კენ ჰენსლი – ლეგენდად ქცეული ,,კაი ტიპი”

კენ ჰენსლი უკვე თბილისშია და ,,შერატონში” დაბინავდა. გვპირდება: უპრეცედენტო ფორმატის კონცერტს. აკუსტიკური ნაწილის შემდეგ, ,,მძიმე ჯვართან” და ,,ქომიქ ქონდიშენი”-ს წევრებთან ერთად Uriah Heep-ის ოქროს ჰიტების დაკვრას, სხვადასხვა საჩუქარსა და 2 საათის დაუვიწყარად გატარებას. ბილეთის ფასი 45 ლარია და კონცერტი 5 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე ,,ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში” გაიმართება.

მსგავსი შინაარსის ინფორმაციას უკვე გაეცნობოდით ტელევიზიითა და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდზე, ან ლოკოპრომის ფეისბუქის გვერდსა და ოფიცილაურ საიტზე. მე კი გესაუბრებით იმაზე, რაც საინტერესოდ მეჩვენა დღევანდელ პრესკონფერენციაზე…

იმით დავიწყებ, რომ კენი ძალიან მაგარი ტიპია, ღიმილიანი და საქმიანი; ლეგენდად ქცეული და ბევრისთვის უცნობი; მკაცრიც და კარგი იუმორის მქონეც…

ძალიან საინტერესო აღმოჩნდა Lady In Black-ის ისტორია: როცა კენიმ ეს სიმღერა დაწერა და სტუდიაში მოასმენინა ჯგუფის წევრებს, დონოვანს უთქვამს მე ამას არ ვიმღერებო (კაცია და გუნება), მაგრამ აქ პროდიუსერი ჩარეულა და ჰენსლის უთხრა ,,დონოვანს თუ არ უნდა, არ არის პრობლემა, შენ იმღერეო”… ასე გადუარჩა ეს ყველასათვის საყვარელი ბალადა ,,დაკარგვას” და სწორედ ამ შემთხვევის წყალობით მოხდა ის, რომ Uriah Heep-ის კონცერტზე ფილარმონიაში ხმა ჩავიხლიჩე და ბოლო ხმაზე გავკიოდი Lady In Black-ის მისამღერს…

რაც შეეხება ჰენსლის მუსიკალურ გემოვნებას, რომელ შემსრულებლებს უსმენს და უსმენს თუ არა Uriah Heep-ს, პასუხი არის ის, რომ ესპანეთში, სადაც უამრავი მუსიკალური რადიოსადგური მუშაობს, მას ამოჩემებული აქვს ერთერთი მათგანი და უსმენს ყველაფერს რაც იქ გაიჟღერებს. ხშირად ხვდება სიმღერა, რომელიც მოსწონს, მაგრამ იმის გამო რომ წამყვანი წინასწარ არ აცხადებს ტრეკს, ის ვერც კი იგებს ვინ იყო იმ კარგი სიმღერის შემსრულებელი. თუ მაინცდამაინც ჩაეძიებით და თხოვთ კონკრეტული შემსრულებელი დაგისახელოთ, კენი გიპასუხებთ, რომ უსმენს ყველაფერს Zucherro-დან დაწყებული ZZ TOP-ით დამთავრებული. არ უსმენს Uriah Heep-ს და არც ამ ჯგუფში დაბრუნების სურვილი აქვს, ის თავის გზაზე დგას, ჯგუფს კი საკუთარი გეზი აქვს აღებული…

სახალისო აღმოჩნდა ჯგუფ Uriah Heep-ის სახელის წარმოშობა. თურმე მენეჯერის გადაწყვეტილება ყოფილა, რომ ჯგუფს სახელი შეეცვალათ. ახალი სახელწოდება ,,Uriah Heep” (რაც ერთერთი მოთხრობის პერსონაჟის სახელია) სწორედ მას შეუთავაზებია ჯგუფის წევრებისთვის, რადგან წევრებისთვის მთავარი იყო მუსიკის კეთება და ამ საქმით სიამოვნების მიღება, ბოდიში და ,,სულ ფეხებზე ეკიდათ” რა სახელით გამოვიდოდნენ სცენაზე. სწორედ ამიტომ ყოველგვარი წინააღმდეგობისა და ფიქრის გარეშე დათანხმებულან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წლების წინ, ჰენსლი სერიოზულად ყოფილა ნარკოტიკებზე დამოკიდებული და სწორედ ამ სენისგან თავის დასაღწევად, ცხოვრობდა ამერიკაში. შედეგად თითქმის 15-წლიანი მუსიკალური პაუზა გამოუვიდა, მაგრამ ახლა სრულიად დამოუკიდებელია ნარკოტიკებისგან და ახალი შემართებითა და მონდომებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს.

მოკლედ, სულ ეს იყო რაც დღევანდელი პრესკონფერენციიდან დამამახსოვრდა, მაგრამ თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვთ კენ ჰენსლისთან და პასუხი გაინტერესებთ, შეგიძლიათ კონცერტის შემდეგ, After Party-საც დაესწროთ, სადაც კენი სრულიად გახსნილი, მეგობრული და ,,შინაური ტიპი” იქნება…

გემშვიდობებით ხვალამდე! შევხვდებით დაუვიწყარ საღამოზე – ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

One Response to კენ ჰენსლი – ლეგენდად ქცეული ,,კაი ტიპი”

  1. თურმე რა საინტერესო რაღაცეები ხდება პრესკონფერენციებზე და ეს ჟურნალისტები მარტო პრესრელიზის მიხედვით წერენ ერთიდაიგივეს. ნეტა რისთვის დადიან საერთოდ?😀

    მართლა კაი ტიპია ჰენსლი❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: