პინა კოლადა

დიდი ხანია მინდოდა ამაზე დაწერა და დამიგვიანდა კიდეც, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე ,,ზეგ”…

 

უკვე დიდი ხანია ტელევიზიით ტრიალებს ,,ორბიტ ფრუტინის” ზე-რეკლამა, რომელსაც მუსიკალურად ახმოვანებენ ლექს-სენი და თიკო სადუნიშვილი, რომლებსაც, თუმცა ბევრი რამე ჰქონდათ ერთად გადატანილი, მაინც გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ ეთანამშრომლათ. ეს პოსტი არ ეხება სარეკლამო ტექსტის ავტორის ქებას და მისი ღვაწლის დაფასებას (ამას ისედაც აფასებს ქართული საზოგადოება), მაგრამ ტექსტს მაინც მოვიყვან თვალსაჩინოებისთვის:

,,- ჰაჰა, იეე… ბეიბე, ვერთობით, ვზეიმობთ და არ ვკარგავთ სტილს. შენ ყველა ზეიმზე ღეჭავ კოქტეიილს…

– აჰაააჰ. გემრიელია, ტკბილია, გემოს არ კარგავს, რა მაგარია პინა კოლადა… ე ეეე.

– იო, მშვენიერი ქალღმერთისთვის.

– გრაციე ბამბინიი.

– ო ო ო ოო ო ოო (ეს უნდა მოისმინოთ)

– გემრიელი ორბიტ ფრუტინი, ორბიტ ფრუტინიი… აჰა, აჰაა”

ახლა კი სრულ ტექსტს შევეშვები და თემას დავუბრუნდები, პოსტის დაწერის რეალური მიზეზი არის რეკლამაში გაჟღერებული სიტყვები ,,პინა კოლადა”, რამაც ჩემ ნაცნობებში დაბადა კითხვა: ,,რა ჯანდაბაა პინა კოლადა”? ასევე მოსაზრება -,,ნუთუ იმდენად სულელები არიან, რომ რითმის გულისთვის უაზრო სიტყვები ჩასვეს ტექსტში”? დავგუგლე, მოვიძიე და გავარკვიე, რომ არ არიან მაგდენად სულელები…

პინა კოლადა (Pina Colada)  – არის კარიბის ტრადიციული ალკოჰოლური კოქტეილი, რომელიც შეიცავს რომს, ქოქოსის რძეს და ანანასის წვენს. სახელწოდება ესპანურიდან ითარგმნება, როგორც ,,გაფილტრული ანანასი”. პინა კოლადა აღიარებულია პუერტო-რიკოს ოფიციალურ სასმელად.

ეს არის და ეს, ყველასათვის გაუგებარი სიტყვების მნიშვნელობა, თუმცა რატო დაარქვეს საღეჭ-რეზინს (რეკლამაში) პინა კოლადა და შიცავს თუ არა ის ალკოჰოლურ სასმელს (რომი) ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ კითხვას – ,,ნუთუ იმდენად სულელები არიან, რომ რითმის გულისთვის შეუსაბამო სიტყვები ჩასვეს ტექსტში”? მაინც აქვს არსებობის უფლება…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

17 Responses to პინა კოლადა

  1. Ninia Susa says:

    საშინელი რეკლამაა, მეზიზღება😦

  2. Me Var says:

    არ ჰგავს ეს თიკოს ხმას ჩემის ფიქრით, დეზირფორმატორად არ გიცნობ მე შენ მარა ასე მგონია და რავიცი აბა🙂

  3. shoka♥ says:

    აუ ყველაზე მეტად ამ რეკლამაში ბოლო მომენტი მაღიზიანებს, ის ქალი რომ იძახის “ორბიტ ფრუტინიი… აჰა, აჰაა”
    და ეს ხმა რომ თიკო სადუნიშვილის ხმას საერთოდ არ გავს?

  4. ,,თუმცა ბევრი რამე ჰქონდათ ერთად გადატანილი, მაინც გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ ეთანამშრომლათ.”😀😀

  5. prodigycow says:

    არადა აშკარად არ არის თიკო სადუნიშვილის ხმა :დ

  6. : ))))))))))))))))))))))))))) აუ ისე ძალიან მაგარი საღეჭი რეზინია რაღა დავმალოთ და : ))

  7. kohinor says:

    თვალსაჩინოებისთვის მოტანილ ტექსტზე თავის შორისდებულებითურთ გავიხიე სიცილით😀 აჰააა… აჰააა…

  8. ზუსტად ათი წუთის წინ ისე მომიშალა ნერვები ამ რეკლამამ, რომ ტელევიზორი გამოვრთე. რა საზიზღრობაა!

  9. Chiamaria says:

    ძალიან დებილი რეკლამაა. გამაღიზიანებელი და სულაც არ მიცენს მაგ საღეჭის ყირდვის და მითუმეტეს ღეჭვის სურვილს 🙂

  10. მაკო says:

    მმმმ… ეგ თიკო სადუნიშვილია??? პინა კოლადას არცოდნა კი ცოტა არ იყოს გამიკვირდა..

  11. Joleane says:

    http://www.myvideo.ge/?video_id=1411474 არა თურქული ვერსია მაინც ყველაზე მაგარია ^^

  12. Marie says:

    ინტრიგანი ხარ ვიღაცა ხარ რა

  13. goga says:

    am reklamis gagonebaze xelebi mekaveba vinmes sacemrad. an ra textia an ra musika …
    buhhhhhhhhhh……

  14. :D:D:D: turqulma daglija vai es sacodavebi:D

  15. qetusia says:

    ჩემი დეიდაშვილი წლინახევრისაა და 9 ოთახის იქით რომ იყოს ტელევიზორი, მაინც თავ-პირის მტვრევით გარბის რომ მიუსწროს ბოლო ფრაზას: ,,აჰა,აჰა” და აჰყვეს.😀 მის გარდა არ მეგულება დედამიწაზე ადამიანი რომელსაც ამ რეკლამის დროს ტვ-სთვის შეხედვის სურვილი უჩნდება😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: