანი თვლიდა, რომ მის ეპოქაში მიუღებელი იყო ესა თუ ის ტრადიცია და მისი შემონახვა კარგს არაფერს მოუტანდა ხალხს. მეგონა, რომ დღეს, მაჭანკლობისა და გარიგების შემთხვევები ყველას მარაზმად მიაჩნდა, მეგონა, ყველა მიხვდა იმ ელემენტარულს, რომ საქმრო/საცოლის არჩევა სხვას არ უნდა მიანდო და თავად მიიღო გადაწყვეტილება… მეგონა, მეგონა მაგრამ ვცდებოდი… ახალი გადაცემა ხანუმა იმედზე. ეკა კახიანი,წურწუმია

ჩემდა გასაკვირად, პირადად წავაწყდი გარიგების შემთხვევას ხაშურის ერთერთ სოფელში და შეუღლებული წყვილიც გავიცანი (2011 წელს), თუმცა მაინც იმედიანად ვიყავი, რომ ეს მარაზმი მალე შეწყდებოდა და ეს შემთხვევა ,,შემორჩენილ იშვიათობად” ჩავთვალე.

2012 წელი. ახალი გადაცემა ტელეკომპანია ,,იმედზე”, სახელწოდებით – ,,ხანუმა”

“ხანუმა” იწვევს მათ, ვინც მზად არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ცხოვრებაში, ვისაც ნამდვილად სურს იპოვნოს თავისი მეორე ნახევარი. რას ვაქცევთ ყურადღებას პარტნიორის არჩევისას? რამდენად ზუსტად ვიცით ვინ გვჭირდება ცხოვრებაში? როგორ გავიგოთ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის? არის თუ არა შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ შეცდომები? გადაცემა “ხანუმა” შეეცდება დაეხმაროს მაყურებელს ამ კითხვებზე პასუხის მოძებნაში. ახალი შოუ იმედზე ხანუმა. გადაცემა ხანუმა იმედზე. წურწუმია ხანუმა

imedi.ge

ანუ, არაფერი იკარგება. მოსახლეობაზე მზრუნველი ტელე იმედი ტრადიციას უნარჩუნებს ერს და ძალისხმევას არ ზოგავს, რომ ქართველი ქალ-ვაჟები დააოჯახოს, მოსახლეობა გაამრავლოს, აღმოფხვრას დემოგრაფიული პრობლემა ქვეყანაში და შექმნას ისეთი მტკიცე ოჯახები, რომლებიც საფლავის კარამდე ერთად იცხოვრებენ, მათში დაუშვებელი იქნება განქორწინება, რადგან ისინი ძირძველმა ტრადიციამ, ეკა კახიანმა და ლელა წურწუმიამ შეაერთა მთელი ქვეყნის წინაშე… ხანუმა გარიგება მაჭანკლობა

სანახაობრივად გადაცემა არის სასაცილო, იმ შემთხვევაში, თუ გულისრევას შეიკავებ და დასცინებ ყველას სტუმრიან-წამყვანიან-ასტროლოგიანად. გაერთობი და ცოტას ნამდვილად იხალისებ, მაგრამ ბოლოს მაინც არანაირი პოზიტივი და კარგი განწყობა არ გრჩება, გაწუხებს ეს მარაზმი, გეცოდება იქ მისული ხალხი და გაღიზიანებს წამყვანების ყოველი სიტყვა…

მაგალითად ერთი მომენტი: გოგო, რომლისთვისაც თავი უნდა მოეწონებინა 3 ბიჭს, ამბობს: ,,ძალიან მომეწონა რატი თავის გულწრფელობითა და სისადავით, რაღაც უბრალოა”. ამ დროს ლელა წურწუმიას კომენტარი: ,,ხოოოო… მემგონი აქ რაღაც… რაღაც… ოოოო” (ეს ის მომენტია, რომელიც საკუთარი თვალით უნდა ნახო, მაგრამ იმედია სწორი ინტონაციით წაიკითხავთ, აი ისეთით 4-5 კლასელი გოგო რომ ეუბნება გვერდზე მჯდომს ,,გოგო, მემგონი ნიკას ნინო უყვააარს”).

მოკლედ, ტეხავს, მაგრად ტეხავს რა!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

8 Responses to მაჭანკლობა იმედზე

  1. აისბერგი says:

    ჰო, არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი მორიგი სულელურგადაცემათაგანი იქნება. თუმცა იმედის მოფიქრებული რომ იყოს, კიდევ რა უშავს, რუსულ პირველ არხზე გადის ანალოგიური გადაცემა და პოსტიდან რასაც მივხვდი, ყველაფერი დაკოპიპეისტებული აქვთ😐

  2. ვერ ვიტან ამ გადაცემას :& ძაან უაზრობაა. შოუებში ეს არ ჩაითვლება და საყურებელი აქ არაფერია. და რატო გააკეთეს საერთოდ ვერ ვხვდები🙂😐

  3. მაკაკა says:

    გადაცემა მართლა მარაზმია. ზოდად რაც ტვ იმედზე ხდებაა ყველაფერი მარაზმია…. რაც შეეხება თვითონ ტრადიციას ხო არი ამ მაჭანკლობით გაბედნიერებული ხალხი შესაბამისად მუშაობს ეს მექანიზმი :))))) ისეე მეგობარს რო მეგობარი გააცნოო ეგეც მაჭანკლობა არ გამოდის?! ხო კიდევ

  4. Tamara says:

    იხ.ზემოთ, ვიკიპედია – საქმიანობას მისდევენ ასაკოვანი პირები… პარდონ, შებერებული ნაშებისათვის როგორებიც გახლავან ჩვენი სახელოვანი გოგონები ეკა და ლელა და ასე შემდეგ, სწორედ მისწრებაა.. გრიმი, “პრიჩოსკა”, უნიჭო კომენტარები ძირითადად შორისდებულებით და ხელფასი ამ ყველაფერში! “საღოლ, ძმაო, საღოლ!”

  5. tamara says:

    მაჭანკლობა და სადედამთილოს შეთვალიერებული რძალი რომ მარაზმია, მაგას რად უნდა ლაპარაკი, მაგრამ ვიღაცას ვიღაცა გაგაცნობს, ეგრე არაა?? :)) დანარჩენი, რა თქმა უნდა, წყვილზე უნდა იყოს დამოკიდებული…
    ჰოდა, ამ გადაცემას რაც შეეხება, მორიგი იდიოტიზმი რომ იქნება, არ მეეჭვება (არც ერთი მინახავს, მიყვარს საკუთარი თავი) და მე მგონი, მივიწყებული “ზვეზდების” ნაფტალინიდან ამოღებას უფრო ემსახურება, ვიდრე მათ ბედ-იღბალზე ზრუნვას :)))

  6. lana says:

    ვერ შევიკავე გულისრევა…
    “იმედი”და რეგვენობა,ტვინგაყინულობა უკვე იქცნენ სინონიმებად. სამწუხაროდ ბევრ ახლაგაზრდას ვიცნობ,რომლებსაც სულაც არ მიაჩნიად”შემორჩენილ იშვიათობად”გარიგება.(უფროს თაობაზე აღარაფერს ვამბობ)

  7. gena says:

    წურწუმია გვარად იყო მელაძე და მერე გადაიკეთა გვარი :დ

  8. karamelka says:

    უჰუ, თანაც მაგრად ტეხვას. ზუსტად ეგ მაწუხებს ხოლმე მაგ გადაცემის ყურებისას. ნუ როცა ვუყურე :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: