ფრანგის თვალით დანახული თბილისი

This slideshow requires JavaScript.


გუშინ, ოფიცერთა სახლში ვიყავი ძალიან მაგარ გამოფენაზე, სახელწოდებით ,,Portraits De Ville” (,,ქალაქის სახეები”)…  გამოფენის ავტორია ფრანგი ფოტოგრაფი ვინსენტ ლაპარტიენი (Vincent Lappartient). ამ გამოფენამდე ვინსენტმა საქართველოში განახორციელა 2 პროექტი: ,,Vestiaires” (,,რეპორტაჟი პოდიუმის მიღმა”) და ,,Vine to Wine”…

ახლა კი რუსთაველის 16 ნომერში მისი შექმნილი წიგნის ,,თბილისი”-ს ნახვაა შესაძლებელი… 6 თვის მანძილზე ფოტოგრაფი 6-ჯერ ჩამოვიდა თბილისში და თითო კვირა მუშაობდა, შედეგად მისი თვალით დანახული თბილისი ერთ წიგნად გამოიცა. გამოფნაზე წარმოდგენილია ის ფოტოებიც, რომლებიც წიგნში არ არის შეტანილი, მაგრამ ფოტოაპარატის ობიექტივში მოხვდნენ.

,,მე თბილისი ერთი ნახვით შემიყვარდა. 6 თვე ვიმუშავე ამ პროექტზე და ჩემს ობიექტივში ისეთი ადგილებიც მოხვდა, რომლებიც შესაძლოა, ბევრმა თბილისელმა პირველად ნახოს. იმედია თბილისელებს მოეწონებათ ფრანგის თვალით დანახული მათი დედაქალაქი” – ამბობს ვინსენტ ლაპარტიენი.

გამოფენა თვის ბოლომდე გაგრძელდება (ყოველდღე – 11:00-20:00; შაბათს და ოთხშაბათს – 11:00-22:00) და ყველას გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს სიამოვნება, ძალიან მაგარ დარბაზში, მშვენიერი განლაგებითაა გამოფენილი ფოტოგრაფის ნამუშევრები და ის რაც ყველაზე მაგრად ამშვენებს ამ გამოფენას, არის მუსიკა, რომელიც ერთი მოსმენით მონოტონურად გეჩვენება, მაგრამ 10 წუთის შემდეგ გითრევს და იმდენი რამ გესმის მასში, რომ იფიქრებ ,,Pink Floyd”-ი რომ საქართველოში შექმნილიყო ალბათ ამას დაუკრავდნენო…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: