მლიქვნელის ჩანაწერები

ამბობენ, ივანიშვილის კარზე რიგი დგასო. მლიქვნელებს და იოლად გამდიდრების მსურველებს საქართვლეოში რა დალევს. ამის დასტურია ერთ-ერთი მლიქვნელის ჩანაწერი, რომელიც ხელში შემთხვევით ჩამივარდა. აი, რა ეწერა მასში:

“პირველ რიგში უნდა ვიპოვო ადამიანი, ვინც ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ჩემზე სიტყვას დაასველებს. დაარწმუნებს, რომ გამოსადეგი და ნიჭიერი კაცი ვარ, რომ სააკაშვილის გვერდით დგომას ვინანიებ და ჩემი ცხოვრების უდიდეს შეცდომად მივიჩნევ.. მერე უნდა დაარწმუნოს, რომ შემხვდეს. როდესაც შეხვედრა დაინიშნება, ივანიშვილის კართან მოდარაჯე ჟურნალსიტებს უნდა ვუთხრა, რომ ბიზნესმენმა თავად დამიბარა და ჯერ არ ვიცი, რაზე უნდა მესაუბროს. მასთან რომ შევალ, რაც შეიძლება მწარედ და მწვავედ უნდა გავლანძღო სააკაშვილი..  ეს მასთან მისასვლელი ბილეთია. როგორც თქვა შუალედურ პოზიციას ვერ იტანს. შემდეგ უნდა წარმოვთქვა ვრცელი სიტყვა მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე და მასთან დაკავშირებულ იმედებზე. მასთან დაკავშირებულ საქართველოს მომავალზე, რაც შეიძლება ვრცლად და ამომწურავად ვისაუბრო, გამოსვლა უნდა დავამთავრო შემდეგი სიტყვებით: -ჩვენ მას ბაზალეთის ტბის ძირას ველოდით, ის კი ჭორვილაში დაბადებულა! როგორც ცნობილია, ბიზნესმენს თავისი სოფელი ჭორვილა ძალიან უყვარს, ამიტომ მის გულამდე მისასვლელ გზას სწორედ ჭორვილაზე გავლით ვიპოვი. შეიძლება დავწერო სიმღერა, მაგალითად ასეთი: ჭორვილადან მობერილო შენ იმედის ქარო, დაუბერე საქართველოს დივლი დალა ლალო. ან დავწერო ლექსი: ჩემო პატარა ჭორვილა, შენს სანახებში ეს ვინ შობილა?! ან კიდევ ასეთი: არ მინდა სახლი, არ მინდა ვილა, უნახავადაც მენატრება შენი ჭორვილა. მოკლედ,  ბევრი ვარიანტის მოფიქრება შეიძლება. ღმერთო შენ მაპოვნინე ჭეშამრიტი გზა ივანიშვილის გულამდე.” 

პოსტის ავტორი – მერაბ მეტრეველი

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

2 Responses to მლიქვნელის ჩანაწერები

  1. daliela says:

    ჭეშმარიტად კარგი რამაა🙂

  2. ლელა says:

    ფრიად ვიხალისე!!! გაიხარე, რასაც შენ მართალს ამბობ :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: