,,საფილარმონიედ” აღტყინებული ლელა

როცა ტელე-რეკლამა ვნახე, რომელიც ფილარმონიაში ლელა წურწუმიას სოლო კონცერტზე მეპატიჟებოდა, გაკვირვებისგან ოხვრა აღმომხდა: ჰოი, საოცრებავ? ნუთუ ახლა, 2011 წელს, როცა არავინ აღარანაირ ინტერესს არ იჩენს ამ ადამიანის მიმართ, მაინც ჰყოფნის გამბედაობა (მსუბუქად რომ ვთქვა) და მართავს სოლო კონცერტს, თანაც თბილისის ფილრმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც განახლების შემდეგ 2260 ადამიანს იტევს…

დღეს დავრეკე სალაროში და ბილეთის ფასი ვიკითხე, აქ უკვე მეორე ოხვრა აღმომხდა: ,,ბალკონი – 30 ლარი, პარტერი – 40-50 ლარი”… მაშინვე გამახსენდა იგივე საკონცერტო დარბაზი, რომელიც არ გავსებულა მაშინ, როცა Uriah Heep ან ტანია მარია იდგნენ სცენაზე, ბილეთის ფასი კი 50 ლარი ღირდა (Eastern Promotion-ის ჩამოყვანილ სხვა ჯაზ-ლეგენდებზე აღარაფერს ვამბობ).

წლები გავიდა და ლელა დაიხვეწა?

წლები გავიდა და ,,ბედისწერას” ან ,,მარტოობას” ტექსტი და მელოდია შეეცვალა?

წლები გავიდა და ლელას შესრულებული ,,ჯუჯა-ლარი” მოენატრა ხალხს?

წლები გავიდა და გიო ხუციშვილთან შესრულებულ დუეტს სხვა ეშხი/პეწი და ელფერი აქვს?

სიმფონიურ ორკესტრთან შესრულების შემთხვევაში ლელა წურწუმია – ლელა ო’კონორად წარმოჩნდება?

გაუგებარია ჩემთვის ასეთი ამბიციური გადაწყვეტილება… არ ვიცი აპირებს თუ არა ვინმე ამ კონცერტზე დასწრებას, მაგრამ ჩემი მხრიდან იმის თქმა შემიძლია, რომ თუ ეს კონცერტი ანშლაგით ჩაივლის, თუ ყველა ბილეთი გაიყიდება და ბილეთის გარეშე დარჩენილი ხალხი გულდაწყვეტილი ჩაცვივდება დეპრესიაში, მაშინ საქართველო ნამდვილად არ იმსახურებს არანაირი ვარსკვლავის ჩამოყვანას! მუშაობა უნდა შეწყვიტოს Eastern Promotion-მა და Locomotive Promotion-მა, Altervision Newcomers-ზე წურწუმიას და ნატო გელაშვილის აღზრდილი თაობა უნდა გამოდიოდეს, ხოლო Open Air-ზე Los Del Rio და Mr. President ჩამოვიყვანოთ…

სწორედაც რომ ,,კოკო ჯამბო” და ,,მაკარენა” უნდა ვასმენინოთ ამ ხალხს!


ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

26 Responses to ,,საფილარმონიედ” აღტყინებული ლელა

  1. Eka Gogoladze says:

    “..როცა არავინ აღარანაირ ინტერესს არ იჩენს ამ ადამიანის მიმართ” maia asatiani rogor gaviwydeba, amas rom ambob?!😀

  2. litterator says:

    ვერ გავიგე რისი თქმა გინდა, რომ ყველამ Uriah Heep ან ტანია მარია სტილში სიმღერები უნდა იმღეროს? მე არ მინდა ერთნაირი მუსიკალური მსოფლიო, ვიღაც ფრედის უსმენს, ვიღაც სელინ დიონს, ვიღაც პატრისია კაას და ვიღაც ლელა წურწუმიას.

    ახლაც ვნანობ რომ არ დავესწარი ფილარმონიაში მის პირველ კონცერტს 11 წლის წინ. შეიძლება ითქვას ქართველ შემსრულებე~ლებს, რომელთაც ფილარმონიაში კონცერტი ჩაუტარებიათ, ეს ყველაზე მაგარი იყო, რაღაც ახალი იმ შავბნელ უბედურებებში და თამამი რაც მთავარია.

    ვოკალი არ აქვსო მაგას ვერ იტტყვი, შეიძლება არ მოგწონდეს ის ჟანრი რაშიც მღერის და ამის გამო რომ ჟანრი არ მომწონს მე შემსრულებელს ვერ გამოვლანძღავ🙂 და მითუმეტეს როგორც შენ თქვი 2260 ადამიანს ვერანაირად შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ.

    და კი ანშლაგი იქნება, დანამდვილებით გარწმუნებ🙂 შეემზადე ამისთვის😀😀😀

  3. litterator says:

    და პირიქით უნდა მოვითხოვოთ ქართველი შემსრულებლების უფრო მეტი და მეტი კონცერტი რომ ამოიქაჩოს კონკურენცია და ხარისხი.

    როგორ ფიქრობ რატომ არ ტარდება კონცერტები ისე როგორც ადრე? რომ განვავრცო ეს თემა ისევ პოლიტიკასთან მივალ და არ მინდა, თან მეზარება😀

  4. litterator says:

    გადახედე Eastern Promotion-ის ნუსხას სადაც ჩამოთვლილია ის შემსრულებლები, რომლებიც 70-წლებიდან მოყოლებული სტუმრობდნენ საქართველოს (ახლანდელ ჩამოყვანილ კონტიგენტს ვერც შეედრებიან, ჯაზ ფესტივალები მაშინ რომ ტარდებოდა ახლა სიზმარშიც ვერ ნახავენ ისეთს) მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავდა, რომ ამის პარალელურად ქართველი შემსრულებლების კონცერტები არ ტარდებოდა ან ხალხი არ დადიოდა მათ კონცერტებზე?

    • Qilipa says:

      არ ვთვლი აუცილებლად, რომ უნდა ჩატარდეს ქართველი შემსრულებლების კონცერტები თუკი ,,ბედისწერას” უნდა უსმინოს ხალხმა, მარტო იმიტო რო ქართულია. შექმნან კარგი მუსიკა და ხალხი თავად მოითხოვს კონცერტს.

      კუნგ-ფუ-ჯანქიც ქართულია და ხშირად მართავს კონცერტებს, ხალხიც სულ დადის, თუმცა ფილარმონიიის გავსების ამბიცია არ უჩნდებათ (ძალიან უხეში შედარებაა მაგრამ მაინც).

      პ.ს. არც მე მინდა ერთფეროვანი მსოფლიო, მაგრამ მუსიკის მხრივ, ძალიან მინდა ყველა უსმენდეს Uriah Heep და Deep Purple-ს :))

      • mec minda yvela deep purples usmendes…😦

      • Polyglot says:

        ამბიცია არ უჩნდებათ კი არა, რეალისტები არიან🙂 კუნგ-ფუ-ჯანქი ფილარმონიას ვერ გაავსებს🙂 თორემ დიდი აუდოტორია და სტადიონების გავსება რომელ შემსრულებელს არ უჩნდება? თუ არ უჩნდება ასეთ შემსრულებელს მითუმეტეს ვერ დავაფასებ, ყველა მიზანს სჭირდება ამბიცია, თუ არა და მაშინ ჩაჯდნენ მეგობრების წრეში და აჟღარუნონ გიტარა :DDD

        რაც მე მათი სიმღერები მოსმენილი მაქვს უცხო ენაზეა, ქართულად აქვთ რამე?

        ყველა ერთნაირ სიმღერას და ერთი და იგივე მომღერალს ვერ მოუსმენს და არც არასოდეს ყოფილა ამის მაგალითი🙂

  5. Jessie says:

    ვერ დაგეთანხმები. ახლა 10 წის წლის წინ როდესაც პოპულარული იყო ლელა წურწუმია შენ არ გემახსოვრება და მე მახსოვს და დეიდები ბებიებიდა ახალგაზრდებიც ვუსმენდით მას, იმიტომ რომ კი ქართული პაპსაა მაგრამ რა მერე?

    მივა ხალხი და გადატენილი იქნება დარბაზი./ შენ თუ არმოგწონს არ გაქვს უფლება თქვა პუფ რას გავს, მასე ნებისმიერ ძველმოხუც მომღერალზე შეიძლება იგივეს თქმა, რა კიკაბიძე რომ ჩამოვოდეს გინდა თქვა რომ კაციშვილი არ მვა მის კონცერტზე? ან სეფაშვილმა რომ ჩაატაროს კონცერტი? სეფაშვილზე მეც კი მივალ :)).. არაა აუცილებელი ყველა გააკრიიკო სულ🙂 და რაც არ უნდა თქვა ახლა იმ დროისთვის ლელას კარგი სიმღერები ჰქონდა და იმ დროისთვის კარგი კლიპებიც

    ჰა ახლა მეძახეთ ლელას ფანი.არ ვარ, უბრალოდ ობიექტურად ვაფასებ

    • Ann says:

      im droistvis kiii tertmeti wlis win lela sul sxvanaeri iyo, xval ra iqneba vnaxav da getyvit mere , dges ukve agar vusmen tumca xval maincv mvdivar koncerttze

    • Qilipa says:

      90-იანი ვარ და მეც მახსოვს ეგ დრო…🙂

      ,, იმ დროისთვის ლელას კარგი სიმღერები ჰქონდა” – აგაშენა ღმერთმა :დ შენივე შეფასებაა, მე ხომ არ მითქვამს ეს სიტყვები? საქმეც მაგაშია რომ ,,იმ დროისთვის” ტერმინი უკვე ბევრ რამეს ხდის ფარდას🙂 Child in time იმ დროისთვისაც მაგარი იყო, ახლაც მაგარია და დარწმუნებული ვარ მომავალშიც მაგარი იქნება🙂

  6. ჩაივლის ანშლაგით, რაც არ გაიყიდება, მოსაწვევებს დაარიგებენ და ისე შეავსებენ, საკუთარი ხარჯით რომ მოუწიოს ჩატარება, მაინც ჩაატარებს🙂

  7. katerina says:

    ზუსტადაც!!!”კოკო ჯამბო” აბა რა? ანუ დრო გავიდა და ლელა კი არ დაიხვეწა, ხალხი დარჩა ისევ ისეთი გამოქლიავებული( აქ სხვა რამეც შეიძლებოდა🙂 ),უგემოვნებო და სანინო ჩხეიძედ გამზადებულ-ჩაბანილი…

  8. Qilipa says:

    @ Polyglot

    და მეც ეგ მაინტერესებს წურწუმიას რატო უჩნდება ამბიცია რო 2260 კაცს მიიყვანს კონცერტზე? გაავსებს ფილარმონიას იმით რო მოსაწვევბს დაურიგებს ახლობლის ახლობლებს და თხოვს არ დამღუპოთ, არ გამწიროთო… მერე გამოვა და იტყვის ფილარმონია გავავსე და ხალხს ვუყვარვარო. კუგ-ფუ-ზე ვინც დადის ის ხვეწნის გარეშე დადის… ქართულები არ აქვთ, მაგრამ ქართველ შემსრულებლებზე გვქონდა საუბარი და მათ კონცერტებზე, მაგიტო მოვიყვანე ეს მაგალითი, ჩვენი კრიტერიუმები დააკმაყოფილა :)))

    ყველა ერთს ვერ მოუსმენს, მაგრამ რატომღაც ჩემთვის ყურადსაღები მნიშვნელობა ენიჭება მუსიკას. ადამიანი რომელიც ლელა წურწუმიას უსმენს და მოსწონს ვერასდროს დაიმსახურებს ჩემს დიდ სიმპათიას. უბრალოდ, არ მინდა ასეთი ხალხი მრავლად იყოს ://

  9. mako says:

    vax, fanebi mainc hyolia lelas. arada, megona, dro yvelafris mkurnali iyo.

    meti uaresi nu moesminos tqvens yurebs (lelas momaval koncertze vambob) da am risxvas tu gadaurchit, gmerti gfaravdet xangrzlivi cxovrebis manzilze.

  10. sigunawa says:

    რომ,იცოდე ლელა დღესდღეობით საქართველოს საუკეთესო შემსრულებელია,ძაან მაგარი სიმღერები აქვს და მე ძაან მიყვარს,100 ლარსაც გადავიხდიდი ბილეთში რომ მქონდეს.ეგ შენი ზეპელინი კიდე ფუუ მაგარი ბანძია

  11. sigunawa says:

    აუ სიტყვები დააწმინდავე რააა,კაი ბიჭის და ვარ ნომერი დაწერე ერთი დაგალაპარაკო

  12. ნინო says:

    რა ლელა წურწუმია, რა დიფ ფარფლი, გაჭედეთ სულ?😀
    ლელა წურწუმიას და გია სურამელაშვილის ფანებმაც იციან უკვე, რომ დიფ ფარფლი და პინქ ფლოიდი მაგარი ჯგუფები იყო ოდესღაც, ახალი თქვით რამე.
    კაი ტიპისა და ქულ მელომანის იარლიყი უფრო ძნელად იშოვება არ იცით? რეკუზოს კითხეთ და რამე, თუ ჩემი არ გჯერათ ლოლ😀😀
    ვაბშე ყველას დავცინე, მე ყველაზე მაგარი ტიპი ვარ :rolleys:
    ეჰჰ…

  13. flyingdutchman says:

    chemi azrit, jobs “yvelapers” she(v)eguot))… minc araferi ar sheicvleba((

  14. tekomai says:

    ავტორ იმენა “გამისწორე”, ზუსტად მაგას ვფიქრობდი .
    მაპატიოს ლელა წურწუმიას ფანებმა,ლელას როგორც რიგით ქართველ,ლამაზ მანდილოსანს პატივს ვცემ,მაგრამ მისმა ამდენმა პიარმა ცოტა გამაღიზიანა. პროფილმა ადრე გააკეთა მასზე გადაცემა თუ გახსოვთ წინა წელს( თუ არ აგხსოვთ “დაიკიდეთ” 😀 ) და ეხლა ახალი სეზონი ისევ ლელათი რომ გაიხსნა და ისევ იგივე ამბებით ცოტა არიყოს სასაცილო იყო და გამოდებილება საზოგადოების : ]]]
    რაც შეეხება ბილეთის ფასს, ჩემს შემთხვევაში უფასო ,რომ ყოფილიყო მაინც არ წავიდოდი . შეიძლება ეს სპეციალურად გათვალეს, ფასს მოუმატეს ,რადგან შემდეგ ეთქვათ ხალხი იმიტომ ვერ მოვიდა ,რომ ბილეთის ფასი იყო ძვირიო : )))😛

  15. jurnalisti says:

    literatooor…momwons sheni shexeduleba,marto imitom rom qartveloba sadgac suntqavs.yvela momgerals tavisi wona aqqvs da lelas simgerit agshfotebulo sazogadoeba,tavs miecit imis ufleba rom iyot lagebi.da pativi ecit xalxs,radgan mavans da mavans lela moswons da kidev mavans juzepe verdi,ratom ggnoniat rom lelas gamonateba samarcxvinoa?ratom gaqvt qartvelobis kompleqsiii?tqven romlebic yvelanair musikas usment,tundac aragemovnebians,tumca aucileblad ucxours..ra,es ggoniat saamayooo?ra sachiroa eseti tonit da vitom mowodebit gamosvla?da nurc is ggoniat magari rame,rom,ogond ki dawerot da sinamdvileshi ras wert arc icodet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: