,,ტრიუმფისთვის” გამეტებული ZEMFIRA და მსმენელი

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ MS Company-ს 31 მარტს თბილისში ჩამოჰყავს ზემფირა (ZEMFIRA). როცა მეგობარმა  ეს ამბავი მითხრა ძალიან გამიხარდა და მაშინვე ვიფიქრე, აუცილებლად წავალ ამ კონცერტზე-მეთქი. მაგრამ სახლში მისულმა, ამ კომპანიის გვერდზე ვნახე აფიშა, საიდანაც გავიგე რომ ეს ,,ამხელა ზემფირა” კლუბ ,,ტრიუმფში” ჩაატარებდა კონცერტს, ბილეთის ფასი კი 60 ლარი და 130 (მაგიდასთან) ლარი იქნებოდა. გამიკვირდა და არ მესიამოვნა, რომ ამ პატარა და უბადრუკ კლუბში ჩატარდებოდა ეს კონცერტი. არაერთხელ ვყოფილვარ კონცერტზე ტრიუმფში და არცერთხელ არ გამოვსულვარ იქიდან ,,რა მაგარი კლუბია”-ს განწყობით… ფასს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ 60 ლარზე ნაკლებად ჯაზ-ფესტივალებზე ბევრად დიდი ვარსკვლავების მოსმენა შეიძლება ხოლმე, ვთვლი რომ ზემფირა მაინც ზემფირაა და ეს თანხა ნამდვილად არ არის ძვირი მისი კონცერტისთვის, სწორედ ამიტომ ვფიქრობდი, ფული რომც არ მქონდეს ვიშოვნი და კონცერტს დავესწრები მეთქი, მაგრამ იყო ერთი ,,მაგრამ” რაც მაფიქრებდა…

მაფიქრებდა ორგანიზატორების ,,დახამება-არ დახამების” ამბავი, ის რომ როცა კონცერტი ტარდება კლუბში, სადაც არ არის დასაჯდომი ადგილები (იმ რამდენიმე მაგიდას თუ არ ჩავთვლით) და არ არის ზუსტად განსაზღვრული, რამდენი ბილეთი უნდა გაიყიდოს, ამ დროს ორგანიზატორმა უნდა გაითვალისწინოს მსმენელის ინტერესები და იმდენი ბილეთი უნდა გაყიდოს, რომ კონცერტზე დამსწრე ადამიანმა სრული სიამოვნება მიიღოს… როგორც ყოველთვის, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მაქსიმალური თანხის ამოღებაზე ფიქრობენ და ხარისხი ფეხზე ჰკიდიათ, ამ შემთხვევაშიც გამართლდა ჩემი ეჭვები და ორგანიზატორებმა 1 500 გასაყიდი ბილეთი გამოუშვა…
ზემფირა საქართველოში, ზემფირა თბილისში 2012, ზემფირა ნაით ოფისში, როდის ატარებს კონცერტს ზემფირა 

კლუბი “ტრიუმფი” ეს არის თანამედროვე გასართობი კომპლექსი საკონცერტო-საბანკეტო დარბაზებითა და ბარი–საბილიარდოთი.

კლუბის საქმიანობაა:

  • კონცერტების
  • სხვადასხვა ტიპის შოუ პროგრამების
  • კორპორატიული საღამოების
  • პრეზენტაციების
  • გამოფენების
  • კონფერენციების
  • ცნობილი ადამიანების შემოქმედებითი საღამოების
  • ქორწილისა და ნებისმიერი სადღესასწაულო ღონისძიების ჩატარება.

დარბაზი გათვლილია 700 კაცზე. ზემფირა თბილისში, ზემფირა ტრიუმფში, Zemfira

,,კლუბი ტრიუმფი”

ვხედავთ, რომ დარბაზი გათვლილია 700 კაცზე, მაგრამ ამ კლუბში ზემფირას კონცერტს დაესწრება ორჯერ მეტი + 100. პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა კონცერტზე ყოფნის დროს სივრცეს, სადაც უნდა ვიდგე, ვიმღერო, ვიცეკვო, ვიხტუნაო… ვხვდები, რომ ამ 1500 კაცში ამის საშუალება არ მომეცემა და უარი ვუთხარი მეგობარს, რომელმაც შემომთავაზა: ,,მე გიყიდი 2 ბილეთს და გაისწორეო”… უბრალოდ, ვიცი, რომ ვერ ,,გავისწორებ” ამ ამბავში და უმოძრაოდ მდგარი და უჰაეროდ მყოფი ვერ ვისიამოვნებ კონცერტით… ზემფირას ლაივს აუცილებლად დავესწრები სადმე სხვაგან, მაგრამ არა ახლა და არა ტრიუმფში…

აღსანიშნავია, რომ გაყიდვის დაწყებიდან დაახლოებით 5-6 საათში გაიყიდა 750 ბილეთი და რამდენიმე ბილეთიღა დარჩენილა გაყიდვაში. ვულოცავ MS Company-ს და ვნახოთ, როგორ ჩაივლის კონცერტი, იქნებ ლოჯა აქვთ მიშენებული და უსაფუძვლოდ გამოვთქვამ ეჭვებს…

პ.ს. რამდენიმე წლის წინ საქართველოში იყიდებოდა არაყი ,,ტრიუმფი”, რომელშიც ,,საჩვენო” და ,,სამგორივით” საზიზღარი და მომწამვლელი სითხე ესხა…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

22 Responses to ,,ტრიუმფისთვის” გამეტებული ZEMFIRA და მსმენელი

  1. ჰმ, ხვალ ვაპირებ ბილეთის ყიდვას, იმედია იქნება დარჩენილი ^ ^
    ჯანდაბას ჭყლეტვა :გივი:

  2. როგორ გეტყობა წინა კონცერტზე არ იყავი, სადაც დაცვამ ნახევარი ხალხი არ შეუშვა კლუბში (ნაით ოფისი), რადგან ფიზიკურად ვერ ეტეოდნენ, ასე შერჩა ბევრს ხახვივით თავისი 50 ლარიანი ბილეთი და ზოგმაც მხოლოდ ბოლო რამოდენიმე სიმღერას მოუსწრო.

    ხოლო 150 ლარიანი, მაგიდიანი ბილეთები, ბილეთების გაყიდვის დაწყების დღეს, “სასწაულებრივად” უკვე გაყიდული აღმოჩნდა.

    P.S. მაგ ტრიუმფზე ვნახე, თავიდან ასეთი განცხადება იყო, გვერდზე ოთახში მონიტორს დავამონტაჟებთ და იქ 25 ლარიანებს შევუშვებთო, გადაიფიქრეს ეგ მეტად მომგებიანი და ჭკვიანური აქცია თუ როგორაა საქმე?😀

    • Qilipa says:

      მე რო 50 ლარი მივცე ბილეთში და არ შემიშვან, მინიმუმ ქვებს ვესვრი ფაჯრებს…

      გვერდზე ოთახის ამბავი მეც გავიგე და ბევრი ვიცინე 25 ლარიან პროექტო-სეანსზე :დ მარა ოფიციალურ განცხადებას ვერ წავაწყდი მაგაზე და იმედია ხუმრობა იყო :დ

  3. salo says:

    750 ბილეთი რომ უკვე გაყიდულია, საიდან გაგიგე, დარეკე და პირადად გითხრეს?

    • Qilipa says:

      არა, ფეისბუქის გვერდზე დაწერეს დაახლოებით 3 საათისთვის: ,,დარჩენილია 750 ბილეთიო”

  4. ar vici arc triumpi da arc sxva ram🙂 ert otaxian binashic rom chaataros mainc mival🙂🙂 p.s konceryis dawyebamde 4 st adre mival rom pirvel rigebshi momiwos dgoma🙂🙂🙂

  5. ketevan says:

    Qilipa ჩემო კარგო, შენ გაქვს არასწორი ინფორმაცია და ამხელა სტატიას რომ აქვეყნებ, ყველაზე ცოტა, რაც უნდა გააკეთო ეს არის “კარგი რისერჩი.” შენ, როგორც ამ სტატიიდან ჩანს ყველაფერი კარგად ვერ გამოგიკვლევია:
    1. კლუბი “ტრიუმფი” კონცერტის ჩასატარებლად ავირჩიეთ იმიტომ, რომ ზემფირას მოთხოვნებს მხოლოდ ეს კლუბი შეესაბამებოდა. კერძოდ სცენა მოითხოვა მინიმუ 130 კვ.მ., რის საშუალებასაც სხვა კლუბი არ იძლევა. ამასაც დაგიკონკრეტებ: event hall_ი სულ 150 კვ.მ_ია, კლუბ “სენატს” მხოლოდ 15 კვ.მ. სცენა აქვს, კლუბ “სტატუსში” კი არ მონტაჟდება ის განათება და ეკრანი, რაც ზემფირას რაიდერში იყო მოცემული.
    2. კლუბ “ტრიუმფში” ეტევა 2500 ადამიანი, (თუ ეჭვი გეპარება, შეგიძლია ჩვენთან ერთად მოხვიდე და სანტიმეტრებით გაზომო) ჩვენი კომპანია, იმის გამო, რომ ითვალისწინებს მსმენელის ინტერესს და იმიტომ რომ, ის არ მომხდარიყო, რაც “ნაით ოფისში” მოხდა, ყიდის 1500 ბილეთს. ამასთანავე ჩამოსული იყო ზემფირას ტურ-მენეჯერი, მან ნახა კლუბი ტრიუმფი, შეამოწმა დაბეჭდილი ბილეთების რაოდენობა, ხმის ხარისხი, განათება, ეკრანი და სწორედ, ამის შემდეგ დაგვთანხმდა საქართველოში ჩამოსვლაზე.
    3. შენი სტატია მთლიანად არღვევს ჟურნალისტის ეთიკურ სტანდარტებს. შენ გაქვს მხოლოდ შენი მოსაზრება და ზედაპირული, შენც წარმოდგენაზე დაფუძნებული “რისერჩი”, არ გაქვს არცერთი ინტერვიუ და არანაირი ეთიკა დაცული.

    ზემფირაზე ნუ ნერვიულობ. ჰელსინკში, პარიზსა და ლონდონში ჩატარებული კონცერტების მერე ის, საკუთარ თავს “არ გაიმეტებდა” ისეთი კლუბისთვის, სადაც მაღალ ხარისხს არ შესთავაზებდნენ.

    ციტირება: მაფიქრებდა ორგანიზატორების ,,დახამება-არ დახამების” ამბავი – ნუ გაფიქრებს, ამდენს რომ წერ და ესე რომ ირჯები, შეგიძლია, ცოტა მოინდომო და უფრო მეტი გაიგო ვიდრე იცი.

    დიდი მადლობა, რომ მოგვეცი საშუალება ყველასთვის აგვეხსნა რატომ “ტრიუმფი” და რატომ 1 500 ბილეთი.

    ველოდები შენს ზარს ჩემს ტელეფონზე: 5 74 22 00 10🙂

    წარმატებები:)

    • Qilipa says:

      კარგი ქენით რომ გამომეხმაურეთ, მადლობა🙂

      რისერჩი იყო ის ციტატა რაც კლუბი ტრიუმფის აღწრიდან მოვიტანე რომ 700 კაცზეა გათვლილი დარბაზი, თუმცა არც კი მჭირდებოდა ამის ციტირება, რადგან პირადად მაქვს ნანახი რამხელა დარბაზია და 1 500 კაცის თავისუფლად დატევა იქ ჩემთვის წარმოუდგენელია.

      რაც შეეხება ეთიკის დაცვას, მე აქ ჟურნალისტობაზე არ მაქვს პრეტენზია და საინფორმაციოს სააგენტოსთვის არ დამიწერია არაფერი. ,,შენ გაქვს მხოლოდ შენი მოსაზრება” – დიახ, რა თქმა უნდა ჩემი მოსაზრება მაქვს და იმიტომ ვწერ ამას ჩემს პირად ბლოგზე🙂

      წარმატებებს გისურვებთ, ვნახოთ როგორ ჩაივლის კონცერტი…

  6. mariami says:

    modi radgan yvelas aqvs azris gamotqmis upleba mec gamovtqvam chems azrs. sheidzleba jurnalistobaze ar gaqvs pretenzia magram darwmunebuli var karg adamianobaze geqneba pretenzia, amitom sadac ar unda iyos da ristvisac ar unda iyos gankutvnili sheni piradi azri shegidzlia rom upro koreqtulad gamotqva, ar aris sachiro amxela “rechi”t gamosvla, tu aseti garkveuli xar yvelapershi da organizatorebze kargadac ici rogor ra xdeba mashin shens pirad gverdze kiar unda werde shegidzlia mimarto mat ikneb urchio kidec tumca meechveba matze kargad icode klubis shesadzleblobebi da aseve zemfiras motxovnebi,garkvevit dagiweres rom “triumfi” da biletebis raodenoba sheamowva zemfiras tur-menejerma da amis mere shedga shetamxmeba amitom kargad gaerkvie yvelapershi da tu gaerkvevi magram rogorc yvela qartvels schvevia mainc shensas ar daishli da aset azrze darchebi shegidzlia gaagrdzelo wera ra tqma unda isev shens pirad gverdze ogond upro koreqtuli da naklebad ironiuli iyo.koncertii dzalian kargad organizebuli ikneba da darwmunebuli var amashi echvic ar gepareba) tavadac kargad ici rom dzalian kargi kompaniaa da amashi 31 marts darwmundebi, magram amas televiziit gaigeb,radgan shen zemfiras koncerrtze”triumfshi” ar iknebi, radgan tavad ambob:”უბრალოდ, ვიცი, რომ ვერ ,,გავისწორებ” ამ ამბავში და უმოძრაოდ მდგარი და უჰაეროდ მყოფი ვერ ვისიამოვნებ კონცერტით… ზემფირას ლაივს აუცილებლად დავესწრები სადმე სხვაგან, მაგრამ არა ახლა და არა ტრიუმფში…” warmatebebs gisurveb..

  7. ბოღმა მიტო. says:

    რამ გაგამწარა, რა ბოღმების სროლაა… ის არ გიხარია რომ ცოცხალი და კარგი მუსიკა რომ ჩამოდის???. ითხოვს ის ქალი და აწყობს ეს ტრიუმფი და ჰა…. ამხელა რამხელა რეჩიტატივი ვისთვისაა. ნუ წახვალ ბიძია და მორჩება ეგ ამბავი. რა მოუწონებელი და დაუკმაყოფილებელი გვჭირს ამ ქართველებს?!.

  8. niksologi says:

    დედა, რავა მოხვდათ გულზე ორგანიზატორებს დეინახე?!🙂
    კაით, თქვე კაი ხალხო რამ გადაგრიათ?!🙂
    ამ პოსტს (დარწმუნებული შეიძლება ვერ ვიყო მაგრამ) არც ერთი ადამიანი არ წაიკითხავს ისეთი, ვინც მაგ კონცერტზე მოვა და თუ კი ის გაშინებთ რომ მსმენელი დაგაკლდებათ ტყულად ფიქობთ ამას.
    ვისაც მოსვლა უნდა ყველა მოვა.დაჟე მერე ინტერვიუებშიც იტყვით (ალბათ) რომ მსურველი კიდევ ბევრი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ბილეთები აღარ შეხვდათო🙂

    ”ბოღმა მიტო” – მაგარია🙂
    სად დაინახე ბოღმა? სულაც არაა ბოღმა არსად, პროსტა ჯიგრული პირობები უნდა ბიჭს და ამბობს, რა პრობლემაა?!. თვითონ ასე ფიქრობს რაც დაწერა ”ი ვსო”😉

    • Qilipa says:

      მადლობა ამ კომენტარისთვის

      ამათ ფეიჯზე 3-4 გოგონა მაგრად მასხამდა მათი გადმოსახედიდან და იმხელა კომენტარები ვწერე რო ,,ბოღმა მიტოებზე” პასუხის გაცემა მეზარება.

      მართლა სასაცილოა ამათი აღშფოთება და ,,ვაიმე ეს რა თქვა ჩვენზეო”. თქვე კაი ხალხო ამხელა რაღაცის ორგანიზებას რო აკეთებთ, საიტი თუ არ გაქვთ, პრესა გკიდიათ და ა.შ. ფბ-ს გვერდზე, ნოუთი მაინც გააკეთეთ და დაწერეთ გარკვევით რატომ ტრიუმფი, როგორ ტრიუმფი, მშვენიერი კომენტარი და განმარტება დაწერეს ბლოგზე და ბარემ იქ ექნათ თავის დროზე და იქნებ ეს პოსტიც აღარ დაწერილიყო (2 500 კაცი ეტევა და ბლა ბლა ბლა მაინც ნიტოა :დ მარა შედეგი ექნებოდა ყპველ შემთხვევაში🙂 )

  9. takojabauri says:

    60 laars aranairad ar gadavixdi mag vigacis sayureblad

    • niksologi says:

      ვიღაცის?
      ჰო, პრინციპში ეგრეცაა😉
      ისე ვის კონცერტზე წახვიდოდი გაფიცებ გულწრფელად მითხარი:
      LMFAO – ესენი რომ ჩამოვიდნენ?
      მე მგონი არ იქნებოდა ურიგო, კარგად მოილხენდა კაცი, ჰა რას იტყვი?

  10. ნინო says:

    ოჰოო, გვადარდე ეხლა თუ არ დაესწრები, :))

  11. bioblog.me says:

    რა გინდა, მთელი ორგანიზატორები შემოიყვანე ბლოგზე, კლასიკური პროვოკატორივით მოიქეცი :დ არა, ეს ტოტალურად მსგავსი კომენტარები მაინც სულ სხვა მუღამის მომცემია.

    p.s. ვიღაცამ ზემოთ ჟურნალისტური ეთიკის ამბები და მსგავსი თემები ახსენა, მოწიწებით შევთხოვ, რომ ბლოგის (თან პირადის) განმარტებასაც გადახედოს.

  12. nani says:

    2500 კაცი ფილარმონიაში არ ეტევა და რამხელაა ეს ტრიუმფი ნეტა?

  13. Rom says:

    წავაწყდი ამ პოსტს როდესაც ვეძებდი ინფორმაციას დდტ -ს ჩამოსვლასთან დაკავშირებით. უფრო სწორედ დავიწყე მაგით,მერე ამოვიკითხე რომ MS Company -ა მაგის ორგანიზატორი,დავიწყე ამ ორგანიზაციის საიტის ძებნა და ა ბატონო,მოვედი აქ.

    სატირალი ამბავია მოკლედ რა. ”ქართნეტი” ყოველდღე ”მკლავს” . საიტის ოპტიმიზაცია არ გაუგია არავის, ეგ კაი. საერთოდ საიტი ხო გაუგიათ ალბათ? აქვს მაგ კომპანიას საიტი? როგორ ზრუნავს თავის პიარზე? რა პროექტები აქვს? ინფორმაციის სრული ვაკუუმი. თუმცა ალბათ ფეისბუკის გვერდი არსებობს. მაგრამ აი რაშია საქმე- არ ვარ ფეისბუკის მომხმარებელი. არადა დდტ-ს კონცერტში 150 ლარსაც გადავიხდი, თან მარტო არ ვიქნები,ვიღაცას წამოვიყვან. თუ მაგ ამბავს PR ისევე გაუკეთდა როგორც ზემფირას ჩამოსვლაზე – ერთი აბრა კლუბის შესასვლელში – ყოველდღე ვხედავ,სამსახურში წასვლისას – არ ვიცი რა. გული მერევა რო ვხედავ ასეთ მიდგომას,მითუმეტეს მარკეტინგის სფეროსთან კავშირი მაქვს .

    ისე რა პრესსინგი მოახდინეს ფირმის თანამშრომლებმა – შოკში დავრჩი. კიდე ერთი დიდი შავი ხაზი კომპანიის იმიდჯზე

  14. TeMo says:

    საინტერესოა რა მოხდა კონცერტის მერე🙂
    არ იყო ჭყლეტა და უჰაერობა ისე რომ კიდევ 130 ლარს გადაიხდიდნენ 1კ ჰაერში?
    არ წასვლია გული არავის სიცხისა და უჰაერობისგან?

    საინტერესოა თვითონ ზემფირა რას ფიქრობდა ამჯერად მასპინძლებზე და იყო თუ არა მისთვის სასიამოვნო სამუსაო პირობები და ხედი, ჩახუთული ფანები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: