თბილისი – მსოფლიოს დედაქალაქი

ამ პოსტის დაწერის იდეა გაჩნდა მაშინ, როცა ერთმა მეგობარმა ფეისბუქზე იკითხა: თბილისში შანხაი მართლა არის თუ არაო? კომენტარების ავტორებისგან გაიგებდით, რომ შანხაი არსებობს და სადღაც პავლოვზეა (ყაზბეგის გამზირი), მაგრამ მე, როგორც ამ საკითხში კარგად გაცნობიერებულმა და თბილისის ქუჩებზე ბევრჯერ მაფიქრალმა, განვავრცე ამ კითხვის პასუხი და მინდა თქვენც გაიგოთ თუ რა მიმდევრობით, რა ქუჩები და უბნებია თბილისში და ბოლო–ბოლო სად არის შანხაი…

იმ კომენტარების ავტორები არ ცდებოდნენ, რადგან პავლოვზე ნამდვილად არის შანხაი, მაგრამ ეს არის იმ ადგილას (ყაზბეგის 32–34) მდგარი კინოთეატრ ,,შანხაი”–დან შემორჩენილი სახელი, რომელიც კონკრეტულად იმ პატარა ადგილს (2–3 კორპუსი) შემორჩა… აი, უბანი შანხაი კი მოსკოვის პროსპექტზე მდებარეობს, მეტრო სამგორიდან მომავალი პროსპექტზე რომ შეხვალთ, მარცხენა მხარეს ერთ პატარა ჩასახვევში ჩახვალთ და არც თუ ისე პატარა უბან – შანხაიზე ამოყოფთ თავს, რომელსაც მარჯვენა მხარეს მდინარეც კი მიუყვება.

შანხაის რომ გაცდებით გრძელდება მოსკოვის პროსპქეტი, მარცხენა მხარეს გადავუხვევთ კაიროზე, შემდეგ მოდის აფრიკა და აფრიკის ბოლო ნაწილს იქ მცხოვრები მოსახლეობა ვუწოდებთ კონგოს. ეს კონგო არ არის დღეს ან გუშინ შერქმეული სახელი, მას შემდეგ რაც დასახლება აფრიკა გაჩნდა,  ზემოთ, ოდნავ მოშორებით მდგარ უბანს იქაურებმა კონგო დაარქვეს.

ანუ მივყვეთ ჩამონათვალს: შანხაი > მოსკოვის პროსპექტი > კაირო > აფრიკა > კონგო > END OF EARTH

ამ ყველაფერთან დაკავშირებით კი უბანში დადის ერთი კარგი ანეკდოტი (რეალური ამბავი) და ამასაც მოგიყვებით:

,,აფრიკაში ცხოვორბდა ერთი ტიპი ზედმეტსახელად ტარზანა. ეს ტარზანა მოსკოვის პროსპექტზე გააჩერა ორმა პოლიციელმა (,,ხულიგნურად” გამოიყურებოდა) და ჰკითხეს ვინ ხარო, დიალოგი შემდეგნაირად განვითარდა:

– ტარზანა ვარ, რა ვერა მცნობთ?

– ვინ ტარზანა? რა უბნელი ხარ ბიჭო?

– აფრიკელი ვარ.

– აქ რა გინდა?

– შანხაიზე მივდივარ ძმაკაცთან.

პოლიციელების რეაქცია: ვააა, აფრიკელი ტარზანა შანხაიზე მიდის ძმაკაცთან?  დაბოლილია ეს დედა მო***ული ჩააგდე მანაქანაში წავათრიოთ განყოფილებაში.”

მოკლედ, ხედავთ როგორი მრავალფეროვანი და ,,ერთმოყვარე” ქალაქია თბილისი, ნუ დაგავიწყდებათ ცენტრში გამოჭიმული პეკინიც და დარწმუნებული ვარ კიდევ იქნება მსგავსი უბან–ქუჩები, მაგრამ მე არ ვიცნობ მათ…

პ.ს. გარდა ამისა აღსანიშნავია თბილისის ქუჩების უცანური სახელები და თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ მე იდუმალის ქუჩაზე ვცხოვრობ 🙂

Advertisements

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

21 Responses to თბილისი – მსოფლიოს დედაქალაქი

  1. zurriuss ამბობს:

    საღოლ, კარგი იყო :დდდდ

  2. nancygaladriel ამბობს:

    ლლოლ აქვე მქონია შანხაი კაიროც და კონგოც :დ აფრიკაც კი …

  3. bioblog.me ამბობს:

    გახლდით იდუმალას ქუჩაზე (silent hill), საინტერესო ადგილია აფრიკა :დ

    • Qilipa ამბობს:

      მაშ შენ უკვე იცი რა არის მამული :დ ^^

      • bioblog.me ამბობს:

        შემდეგ მასეთ გასვლაზე, იმედია გაგიცნობ რეალურად ან ირმას მოვიყვან ცოლად :დ

  4. rockermeloman ამბობს:

    კარგი პოსტი გამოვიდა, ვინმეს რომ არ დაეზარებოდეს და ყველა ასეთი ქუჩისა თუ უბნის შესახებ დაწერდეს კარგი იქნებოდა

  5. Marie ამბობს:

    მოსკოვის პროსპექტეე

  6. agatako ამბობს:

    ლოოლ

    არა კონგო არ ვიცოდი

    პეკინი კარგად გაგხსენებია, რთულია დაგავიწყდეს :დ

  7. Qilipa ამბობს:

    @bioblog.me

    :დ ,,ან” არ გამოვა ძმაო, სანამ რეალურად არ გამიცნობ ირმას ვერ გაგატან ისე :დ

  8. anna ამბობს:

    ლოლ:დდ
    იმენაა ყველაფერია აქ

  9. orange ამბობს:

    ვიხალისე :დ

  10. ananiee ამბობს:

    კარგი ხართ მაესტროო))

  11. Giorgi Soseba ამბობს:

    ახლა შემოვუერთდი შენს ბლოგს და მშვენივრად ვატარებ დროს :დ ესეც მაგარი პოსტია ყოჩაღ!

  12. karamelka ამბობს:

    რა საკაიფო ქუჩაზე გიცხოვრია:)))

  13. Little Child ამბობს:

    ანუ მივყვეთ ჩამონათვალს: შანხაი > მოსკოვის პროსპექტი > კაირო > აფრიკა > კონგო > END OF EARTH…:D

  14. ლაშა ამბობს:

    თბილისის მოყვარულებს – XIX საუკუნის თბილისის ნაგებობები http://www.qwelly.com/group/es_sainteresoa/forum/topics/tbilisisnagebobebi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: