სამარშრუტო ტაქსით იაფად მგზავრობის საიდუმლო

,,მარშუტკების” 80 თეთრამდე გაძვირებამ დიდი უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია (დიდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჰო…). ჩემთვისაც უსიამოვნო იყო ეს ფაქტი, ვფიქრობდი მეტრო-ავტობუსს არ ავცდები-მეთქი, მაგრამ ზოგჯერ გადაჯდომა-გადმოჯდომა და ნახევარი საათი გაჩერებაზე დგომა დამღლელია, რაც გაფიქრებინებს 40 თეთრის დედაც ვატირე ოღონდ მე ვიყო კარგადო და ადიხარ ,,მარშუტკაში”, ჩასვლისას ხელის კანკალით აძლევ მძღოლს 80 თეთრს და ფიქრობ, რომ კარგი მოზრდილი ბანანი ჩაუდე ხელში იმ ,,საისკვდილეს”. თუ მეგობარი დაგემგზავრა და გადაგიხადა, უხერხულობას გაგრძნობინებს მისი ფიქრები, მაგრამ დაზოგილი ფულით ბანანს ყიდულობ  და სიამოვნებისგან იკიდებ მის ,,წყევლა-კრულვას”.

ერთხელაც აფიქსირებ, რომ სამარშრუტო ტაქსიში პლასტიკური სამგზავრო ბარათით გადახდის საშუალებაც არის და ითვალისწინებ, რომ ფულის არქონის შემთხვევაშიც შეგიძლია ,,მარშუტკით” მგზავრობა… ხოდა როცა სამგზავროზე 10 ლარი მქონდა ჩარიცხული, ქეშად კი 2 ლარამდე მედო ჯიბეში, ჩასვლისას, როცა მძღოლმა დაინახა რომ ბარათით ვაპირებდი გადახდას, ჩუმად მითხრა: ,,ფულით თუ გადაიხდი 50 თეთრად ჩადიო”. მშვენიერ შემოთავაზებად მივიჩნიე მისი სიტყვები და 50 თეთრიანი ,,ჩავუღუნე”. მას შემდეგ, ყოველთვის გამზადებული მაქვს ჯიბეში 50 თეთრი და ყოველთვის პლასტიკურს ვიღებ გადასხდელად, შედეგად 10-დან 6-7 შემთხვევაში ჭრის ეს ხერხი და გაძვირებული მგზავრობის პრობლემაც მოგვარებული მაქვს.

ალბათ არ უნდა ვწერდე ამ პოსტს და არ უნდა ,,ვაბაზრებდე” ამ ამბავს, მაგრამ იმედი მაქვს დღე-დღეზე გაკეთდება ჩემი მოპედი, საზ-ტრანსპორტიც აღარ დამჭირდება და სანამ შანსი გაქვთ, სანამ მერიაში წაიკითხავენ ამ პოსტს და სანამ სამსახურიდან გაანთავისუფლებენ რამდენიმე ,,ჯიგარ” მძღოლს, მანამდე თქვენც მოიგვარებთ გაძვირების პრობლემას…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

12 Responses to სამარშრუტო ტაქსით იაფად მგზავრობის საიდუმლო

  1. siyvarulovna says:

    მე სულ პლასტიკურით ვიხდი და რატომ არასდროს უთქვამთ ეგ? ო.ო

    • Qilipa says:

      გოგოა და გაბოზდებაო ფიქრობენ ალბათ :დ არადა მე გავბოზდი აგერ :დ

      1-2 კაცი რო დარჩენილი მაშინ აკეთებენ მაგ შემოთავაზებას, ანუ ბოლო გაჩერებაზე ჩასვლა უნდა გიწევდეს რო იხეირო :დ ამის პოსტში თქმა დამავიწყდა :დ

      • siyvarulovna says:

        აააა :დ ანუ მე რომ ვიხეირო გამორიცხულია :დ შუა წერეთელზე ჩამოვდივარ ხოლმე:დ

      • anna says:

        არც მე მეუბნებიან:/ ქილიფ :@

  2. daduna says:

    he he me bolos chavdivar xolme,,da rato gaabazre?texavs..

  3. Di@ says:

    ერთხელ იყო, ბარათით გადავიხადე და კარები მოვხურე ჩვეულებრივ და მძღოლმა ისე დამისიგნალა… წინ გავიხედე და არ იყო სხვა ტრანსპორტი, ხოდა, მაგით მივხვდი, რომ მე მერჩოდა, მაგრამ რას – მხოლოდ ამ პოსტის წაკითხვის შემდგომ მივხვდი. აუტანელი ხალხია რა.

  4. ცეტი says:

    ეეე, ჩემთან არ ჭრის ეგ :DDD

  5. axalbeda says:

    არადა მე მგონია ეს ყველაფერი თავისივესასარგებლოდ გაკეთებული სვლაა, როდესაც ბარათით იხდიან მგზავრები მძღოლს ნაკლებად კი არადა საერთოდ არ აქვს შანსი ფული ,,მოტეხოს”, ის 50 თეთრი კი ალბათ მისი ჯიბისთვისაა განკუთვნილი :))

  6. MrsMarch says:

    საწყალი მძღოლები. მე სულ ისე ვიხდი, ბარათის გარეშე და ესეიგი 80 თეთრით ვაბედნიერებ:დ

  7. Lasha George says:

    ამ ახალ მარშუტკებში სულ აღარ ვჯდები. დამამტვრია გვერდები ღვედებმა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: