უმაღლესი განათლების დაფინანსება ,,1 წუთში”

,,ერთიანი ეროვნული გამოცდები” – შემაძრწუნებლად ჟღერს მათთვის, ვინც არ არის საკუთარ ძალებში დარწმუნებული, ხოლო მიმზიდველად ჟღერს მისთვის ვისაც სტუდენტობა და განათლების მიღება სურს.

რასთან ასოცირდება ,,ერთიანი ეროვნული გამოცდები”? – სტუდენტობა, განათლება, სწავლის გადასახადი…

სტუდენტობა – ასწორებს! ვიგულავებ და გავერთობი…

განათლება – კარგია, დამჭირდება…

სწავლის გადასახადი – ტეხავს:/

ხოდა, ვისთვისაც ,,ტეხავს” მათ შანსს აძლევს საქართველოს ბანკი და სთავაზობს მარტივ გზას სწავლის გადასახდელად სტიპენდიის მისაღებად. რა არის ეს ,,მარტივი გზა”? ეს გზა არის 1 წუთიანი (1 წლიანი მომზადებისა და რეპეტიტორებთან სირბილისგან განსხვავებით), ითხოვს, მხოლოდ, სწავლის მიღების სურვილის დასაბუთებას და კრეატიულობას (შენიშვნა: თუ არც ის ცოდნა გაქვს, რომ გამოცდა ჩააბარო მაღალ ქულაზე და სახელმწიფო დაფინანსება აიღო და არც იმდენად კრეატიული ხარ, რომ ორიგინალური გზით აუხსნა ხალხს შენი სწავლის სურვილი და მათი მოწონება დაიმსახურო, მაშინ არც ყოფილხარ დაფინანსებისა და სტიპენდიის მიღების ღირსი). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გადაიღოთ 1 წუთიანი ვიდეო (ნებისმიერი კამერით, ტელეფონით ან თუნდაც 1,3 მეგაპიქსელიანი ვებ-კამით), ატვირთოთ ვებგვერდზე istudy.ge , დააგროვოთ ყველაზე მეტი ხმა და მიიღოთ სტიპენდია:

I ადგილი – 5 000 ლარი

II ადგილი – 3 000 ლარი

III ადგილი – 2 000 ლარი

საქართველოს ბანკის რჩეული ვიდეო – Apple Macbook

მთავარი ისაა, რომ ეს კონკურსი არ არის მხოლოდ მათთვის ვინც წელს ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს, მაგისტრატურის ყველა სტუდენტს და მათაც ვისაც 100%-იანი სახლემწიფო გრანტი აქვს, გამარჯვების შემთხვევაში მიღებული სტიპენდია აქტიური იქნება 3 წლის განმავლობაში, ანუ მნიშვნელოვან დაზღვევას გპირდებათ! რა შუაშია ,,დაზღვევა”? – საკუთარ მაგალითზე მოგახსენებთ:

4 წლის წინ, როცა ვაბარებდი ,,აბეზალოვკა” იყო 100%-იანი გრანტის აღება, შესაბამისად სხვა გზა არ მქონდა და ეს დაფინანსება მოვიპოვე, თუმცა სწავლა დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით არ დამიწყია, არც გამიგრძელებია და ვერც დამიმთავრებია… სახელმწიფომ პატიოსნად დამიფინანსა სწავლის 4 წელი, მაგრამ ჩემისთანა ნიჭიერი ბიჭისთვის 4 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი 240 კრედიტის დასაგროვებლად (მე ხომ ყოველთვის მეტი და მეტი მინდა), ასე დამემატა კიდევ ერთი – მეცხრე სემესტრი, რისი ხსენებაც ,,მეცხრე ბლოკივით” ავისმომასწავებლად ჟღერს თსუ-ს სტუდენტებისთვის. დამატებით სემსტრში გადასახდელი მაქვს 1 000 ლარი და აქ ვეღარ მშველის 100%-იანი გრანტი… სწორედ ამას ვგულისხმობდი ზემოთ ,,დაზღვევა” რომ ვახსენე. ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მამოტივირებელი მათთვის, ვისაც 100%-იანი სახელმწიფო გრანტი აქვს. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ბანკის რჩეულ ვიდეოს Macbook-ი გადაეცემა, ნამდვილი Apple Macbook-ი, რომლის სანაცვლოდაც, ახლა სიამოვნებით დავთმობდი 4-წლიან სტუდენტობას და სტიპენდიას…

,,გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა” დღეს დადო 2011 წლის შედეგები და ფეისბუქიც მოიცვა მილოცვის, დალოცვის, წუწუნის, სიხარულისა და იმედგაცრუების სტატუსებმა. ალბათ დღეიდან მოიმატებს ვიდოები istudy.ge-ზე, თორემ 39 ვიდეო საქართველოს მასშტაბით, ასეთი კონკურსისთვის ძალიან ცოტაა…

ახლა კი პატარა ტუტორიალი მათთვის ვინც ვიდეოს გაგზავნას აპირებს:

ნუ გადაიღებთ ვიდეოს ეკლესიის ფონზე! – უკვე ბევრი დევს

ნუ გადაიღებთ ვიდეოს საქართველოს დროშის ფონზე ან მაგიდაზე დადებული დროშით! – უკვე ბევრი დევს

ნუ მოიყვანთ ციტატებს: სწავლა სინათლეა და ა.შ… – ამ სიკაშკაშით ბრდღვიალი გაუდის istudy.ge-ს

დაივიწყეთ დავით გურამიშვილი, კენწერო და სიტკბო-სიმწარე! – ვებგვერდზე შესული ხალხი შეშინებულია, ქარი არ ამოვარდეს და ძირს არ ჩავცვიდეთო

ნუ დაიდებთ მაგიდაზე წიგნს ,,9 აპრილი” – დაჟე ეგეც დევს

უბრალოდ, ის თქვით რასაც მართლა ფიქრობთ, განათლების მნიშვნელობა დაასაბუთეთ პირადად თქვენი გადასახედიდან და არა ზოგადი ცნებებით, ამას დაუმატეთ ცოტა კრეატივი და ალალი მოწონებით დაიმსახურეთ ხმები და არა სპამერობით!..

ბოლოს კი შემოგთავაზებთ იმ 3 ვიდეოს, რომლებმაც ჩემი ხმა დაიმსახურა:

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

4 Responses to უმაღლესი განათლების დაფინანსება ,,1 წუთში”

  1. JorJI says:

    მაგარი პოსტია, მარა

    მეთი საქმე არ გაქთ თქვე ჩემის 18 იანებო :დ

  2. spamwriters says:

    ლოლ :დ 18 იანებო, თან თქვე ჩემისო :დ :დ

  3. fsiQe says:

    პირველი ძალიან კარგია❤ იმიტომ კი არა რომ ჩემი მეგობრისაა, უბრალოდ მართლა ძალიან კარგია

  4. niniTo says:

    –4 დაუისუენე ამწელს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: