ვჭრით და ვაშენებთ

მოკლედ, არ ვიცი კონკრეტულად ვის უნდა შევჩივლო: გარემოს დაცვის სამინისტროს, შსს-ს, მერიას, ,,მწვანე-მწვანე” არასამთავროებს თუ მაო ავაყენო ძედუნი და შველა ვთხოვო…

საქმე ეხება მოსკოვის პროსპექტზე, 70-მდე მოჭრილ ფიჭვის ხეს, რომლებიც პოლიციის ახალ შენობას ემსხვერპლნენ. სადაც ეს შენობა შენდება, იმ ადგილებში გავიზარდე, მის მოპირდაპირე პოლიკლინიკაში გავიკეთე პირველი აცრა და მის საძირკველზე მდგარ რელსებზე ჩავჯექი პირველად ტრამვაიში. ბევრმა თბილისელმა არ იცის ამ ადგილის შესახებ და ალბათ ფიქრობენ, რადგან შენდება, ე.ი. სტრატეგიულად კარგი ადგილიაო, მაგრამ მე გეტყვით როგორი  ადგილიც არის.

შევეცდები ხელით დავხატო ეს ადგილი:

მგონი ამ ნაწვალებმა ნახატმა, ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ, ახლა კი გავაგრძელებ იმის თხრობას, რაც ნახატზე ვერ დავატიე. სამშენებლო ადგილიდან 50 მეტრის დაშორებით (მარჯვენა მხარეს) არის პოლიციის განყოფილება, რომელიც ჩემ ბავშვობაშიც მუშაობდა და დღემდე მუშაობს, მაგრამ ეს განყოფილება არის საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე და გაფართოების საშუალება არ აქვს.

გაფართოების საშუალება იქ არ აქვს მაგრამ ესაჭიროება? კარგი, დავუშვათ, რომ ესაჭიროება და აუცილებელია ახალი, დიდი, ლამაზი და გამჭვირვალე შენობის აშენება, მაგრამ ვინ გადაწყვიტა და დაგეგმა ამ შენობის ,,ხეებზე” აშენება? რა აუცილებელი იყო მაინცდამაინც იმ ადგილის შერჩევა, სადაც 70 ხის მოჭრა გახდებოდა საჭირო, მაშინ, როცა ამ სამშენებლო ადგილიდან 100 მეტრის დაშორებით (მარცხენა მხარეს) არის უზარმაზარი, ცარიელი ადგილები, სადაც ტოტის მოტეხვის გარეშეც კი თავისფულად აშენდება ნებისმიერი ზომის შენობა. ეს ადგილი არის მოსკოვის პროსპექტის დასასრული, რომელი მოსახვევის შემდეგაც იწყება აფრიკის დასახლება, მანამდე კი ე.წ. კაიროა. ამ ადგილზე პოლიციის განყოფილების აშენების შემთხვევაშიც კი დაშორება ორ პოლიციის გამჭვირვალე შენობას შორის იქნებოდა 1100-1200 მეტრი და ეს კიდევ სხვა საკითხია, თუ რა აუცილებელია ამხელა განყოფილებების ასე ახლო-ახლო აშენება?..

პ.ს. როგორც გავიგე კიკვიძის ბაღშიც იგეგმება პოლიციის შენობის აშენება, რომელსაც 60-მდე მრავალწლიანი ნარგავი შეეწირება…

საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვად რჩება ის, თუ ვინ გეგმავს, წყვეტს, ამტკიცებს და აპროექტებს ასეთ ადგილებში ამ მშენებლობებს??? ნუთუ მხოლოდ ,,მინდა”, ,,აქ მინდა”, ,,აქ ლამაზად გამოჩნდება”, ,,ამას ყველა მხრიდან დაინახავენ”- ტიპის სურვილები წყვეტენ ასეთ რამეს?

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

4 Responses to ვჭრით და ვაშენებთ

  1. ketusi.com says:

    დამპლებმა ღამე დაჩეხეს!

  2. davigruze… erti eg aqvs saqartvelos kargi buneba da imasac deda unda utiron😦 uazrobaa…

  3. chchuta says:

    კი არ იგეგმება და დაწყებულია უკვე კიკვიძის ბაღშიც. მე ნაძალადევში ვცხოვრობ და გაჩეხილია უკვე ხეები. :S

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: