სონი ემორი და ,,Cachet Fusion”

This slideshow requires JavaScript.

მართალია თბილის 14-ე ჯაზ ფესტივალი ჩარლზ ლოიდმა გახსნა, მაგრამ ეფექტურ გახსნას კიდევ უფრო ეფექტური გაგრძელება მოჰყვა იმავე საღამოს, ივენთ ჰოლში, სადაც გრემის მფლობელი დრამერი სონი ემორი, უმაგრეს ჯგუფ ,,Cachet Fusion”-თან ერთად წარსდგა მსმენელის წინაშე. მუსიკოსებმა  ივენთ ჰოლში ისეთი ,,ცეცხლი დაანთეს”, დიდ საკონცერტო დარბაზში, მართლა რომ ხანძარი გაჩენილიყო, ალბათ სულ დაიწვებოდა მთელი ფილარმონია, რადგან არცერთი მეხანძრე არ ავიდოდა საქმის გასაკეთებლად და ივენთ ჰოლში დარჩენას გადაწყვეტდა.

ერთერთ წინა პოსტში აღვნიშნე, რომ ივენთ ჰოლში მოსმენილი მუსიკა ბევრად ეფექტურია, ვიდრე დიდ დარბაზში მოსმენილი. ახლა კი დავრწმუნდი ამ ფაქტის სისწორეში და არავის ვურჩევდი ივენთ ჰოლში ჩასატარებელი ლარი კორიელის ტრიოს გამოტოვებას, ხოლო დიდ სცენაზე დარჩენილი ერიკა ბადუ, ერიკა ბადუა და სადაც არ უნდა იმღეროს, ალბათ, ყველა მსენელს ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრების თავის ხმას…

ამ პატარა პოსტში ძალიან ბევრჯერ ვახსენე ივენთ ჰოლი, მაგრამ სხვანაირად არ ძალმიძს )) მე მიყვარს ივენთ ჰოლი!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

2 Responses to სონი ემორი და ,,Cachet Fusion”

  1. Nina Gorecki says:

    კარგია ყურაშვილი რომ არ ახსენე, ამ ხანძართან არაფერ შუაშია :)))
    ივენთჰოლი კარგია, მაგრამ პატარაა, რომ ჯაზზე შეყვარებული ამდენი ხალხი დაიტიოს )

    ემორი და მისი კამანდა❤

    • Qilipa says:

      არადა ყურაშვილის კვარტეტი ძალიან მაგარი იყო, აქ მხოლოდ იმიტო არ ვახსენე რომ კონტექსტში არ ჯდებოდა :// გახსნა – ლოიდმა და მერე სონიზე უნდა მესაუბრა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: