,,უმადური ჰოსპიტალიზაცია”

This slideshow requires JavaScript.

ზამთრის დადგომას კახეთში  მეგობართან შევხვდი და როცა 2 დეკემბრის დილას, ნაბახუსევზე, მაღაზიის ძიებისას ლაგოდეხის ცენტრში აღმოვჩნდი, მომეჩვენა, რომ მეტისმეტად ბევრი ადამიანი ირეოდა ახლადაშენებეული ,,არქიმედეს კლინიკის” წინ, რომელიც იმდენად ლამაზი იყო, მხოლოდ დასათვალიერებლადაც კი მიიზიდავდა ხალხს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს ხალხი კლინიკის ოფიციალურად გახსნას და ამ ცერემონიის აღმსრულებლებს – საქართველოს პრეზიდენტსა და ჯანდაცვის მინისტრს ელოდა. ასე გავხდი ამ ღირსშესანიშნავი ცერემონიის მომსწრე და რა თქმა უნდა დეტალებითაც დავინტერესდი:

20 საწოლიანი ,,არქიმედეს კლინიკა” საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ” ააშენა და ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვა. კლინიკაში დასაქმებული ექიმებისა და მენეჯერების გადამზადება მოხდა ისრაელში, ხოლო დანარჩენი პერსონალი საქართველოში, რამდენიმე ეტაპად, ინდივიდუალური პროფილების მიხედვით გადამზადდა. სულ დასაქმებულია 124 ადამიანი და კლინიკას დღეღამეში 100 პაციენტის მიღება შეუძლია, ამ ყველაფრისთვის კი ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ” 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

ის, რომ კლინიკა ძალიან ლამაზია, ულტრათანამედროევა და მაღალკვალიფიციური პერსონალით არის დაკომპლექტებული, ზოგადად, სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ორმაგად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ჰოსპიტალი ფუნქციონირებს ლაგოდეხში და არა თბილისში ან ბათუმში. უმეტეს შემთხვევაში კახელებს, თბილისის საავადმოფოებში ჩამოსვლა და მკურნალობა უწევდათ, ახლა კი შეძლებენ ხარისხიანი სამედეცინო დახმარება ,,სახლში”, დედაქალაქში ჩამოუსვლელად მიიღონ.

თბილისში დაბრუნების შემდეგ შევნიშნე, რომ საქართველოში 150 კლინიკის  გახსნის პროექტი აქტიურ ფაზაშია შესული და როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი იუწყება, ,,არქიმედეს კლინკის” შემდეგ პრეზიდენტმა და მინისტრმა ხონში გახსნეს ,,ალდაგის” მიერ აშენებული ახალი ჰოსპიტალი, სადაც მთლად ისრაელში გადამზადებული პერსონალი არ ჰყავთ, მაგრამ მაღალკვალიფიციურად მოიხსენიებენ. ხონის ჰოსპიტალის აშენებაც 2 მილიონი დოლარი დაჯდა და 70-მდე ადამიანი დასაქმდა, ანუ აღარ ხონელებს მოუწევთ თბილისისა და ქუთაისის საავადმყოფოებში სიარული.

გარდა ამ კლინიკებისა, თერჯოლასა და ტყიბულშიც გახსნილა ორი ახალი ჰოსპიტალი, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია თუ ვინ ააშენა, რა დაჯდა და რამდენი ადამიანი დასაქმდა, სამინისტროს ვებ-გვერდზე არ წერია, მაგრამ მთავარია რომ ახალი კლინიკები ამ ქალაქებშიც გაიხსნა…

ამ პოსტის წერა რომ გადავწყვიტე და რაღაცებს ვეძებდი, ფორუმზეც მოვხვდი და დიდხანს ვკითხულობდი კომენტარებს… ვერაფერი გავუგე ხალხს, რომელიც ყველაფრით უკმაყოფილოა და არ იციან რა არგუმენტი მოიყვანონ, რომ ხაზი გადაუსვან ამ ყველაფერს. ხშირი იყო შემდეგი სახის კომენტარები:

,,კახელები მილიონრები არიან მანდ რო იმკურნალონ?”

,,აბა კახელ გლეხს კითხეთ ჰოსპიტალის აშენება ურჩევნია თუ ვენახის მოსავლელი პირობების შექმნა”

,,ამდენი მდიდარია ლაგოდეხში?”

მაკვირვებს ეს ხალხი. როცა ახალაშენებულ და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ კლინიკას ხედავენ გაიძახიან ,,თავისთვის აიშენეს, ამაში ჩვეულებრივი ადამიანი ვერ იმკურნალებსო”, როცა იმას უყურებენ რაც ამდენ ხანს იყო,  პალატებში თაგვები დარბოდნენ და არანაირი ჰიგიენის წესი არ იყო დაცული, გაიძახიან ,,ამ საღორეში როგორ უნდა მიხვიდე სამკურნალოდ, უარეს რამეს აიკიდებო”. საინტერესოა, როგორ უნდა ააშენო ახალი კლინიკა ისე, რომ ცოტა მოძველებულად და ,,ღარიბულად” გამოიყურებოდეს, რომ შიშის გარეშე შეძლოს ადამიანმა სამკურნალოდ შესვლა? მერე რა თუ ფასები ცუდშიც, კარგშიც და უკეთესშიც ერთნაირია, მთავარია განწყობა, რომ ,,მდიდრების” დაწესებულებაში არ ხარ და ძვირს არ გამოგართმევენ… რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აღარ მოგიწევს ლაგოდეხიდან და ხონიდან თბილისში ჩასვლა, იქ რიგებში დგომა და წვალება, მთავარია უკმაყოფილება გამოვთქვათ და ჯანმრთელობის დედაც არ ვატირეთ?..

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

8 Responses to ,,უმადური ჰოსპიტალიზაცია”

  1. ნიუ-იორკში ისრაელიდან ჩამოსული ვინც გავიცანი, ყველა არქიმედეს გლობალში იყო იქ დაზღვეული და იმას წუწუნებდნენ იმისნაირი კარგი სადაზღვევო ამერიკაში როგორ არ არისო…

    ეს არქიმედეს კლინიკაც მომეწონა და იგრძნობა ისრაელის ხელი მაგაში :)))

    უმადურ ხალხს კი არაფერი გამოლევს საქართველოში და არასდროს არავინ იქნება ყველაფრით კმაყოფილი, რაც არ უნდა გაუკეთო მაინც საწუწუნოს უპოვნიან

  2. უმადურობა იქით იყოს და საინტერესოა ფასები როგორია მანდ, იქნებ არის საფუძველი როცა ამბობენ კახელი გლეხი ვერ შეწვდებაო?

    • Qilipa says:

      რაიონებში კლინიკებს აშენებენ სადაზღვევოები და იმ რაიონში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები დაზღვეულები არიან იმავე სადაზღვევოში, ასე რომ ისინი პლისით ისარგებლებენ იქვე და ძალიან მაგარ კლინიკაში. დაზღვევის არ მქონეს კი იმაზე მეტი არ უჯდება მაგ კლინიკებში მკურნალობა, რაც თბილისში უჯდებოდათ

      • knuti says:

        სწორი ხარ ქილიფ.🙂
        ფასები იგივე რჩება. ვისაც დაზღვევა ექნება, სადზღვევო პოლისით ისარგებლებს🙂
        ასევე, ტყუილია ის ჭორი, რმ კლინიკები მხოლოდ იმ პირებს მოემსახურება, რომლებსაც პოლისი ექნებათ. ნებისმიერ პირს ექნება საშუალება, რომ მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს ახალ კლინიკებში🙂

  3. knuti says:

    http://aldagi.ge/index.php?m=181&newsid=123
    თერჯოლასა და ტყიბულშიც ალდაგმა ააშენა, ისევე როგორც ხონში🙂
    15–ში კიდევ ერთი, წყალტუბოს კლინიკა გაიხსნება. ასე რომ, სულ 4 კლინიკა ააშენა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში ალდაგმა❤

  4. Pingback: ,,უმადური ჰოსპიტალიზაცია” | მე, რეპორტიორი

  5. Pingback: ,,უმადური ჰოსპიტალიზაცია” | მე, რეპორტიორი

  6. Pingback: უმადური ჰოსპიტალიზაცია |

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: