თბილისს ,,სიამოვნების მომტანი ტალღა” უახლოვდება

წლევანდელი ,,შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი” ტრადიციულად, დახუნძლული იყო ვარსკვლავებით,  ბათუმის ქუჩებში ხარისხიანი მუსიკა ჟღერდა და ამ ქუჩებს მომავალ ზაფხულამდე ემახსოვრება ის ჰანგები, რომლებიც მეისი გრეიმ, იელოუჯეკეტსმა და სტენლი ჯორდანმა დაუტოვა, 2012-ში კი ახალ მელოდიებს აჩუქებს Eastern Promotion-ი, შემდეგ ისინი დარჩებათ სამომავალწლოდ და ასე დაუსრულებლად… (იმედია).

სანამ ბათუმი ,,ივლისის მელოდიებს” ღიღინებს, თბილისი ოქტომბრის დაუვიწყარი საღამოებისთვის ემზადება. ამ ორ ქალაქს შორის გამართულ, თითქოს და, კონკურენტულ მუსიკალურ პაექრობას 27-30 ოქტომბერს Charles Lloyd-ისა და თამაზ ყურაშვილის კვარტეტები, Larry Coryell-ის ტრიო და Sonny Emory შეუერთდებიან, საბოლოო დარტყმას კი 4 გრემის მფლობელი, ნეო-სოულის დედოფალი ერიკა ბადუ (Erykah Badu) განახორციელებს.

იმის გამო, რომ წელს ბათუმში მხოლოდ რამდენიმე კონცერტს დავესწარი, ცოცხლად მოსმენილი ჯაზის აშკარა უკმარისობა დამრჩა, დიახ, ვთვლი რომ ცოცხლად მოსმენილი ჯაზი 51-ჯერ უფრო სასიამოვნოა ვიდრე აიპოდში მოსმენილი, 51-ჯერ ეფექტურია ვიდრე, სახლში, უზარმაზარი ხმის გამაძლიერებლებით მოსმენილი, 51-ჯერ სანახაობრივია ვიდრე youtube-ზე ნანახი ლაივი და 51-ჯერ დაუვიწყარია ვიდრე, ნებისმიერი სხვა ჟანრის მუსიკალური კონცერტი.

სწორედ ამ ,,ოთხმაგი 51″-ის განცდის საშუალებას გვაძლევს თბილისის მერიაTBC STATUS-ი და Eastern Promotion-ი 27-30 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ,,თბილისის 14-ე ჯაზ-ფესტივალზე”, ხოლო კიდევ რამდენზე გადაამრავლებთ ამ განცდას თითოეული შემსრულებლის შესაბამისად, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია, ,,ჯერადების” რიცხვი კი საკმაოდ სერიოზული და ეფექტურია:

Tamaz Kurashvili Quartet/Charles Lloyd New Quartet – 27 oct, 20:00 Tbilisi Concert Hall

,,Cachet Fusion” ft. Sonny Emory – 27 oct, 23:00 Event Hall

Larry Coryell Trio – 29 oct, 20:00 Event Hall

Erykah Badu – 30 oct, 20:00 Tbilisi Concert Hall

ერიკა ბადუს და ჩარლზ ლოიდის ახალ კვარტეტს დიდი ქება არ ესაჭიროება ჩემგან, ვფიქრობ, გაავსებენ საკონცერტო დარბაზს და ფილარმონიიდან გამომავალ უამრავ კმაყოფილ სახეს ვიხილავ… თამაზ ყურაშვილის კვარტეტის მიმართაც დიდი ინტერესი იქნება და შესაბამისად, პირველმა დღემ აუცილებლად ანშლაგით უნდა ჩაიაროს. რაც შეეხება სონი ემორისა და ლარი კორიელის ტრიოს, გეტყვით რომ მათ კონცერტებზე მხოლოდ იმიტომაც უნდა მოხვიდეთ, რომ ისნი ივენთ ჰოლში დაუკრავენ (თუნდაც მათი სახელები არაფერ გეუბნებოდნენ). ივენთ ჰოლში მოსმენილი ჯაზი არის მართლა საოცრება, სასწაული და დაუვიწყარი ემოციის მომტანი. პატარა დარბაზი, სიმყუდროვე, ალკოჰოლი და ცოცხალი კავშირი მსემენლსა და შემსრულებლებს შორის… ერთადერთხელ დავესწარი ივენთ ჰოლში ჯაზის ცოცხალ კონცერტს, ეს იყო აკორდეონისტი დვეინ დოპსი და მისი ბენდი ,,ზაიდეკო ჰელრაიზერსი”. წარმოდგენაც არ მქონია ვინ იყო დოპსი, თბილისში რომ არ ჩამოსულიყვნენ ალბათ ვერც გავიგებდი მათი არსებობის შესახებ, მაგრამ ივენთ ჰოლში დანთებულმა ცეცხლმა და იქაურმა მყდურო ატმოსფერომ შეძლო, რომ ის საღამო ჩემთვის დაუვიწყარი გაეხადა. ახლაც მწამს, რომ ივენთ ჰოლის ორი საღამო არაფრით იქნება იმაზე ნაკლები სიამოვნების მომტანი, რასაც დიდ დარბაზში ჩარლზ ლოიდი, თამაზ ყურაშვილი და ერიკა ბადუ მოგვიტანენ…

სრული კალენდარი და ბილეთების ფასი შეგიძლიათ იხილოთ აქ

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

One Response to თბილისს ,,სიამოვნების მომტანი ტალღა” უახლოვდება

  1. სანამ თბილისში ვიყავი არაფერი არ ხდებოდა და მოწყენილობისგან ვკვდებოდი. რაც ნიუ-იორკში ვარ, ყოველ წელს მშურს ხან თბილისის, ხან ბათუმის. სადაა სამართალი? :((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: