უმაღლესი განათლება და უსამართლობა

 

 

 

 


გუშინ, 28 სექტემბერს ,,განათლების ხარისხის მართვის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა” ავტორიზაცია გაუუქმა ან საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი შეუცვალა 7 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას:

• შპს – თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი
• შპს – კავკასიის  აკადემიური ცენტრი
• შპს – საქართველოს საავტომობილო-საგზაო კოლეჯი
• შპს – სასწავლო უნივერსიტეტი  ”ინტერფარმი +”;
• შპს – ევროპული საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი;
• შპს – დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ”იბერია”;
• შპს – ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი

პირველ რიგში მებადება შეკითხვა: თუ ახლა ვერ აკმაყოფილებენ აკრედიტაციის მისაღებად არსებულ კრიტერიუმებს, საერთოდ როგორ გაიარეს აკრედიტაცია? რატო გაუუქმდა ავტორიზაცია მაშინ, როცა უამრავი სტუდენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად ჩაირიცხა ამ სასწავლებლებში? (ისინი რამდენიმე დღეში სწავლის დაწყებას ელოდნენ)…

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მშვენივრად აქვს ჩამოყალიბებული ის კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც გადის აკრედიტაციას უმაღლესი სასწავლებელი. საქმე ისე ნამდვილად არ არის, რომ ვიღაც ერთი ადამიანის თვალის შევლებით წყდებოდეს ეს საკითხი და მის ,,კი” ან ,,არა”-ზე იყოს დამოკიდებული. (იხ. აკრედიტაციის მისანიჭებელი კრიტერიუმების ოფიციალური დოკუმენტი აკრედიტაციის კრიტერიუმები)
 ამ საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მობილობის პროცესში,  რისთვისაც 29 სექტემბერს    უნდა დარეგისტრირდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.eqe.ge
არ ვარ დარწმუნებული, რომ სასწავლებლის გარეთ დარჩენილი ყველა სტუდენტი მოახერხებს მობილობის მეშვეობით აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას, სწორედ ამის გამო მიმაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული ,,განათლების ხარისხის მართვის განვითარების ეროვნული ცენტრი” უსამართლოდ მოექცა იმ სტუდენტებს, რომლებიც ჩაირიცხნენ ზემოხსენებულ სასწავლებლებში და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად მოიპოვეს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება.

რა თქმა უნდა, ამ პოსტის მიზანი არ არის სასწავლებლებისთვის ავტორიზაციის აღდგენა… პოსტის მოკრძალებული მიზანია, რომ არცერთი ,,გარეთ დარჩენილი” სტუდენტი არ დარჩეს უმაღლესი სასწავლებლის გარეშე და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იზრუნოს მათ გადანაწილებაზე სხვადასხვა აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში.

1 სტუდენტი მაინც თუ დარჩა აკრედიტირებული სასწავლებლის გარეშე, ,,განათლების ხარისხის მართვის განვითარების ეროვნული ცენტრის” გუშინდელი გადაწყვეტილება უსამართლობად დარჩება…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

7 Responses to უმაღლესი განათლება და უსამართლობა

  1. katerina says:

    ეგ ამბავი ჩემს ოჯახსაც შეეხო და ნეტა გენეხა, რა არაადამიანურად გველაპარაკებოდნენ, უნუვერსიტეტებშიც და ხარისხის მართვის ცენტრშიც, თითქოს ჩვენ ვართ რამეში დამნაშავე.თანხაზეც, რაც გადავიხადეთ, არავინ ამბობს, როდის დააბრუნებენ, ანუ გინდაც ჩაირიცხონ მეორადით, ახლიდან უნდა გადავიხადოთ, რადგან იმ გადახდილის დაბრუნებას ან დაგაცდიან ახალ უნივერსიტეტში და ან არა.

    • Qilipa says:

      დაბრუნებით უეჭველად დაგიბრუნდებათო ფული? არის შანსი რო გაკოტრებულად გამოცხადდეს ის სასწავლებელი სადაც გადახდილი გქონდათ და არ დააბრუნონ თანხა?

      • katerina says:

        მაგას ვინ გეტყვის ზუსტად? რექტორრი არც დაგველაპარაკა. იმ ცენტრში კიდევ, ეგ ჩვენ არ გვეხებაო და თუ არ დააბრუნებენ, მაშინ სასამართლოს მიმართეთო. თვითონ უნი-ში ცდილობენ დაგვაბოლონ, რომ ფული არ მოვითხოვოთ და რაღაც ალტერნატივებს გვტენიან, მაგრამ არ ვეთანხმებით, მოკლედ სრული განუკითხაობაა, თუმცა რა, ხო ყველა მივეჩვიეთ, რომ ამ ქვეყანასი არავინაა დაცული და ადამიანს ჭიანჭველასავით უყურებენ. შენ წარმოიდგინე ახლა, იქ არიან ისეთები, უკვე რომ დახურეს 4 კურსი და ახლა მაგისტრატურაში არიან და იმის თანხაც გადაიხადეს, და გამოდის, რომ წყალში გადაყარეს ფულიც და წლებიც.

  2. Jessie says:

    ღორები😦

  3. xmasters says:

    გადარჩა ჩემი აკწ😀

  4. ნათია says:

    ჩემი და სწავლობა თდასუ-ში და 28-ში საღამოს დაურეკეს და უთხრეს, რომ უნივერსიტეტმა ვერ გაიარა აკრედიტაცია, რის გამოც სხვა უნივერსიტეტებში უნდა დაასრულონ სასწავლო პროგრამა. შოკში ვიყავით, თანაც სწავლა უკვე ერთი თვეა რაც დაეწყოთ და უცბად იგებს, რომ მისი უნივერსიტეტი აღარ არსებობს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: