მარკმა იფიქრა ქართველებისთვის

რომ არა ფეისბუქი, ვერ გავამარიაჟებდით:

 

რა მაგარ ადგილას ვმუშაობთ

 რა “ფეშენ” ფეხსაცმელი გამოვიწერეთ საიდანღაც

 რა “სვეცკი” ფართიზე ვიყავით გუშინ

 რა სერიოზული გემოვნება გვაქვს როცა ვუსმენთ ჯექსონს მას შემდეგ რაც იგი მოკვდა

 რა გონებამახვილები ვართ როცა ვაკრიტიკებთ “პროფილს”

 რა “დასტოინი” ფოტოები გვქვას გადაღებული “რაღაცა სტუდიოში”

 რა ინტელექტუალები ვართ როცა ვაშეარებთ აკუტაგავას

 რა ფოტოგენურები ვართ ნაირ-ნაირ “ნარიადებში”

 რა კარგად გვესმის პოლიტიკა და დავცინით “სარკოზობას”

 რა მაგარი შეყვარებულები გვყავს – საყვარლები, ლამაზები, ჭკვიანები, ფულიანები

 რა კაი ტიპები ვართ იტალიაში, საფრანგეთში, ეგვიპტეში …

 რა მაგრად ვერკვევით კინოში, მუსიკაში, პოეზიაში, მხატვრობაში და ა.შ.

მოკლედ ეს სია უსასრულოდ გრძელდება და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მეც ბევრჯერ მიმიქარავს და ალბათ კიდევ მივქარავ )))

ჰოდა იფიქრა მარკმა და მოიფიქრა ეს ყველაფერი ქართველებისთვის

პოსტის ავტორი ირინა ჭოჭუა

Advertisements

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

21 Responses to მარკმა იფიქრა ქართველებისთვის

  1. litterator ამბობს:

    ისე სოციალური ქსელი მაგისთვის არის სწორედ, არა? 😀

    მარტო ქართველებს ვერ გამოვყოფდი 😀 არანაკლებად მარიაჟობენმ ჩემი უცხოელი მეგობრები 😀

    • Qilipa ამბობს:

      ნუ, ჰოო :დ ისინი თავიანთი ქვეყნის პონტში დაწერენ მსგავს პოსტს :დ შენ კი დაუკომენტარებ საქართველოშიც ეგრეა ნუ ნერვიულობთო :დდ

    • Lord Vader ამბობს:

      ჩვენ სოციალური ქსელებიდან მარიაჟობითვე გავდივართ.
      მე მახსოვს – აი ჯერ კიდევ ფორუმის პოლიტგანყოფილებაში რომ ვეგდე – მაშინ ხალხი ხსნიდა თემებს ტიპა:
      ჩემი ბოლო პოსტი
      გემშვიდობებით მიშისტებო
      ტიმ, აჰა ჩემი იუზერნეიმი და პასვორდი და წაუღე ვანოს
      და ეგეთები… 🙂

      მერე 1 თვეში (ეს მაქსიმუმ) ისვე უკან იჩითებოდნენ იგივე ან სხვა ნიკით.

  2. მათე ამბობს:

    ზუსტად რაა :)))))

  3. Irina Chochua ამბობს:

    ჰოდა ყევლა ეს ზემოთ ჩამოთვილილი მე თავად მიკეთებია :)) თვითირონია კაი რამეა ))

  4. Irina Chochua ამბობს:

    აგერ ბატონო მაგარ ფოტოაპარატს ვამარიაჟებ 😀

  5. სახელს გადავარქმევდი ამ პოსტს:
    “იპოვე საკუთარი თავი” უფრო მოუხდებოდა 😀 😀

  6. Mimi ამბობს:

    Fb ჩვენს ცხოვრებაში ყოველგვარი friend request-ის გარეშე შემოიჭრა – ჯიქურ და დაუკითხავად, როგორც თემურ–ლენგი – საზღვარგარეთული გასტროლებისას, როგორც ბილწი ფიქრები – ადრიანა ლიმას ორმილიონიანი ბიუსტჰალტერის დანახვისას და როგორც შავი ზღვიდან მონაბერი ჰაერის ცივი მასები – ”კურიერში” ამინდის პროგნოზის გამოცხადებისას…. )))) ყველა თავს არეკლამებს, საკუთარი რეიტინგი და მხოლოდ რეიტინგი!

  7. Sweet Baby GirlSweet ამბობს:

    ადამიანები რეალურ ცხოვრებაშიც ეგრე იქცევიან, ამიტომ მარკი არაფერ შუაშია.

  8. Jessie ამბობს:

    აბა ამ ყველაფრის ერტმანეთის გაზიარების გარდა რისთვისღაა სოც.ქსელი მოგონილი? რომ დააშეარო და გაუზიარო სხვას არა?

  9. ten minutes older ამბობს:

    კიდევ ერთ პუნქტს დავამატებდი: ვერ გახდებოდნენ ქართული ბანკები (განსაკუთრებით ორი მათგანი) ასეთი პოპულარულები. პ.ს. კიდევ პატრიარქიც მაგ ჟანრში გადის )))

  10. Dixtosa ამბობს:

    უკვე ე-ს-ა-ც ბანალურია. ანუ “მხოლოდ საქართველოში” ტიპის პოსტები.

    • Qilipa ამბობს:

      ვერ შეგედავები, მარა მაგალითად ეს ფოტო – http://9gag.com/gag/345453 ყველამ ვიცით, მარტივი რეალობაა, მაგრამ მაინც მაგარია ამის აღნიშვნა…

  11. catherinemolko ამბობს:

    ყველაზე დებილური პოსტია რაც ოდესმე მინახავს

  12. mwvanevashli ამბობს:

    ჰეჰ, გავხალისდი ძილის წინ 😉

  13. marinashiukashvili ამბობს:

    gilocavt//////me,,,,,,,,,,sauna//////tkven,,,,,,gulshi//////mersi//////ixareeeeeeee******amin/////gilocavt facebookelebo!!!!!!!!!!!!amin!!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: