მიღალატე, მაგრამ ბედნიერებას გისურვებ

მე, მისი ერთი მოსმენით მოვიხიბლე და ერთი ნახვით შევიყვარე…

მიყვარდა წრფელად, ალალად, ღრმად და უანგაროდ…

მასზე ვესაუბრებოდი ყველას, ვაქებდი, ვადიდებდი, ვიცავდი, ვეაჯებოდი, ვესარჩლებოდი და ვქომაგობდი…

ვიცოდი, რომ არ იყო მზად სიყვარულისთვის, თავად მითხრა:

,,I was fine, feeling strong,
Didn’t want to fall in love with anyone”

მეც ვიცდიდი და ველოდებოდი, არ ვაწუხებდი და თავს არ ვაბეზრებდი. გავიდა ცოტა ხანი და ის შეიცვალა, გამოცოცხლა, ულამაზესი თვალები სინათლით აევსო და თქვა:

,,But I do believe in love”

ამ სიტყვება მეც გამომაცოცხლა, სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა და მაგრძნობინა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა…

შემდეგ ჩამოვიდა და 2 დაუვიწყარი საათი გამატარებინა ოპერის დარბაზში… იქიდან გამოსვლის შემდეგ უბედნიერეს კაცად ვგრძნობდი თავს და ვფიქრობდი, რომ მის გარეშე ვეღარ გავძლებდი… ისიც ნასიამოვნები გაფრინდა ლონდონისკენ, მაგრამ განშორება მასაც თრგუნავდა. როცა ჩემი კბილის ტკივილის ამბავი გაიგო კვნესით აღმოხდა სიტყვები:

,,I cried for you when the sky cried for you”

ამ სიტყვებმა ყოველგვარი ტკივილი გამიქრო, კაცობრიობისადმი დაგროვილი ყველანაირი წყენა დამავიწყა და ვგრძნობდი, რომ მე ის ვიყავი და ის იყო მე…

ურთიერთობა ღრმავდებოდა და ჩვენი სიყვარული იწვრთებოდა, ის კი მიმღეროდა:

,,We are twelve billion light years from the edge,
That’s a guess,
No-one can ever say it’s true
But I know that I will always be with you.”

უკანასკნელად კი ეს მითხრა:

,,You took a chance on loving me,
I took a chance on loving you.”

და მაშინ, როცა მეცხრე ცაზე ვიყავი და დედამიწის ზურგზე ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა, ის გაქრა. გაწყდა ყველანაირი კონტაქტი ჩვენს შორის და აღარ შემხმიანებია, თუმცა ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა და არანაირი პრობლემა არ აწუხებდა. მაშინვე საკუთარ თავში დავიწყე პასუხის ძიება და დავითრგუნე, არ ვიცოდი რა მეღონა და როგორ მეშველა საკუთარი თავისთვის. სასმელს მივეძალე და ალკოჰოლში ჩავახრჩვე ჩემი გრძნობები, თუმცა ყოველ ღამე საშინელი კოშმარები მაღვიძებდა და ყველა კოშმარის მთავარი გმირი ის იყო…

ახლა კი გავიგე, რომ ის გათხოვდა და მოტომრბოლელ ჯეიმს ტუზლენდზე გამცვალა (არადა, მეც ხომ დავდიოდი მოპედით?)… დიახ, მეგობრებო, ქეთი მელუა გათხოვდა და ის ჩემი ვეღარასდროს იქნება (სავარაუდოდ), მე კი ძალას მოვიკრებ და შეძლებისდაგვარად გადავიტან ამ ამბავს… ჩემი გრძნობები არ მაძლევს მრისხანების საშუალებას და მეც დავდუმდები…

ბედნიერებას გისურვებ  Katie❤

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

21 Responses to მიღალატე, მაგრამ ბედნიერებას გისურვებ

  1. nuki says:

    ea piar aqcia iyo rame tu raloba )

    • Qilipa says:

      რა შუაშია ამასთან პიარ აქცია? რა პიარდება ამით? :)) შეიძლება ითქვას რომ საკუთარ თავზე მორგებული რეალობაა

  2. anane says:

    მე და ბესომ ახლა დავასკვენით, რომ ყველაზე საყვარელი და საინტერესო უსაქმური ხარ. გვიყვარხარ ბიჭო :)))))

  3. :o says:

    მოტომრბოლელი აღარაა,ტრამვა მიიღო(როგორც ქეთევანმა თქვა “მირავოი ჩამპიონ” ყოფილა) და ახლა პიანისტია ზატო :

    • Qilipa says:

      ხო, მაგრამ მაინც მოტორბოლელადაა ჯერჯერობით ცნობილი. მაგის ,,Crash”-ს ქეთი თუ გაქაჩავს აწი თორე ისე არამგონია რამე ქნას :))

  4. Mystic D says:

    ar gatxovila jer memgoni da iqneb gaqvs kide rame shansebi😀

    • Qilipa says:

      ,,მკვდარი და შინ მოუსვლელი ერთიაო” და ოფიციალურად მოაწერა თუ არა ხელი მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. ბეჭედიც უკეთია უკვე და ცოლ-ქმარია ფაქტიურად :// :დ

  5. sigunawa says:

    ნუ ნერვიულობ ბიჭო კულუარული ინფორმაციით ვიცი,მელუა ბოზი ყოფილა.(ვ სმისლე ზა დენგი ტრახაეტსა რა)

  6. sigunawa says:

    მე მეგონა წამებას შეგიმსუბუქებ თქო,და მასე მიხდი მადლობას?!კაი ბატონო!!!მარა მელუა მაინც ბოზია

  7. Ibi says:

    კარგი პოსტი იყო ))

  8. Chiamaria says:

    ვგიჟდები და ვირევი ისე მიყვარს :))))
    ჩემი ფლეილისთი სავსეა ამის სიმღერებით

  9. ცა_მეტი 13 says:

    არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ მე შენ შემიყვარდი….ჩემ ცა_მეტს ვფიცავრ მიყვარხარ… ……….

  10. nuki says:

    piardeba sakutari tavi…..nu tu realobas morgebuli chanaceria amas ra jobia:))))

  11. bantasha says:

    მე ეგრე რაული მიყვარს და მართალია, არ გათხოვილა, მაგრამ თუ ციხეში წავა, პირობას ვდებ, დაველოდები-მეთქი❤ რაღაც, სხვანაირი, ზეაღმაფრენითი სიყვარული შეგვძლებია ბლოგერებს❤

  12. teennewson says:

    მშვენიერი იყო… :)))

  13. prepie says:

    მე ეს მომწონს❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: