როკი და პროტესტი დღეს

ვთვლი, რომ როკ-მუსიკა იყო, არის და იქნება პროტესტის გამოხატვის, ერთერთი, საუკეთესო საშუალება. 60-70-იან წლებში დაიწყო და დღემდე უამრავი პროტესტის გამომხატველი სიმღერა შეიქმნა, რომლებსაც მუსიკალური ღირებულებებიც გააჩნია და ტექსტიც ლოგიკურად აყალიბებს მომღერლის სათქმელს. საპროტესტო სიმღერები იქმნებოდა და იქმნება სხვადასხვა პრობლემაზე, მაგრამ ყველაზე რთული, პოლიტიკური შინაარსის პროტესტია და დიდი გამბედაობაა საჭირო საკუთარი ხელისუფლების შეცდომებზე ხმამაღლა სასაუბროდ. მაგალითისთვის ჩემი საყვარელი მომღერლის, ვიქტორ ცოის, ერთერთ სიმღერას ,, Перемен“-ს მოვიყვან: სიმღერა, რომელიც 1988 წელს საბჭოთა კავშირში იმღერა ცოიმ და ცვლილებებს ითხოვდა. ის ,,თვალებით, გულით და პულსის ცემით” გრძნობდა ცვლილებების საჭიროებას და იმღერა კიდეც… იმღერა 88-ში და გარდაიცვალა 90 წელს (მაინც ვერ მოესწრო საბჭოთა კავშირის დაშლას), დაიღუპა ავარიის შედეგად, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ეს უბედური შემთხვევა ,,ზევიდან” იყო დაგეგმილი (ამაზე მსჯელობას ალბათ აზრი არ აქვს და დიდხანს ვერ გავიგებთ სიმართლეს, ამიტომ აღარ გავაგრძელებ).

ეს მაგალითი, მხოლოდ, იმის აღსანიშნავად მოვიყვანე, რომ გამედაობის გარეშე, ვერ იქმნება ასეთი სიმღერები…

არც საქართველოსთვისაა როკი და პროტესტი შეუსაბამო სიტყვები, 90-იანი წლებიდან დღემდე, არაერთი პროტესტის გამომხატველი ქართული როკ-ნაწარმოები შეიქმნა, მაგრამ  პოლიტიკური შინაარსის პროტესტის, აშკარა, სიმცირე იგრძნობა. სწორედ, ამიტომ, ძალიან სასიამოვნო და მისასალმებელი აღმოჩნდა ჩემთვის, 20 ოქტომბერს იუთუბზე გამოჩენილი ზაზა ხუციშვილის სიმღერა – ,,მიშა მშია”…

მე, უბრალოდ, მინდა მადლობა გადავუხადო ზაზა ხუციშვილს გამბედაობისთვის, ,,დაბრუნებისთვის” და როკისა და პროტესტის კიდევ ერთხელ შერწყმისთვის!

ბოლოს კი დავურთავ სიმღერასა და ტექსტს – ,,მიშა მშია”:

,,ენერგიის წყარო ვარ და გადამცემი არ მაქვს,

მე ამ ქვეყნის სიყვარული მუდამ გულით დამაქვს.

ჩემი თანამგზავრებია მზე და ქარიშხალი,

ჩემი ხსნა ღვთის შემწეობა: პურია და წყალი.

ჩემი არჩევანი ბილიკია სიმართლისა,

შენ კი ისე გესმის როგორც ლაპა პირუტყვისა.

ვის ჭირდება სწავლება და მცნება დავითისა?

შენი ქება-დიდებაა გზა წარმატებისა…

მიშა, მშია და მწყურია,

მიშა, მშია, მიშა – იცეკვე…

ვინ აიგო სასახლე და მწვანე შუშის ხიდი?

ვის ამპარტავან გონებას გადაეკრა ბინდი?

ვის უნდოდა წაგებისთვის განწირული ომი?

ვის ეყოფა ქობალიას მოზელილი ღომი?

მიშა, მშია და მწყურია – სამართალი

მიშა, მშია და მწყურია – ქვეყანას შია…

რამდენი გყავს ქვეყანაში დამშეული დოლი?

ამის შემხედვარეს მკერდში როგორ გიძგერს გული?

საით გაუტიე? სხვა გეზი გაქვს არეული,

გვიან ხომ არ გაგახსენდა ვენახი და პური?”

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

10 Responses to როკი და პროტესტი დღეს

  1. ზაზა არის ადამიანი❤

    http://www.facebook.com/VakisParki

  2. Lord Vader says:

    კაი ახლა ქილიპ🙂
    ცოიმ ეგ რომ იმღერა პერესტროიკა იყო უკვე დაწყებული. ეგ დიდი ვერაფერი მაგალითია, იმჰო.

    აი, 80-იანებში რიმ ბუნტაობდა ცოი – ეგ ბევრად უფრო დასაფასებელია. როცა კაგებე და კამსამოლი აჯდა და სიცოცხლე გაუმწარეს.

    • Lord Vader says:

      ანუ რას ვგულისხმობ – ეგ სიმღერა იყო რეალურად გორბაჩოვის მხარდამჭერი. გინდა კონფორმისტული დავარქვათ, გინდა ის ვთქვათ, რომ პროგრესს უჭერდა მხარს – მაგრამ ასეა თუ ისე ხელისუფლების მხარდამჭერი იყო.

  3. საღოლ საღოლ.არ ვიცოდი ეს სიმღერა

  4. Qilipa says:

    @ვადერ

    კი იყო პერესტროიკის ხანა, მაგრამ გორბაჩოვი არ ყოფილა ჯერ მოსული. ანუ რაც იმღერა იყო მიმართული იმდროინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, პროტესტის გამოხატვა…

    ძალიან უხეში შედარება რო მოვიყვანო: ეს სიმღერა ნამღერია და დავუშვათ, წავიდა მიშა და მოვიდა გრეჩიხა. ხო არ უნდა ვთქვათ, მიშას წყალი ისედაც შეყენებული ჰქონდა და ზაზამ ეს სიმღერა გრეჩიხასთვის იმღერაო… ))

    • Lord Vader says:

      ქილიპ, ეგ დრო მე საბედნიეროდ თუ საუბედუროდ კარგად მახსოვს🙂
      გორბაჩოვი მოსული იყო, ცენზურა გააუქმა, როკ-კონცერტები იმართებოდა უკვე და ა.შ. ეგ კი არა, ცოის ნათქვამიც აქვს რომ ამან იმოქმედა და ეგ სიმღერაც ამ ამბებმა დააწერინა. როცა გორბოჩავმა დაუარა და ძველი ბებერი ბრეჯნევის სასტავი გაყარა.
      მერე არტიომ ტროიცკიმ თქვა კიდეც, რომ როკ-მუსიკოსს არ ეკადრება დროშით კოლონის წინ სირბილი და ჰიმნების წერაო.

      • Qilipa says:

        აჰა, გასაგებია ლორდ )) მართლა ვერ მომიყვანია კარგი მაგალითი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: