,,მუზეუმის თაფლობის თვე”

არ ვიცი ყოფილხართ თუ არა ფულის მუზეუმში, მაგრამ მე როგორც მონეტების შემგროვებელი ხშირად ვსტუმრობ ხოლმე ამ დაწესებულებას… ძალიან კარგი და კეთილმოწყობილი მუზეუმია, საიდანაც კმაყოფილი გამოდის ნუმიზმატიც და ,,ერთჯერადად დაინტერესებული” ადამიანიც.

მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სახელმწიფო/საქართველოს ეროვნული ბანკი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 1992

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაში. მასში დაცულია: ფულის მოჭრისა და მიმოქცევის ისტორიასთან დაკავშირებული მასალები VI ს-დან XX ს-ის ჩათვლით: კოლხური თეთრი, ანტიკური მონეტები, სასანური დრამები, არაბული დირჰემები, ქართველ მეფეთა (დემეტრე I, გიორგი III, თამარ მეფე და სხვ.) მიერ მოჭრილი მონეტები, თურქული, რომაული, ირანული, ავსტრიული, პოლონური დახ სხვა ქვეყნების ფულადი ნიშნები, აგრეთვე ფულის თემაზე გამოცემული ლიტერატურა და ფულის მულტიმედიური გამოცემა (კომპაქტ-დისკზე).

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09 სთ-დან 18 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

საგანმანათლებლო პროგრამები: მოსწავლეთათვის: „მოგზაურობა ფულის სამყაროში“, ”რას მოგვითხრობენ საფასეები“, სტუდენტებისათვის: „ფული საქართველოში, წარსული – თანამედროვეობა“, ”ფული და საგადახდო სისტემები საქართველოში, ეროვნული ბანკი – ფუნქციები და მოვალეობები“, ინდივიდუალური სტუმრებისთვის: „მოკლე ტური ფულის მუზეუმში“, უცხოელი სტუმრებისთვის : ”მონეტიდან დანახული საქართველო“, ისტორიკოსებისა თვის: „ქართული ნუმიზმატიკა და მისი მკვლევარნი“

გამოცემები: ალბომი „ფული საქართველოში“, ქართულ–ინგლისურ ენებზე (2000 წ.). ალბომი „ფული საქართველოში“ (მეორე გადამუშავებული გამოცემა, 2003 წ.), ალბომი „ქაღალდის ფული საქართველოში“ (2007 წ.).

მუზეუმის ფართობი: 275,88 კვ/მ

მუდმივი ექსპოზიცია: 275,88 კვ/მ

დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 2200

საქართველოს მუზეუმები

მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მუზეუმში შესვლა, სრულიად, უაზრო და არაფრისმომცემია, თუ იქ მომუშავე ახალგაზრდა ბიჭი (არ ვიცი რა ჰქვია მის თანამდებობას, ამიტომ გიდი/კონსულტანტი ვუწოდოთ) არ დაგეხმარათ, რომელსაც ყველა კითხვაზე პასუხი აქვს, თან არა მხოლოდ ქართულ ენაზე. ყოველთვის ბევრ კითხვას ვუსვამ ამ ადამიანს, თითოეული მონეტის ისტორია იცის და უპასუხოდ არასდროს დავუტოვებივარ.

რამდენიმე დღის წინ, ვერცხლის ძველი მონეტა მაჩუქეს, რომელზეც თითქმის არაფერი იკითხება, არადა ძალიან მაინტერესებს როდინდელია და სადაურია. გადავწყვიტე ფულის მუზეუმში წამეღო და იქ გამერკვია, მაგრამ იქ მისულს მხოლოდ დაცვის თანამშრომლები დამხვდნენ. მოვიკითხე კონსულტანტი და ვუთხარი რომ რაღაც კითხვა მქონდა მასთან, მაგრამ როგორც ,,დაცვამ” მითხრა იმ ბიჭს ცოლი მოუყვანია და თვის ბოლომდე არ იქნებოდა…

ძალიან კარგი ამბავია, ბედნიერებას ვუსურვებ იმ ბიჭს და შვებულებაც ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ მე ,,საქართველოს ეროვნული ბანკის” გამკვირვებია: ნუთუ მუზეუმში ერთადერთი თანამშრომელი უნდა ჰყავდეთ? ერთდროულად ორი კონსულტანტის საჭიროება ალბათ არც აქვს მუზეუმს, მაგრამ ხომ შეიძლება საგანგებო სიტუაციებისთვის ჰყავდეთ ,,რეზერვში” თანამშრომელი, რომელიც ასეთ დროს შეცვლის კონსულტანტს და მუზეუმში შესვლა უაზრო და არაფრისმომცემი არ იქნება დამთვალიერებლისთვის…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

6 Responses to ,,მუზეუმის თაფლობის თვე”

  1. fulis muzeumi says:

    gamarjobat shegizliat mobrzandet da tqveni monetac moitanot. gelit!

    • Qilipa says:

      დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. ვეცდები მალე მოვიდე : ))

  2. Marie says:

    ოჰ, შენც? მეც ახლა უნდა დამეწერა… ცოტა სხვა კუთხით ;დ

  3. ნინა says:

    მმმმ…. და არ გიცდია ექსპერტისთვის მიტანა? გიდმა რა უნდა იცოდეს. კარგი რაა

    • Qilipa says:

      ჩემთვის უახლოესი ექსპერტი ეგ გიდი იყო. სად ვნახო მაგის ექსპერტი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: