Best Feedback From Facebook Fan Page

უნდა მოგიყვეთ პატარა ამბავი, რომელიც მეტად მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის… Facebook-ზე Elit Electronics-ის Fan Page-ზე დავასტატუსე შემდეგი ტექსტი:

არ გინდათ რომ კონსულტანტებს მეტი ყურადღებიანობისკენ მოუწოდოთ? ანუ დახმარებას და კონსულტაციის გაწევას რომ ცდილობდნენ და არა კლიენტის თავიდან მოშორებას?

მაგ: შევედი ერთერთ ფილიალში და მინდოდა ტაფა, მითხრეს აღარ გვაქვს ტაფაო. იქნებ მითხრათ სხვა ფილიალი სადაც ექნებათ და იქ მივალ მეთქი. მათი პასუხი იყო: ,,წაბრძდით ვაგზალზე ან მარჯანიშვილზე და შეიძლება ქონდეთ, მარა ნამდვილად არ ვიცი ექნებათ თუ არა”…

ანალოგიურ შემთხვევაში ნებისმიერი წესიერი კომპანიის წესიერი თანამშრომელი აიღებს ყურმილს და გადარეკავს სხვა ფილიალებში და გაიგებს საერთოდ შემორჩენილია თუ არა სადმე ტაფა და ეტყვიან კონკრეტულად სად უნდა მივიდეს კლიენტი…

გვერდის ადმინისტრატორისგან მივიღე პასუხი კითხვის სახით:

ირაკლი, დაწერეთ რომელ მაღაზიაში მოხდა ეგეთი ფაქტი, რომ შემდგომში გამოვასწოროთ და ბოდიშს გიხდით მაგ შემთხვევისთვის

კითხვას გავეცი პასუხი:

300 არაგველის მეტროს წინ რომ ფილიალია იქ მოხდა ეგ. მერე ავედი ზემო სამგორში, ვარკეთილის ჩასახვევთან რომ ფილიალია იქ და არც იქ აღმოჩნდა რაც მინდოდა, მარა კითხვაზე : ,,ხომ ვერ მეტყვით რომელ ფილიალში შეიძლება იყოს მეტქი”? პასუხი აქაც დაახლოებით იგივე იყო ,,ცენტრალურში მიბრძანდით და ალბათ ექნებათო”…

ამით დასრულდა ჩვენი მიმოწერა აღნიშნული სტატუსის კომენტარებში, თუმცა ჩემი და ,,ელიტ ელექტრონიქსის” დიალოგი ამით არ დასრულებულა… მეორე დღეს ინბოქსში დამხვდა წერილი:

მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ელიტ ელექტრონიქსის სახელით მინდა ბოდიში მოგიხადოთ შექმნილი დისკომფორტის გამო (ჩვენს ვოლზე აღწერილი შემთხვევა) და მენეჯმენტის გადაწყვეტილებით საჩუქრად გადმოგცემთ იმ ნივთს, რომლის გამოც ეგ ფაქტი მოხდა.

თქვენი წერილი და არა მარტო თექვენი, ნებისმიერი უკმაყოფილო მომხმარებლის წერილი მიდის კონტროლის სპეციალურ სამსახურამდე, ამიტომ მოყვა ასეთი რეაგირება

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მივედი ოფისში და ,,ელიტ”-ის გვერდის ადმინისტრატორმა საჩუქრად გადმომცა ტაფა (სასაცილოდ იკითხება, მაგრამ ფაქტია :დ)…

ფეისბუქის კორპორატიული გვერდის ყველა ადმინისტრატორს ვუსურვებდი, ასეთი რეაგირების მოხდენის ქონის საშუალებას (,,ზემოდან”)…

დიდი მადლობა და Respect – Elit Electronics-ს!

Advertisements

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

26 Responses to Best Feedback From Facebook Fan Page

  1. akunkula ამბობს:

    ვულოცავ დედაშენს ირაკლი 🙂

  2. ჩორვენი ამბობს:

    ბრავო : ) რესპექტ მაგათ : ) ესეიგი მენეჯმენტში მთლად ყვავები არ ჰყავთ : )

  3. Marie ამბობს:

    ამ დღეებში უნდა ვიკითხო რამე ;დ

    • Qilipa ამბობს:

      სონის პლაზმური აქვთ მაგარი 2124 ლარი ღირს და შემოიარე, რომელ ფილიალშიც არ ექნებათ იქ იკითხე ;დ

  4. როდე ამბობს:

    ტაფა :** გილოცავ 🙂

  5. Van Papiashvili ამბობს:

    ჰეჰე მაგარია…. 😀

  6. Me Var ამბობს:

    ალბათ იცოდნენ ამ ბლოგის არსებობის და შენი მჟავე ენის ამბავი :დ ხოოოდა დაიზღვიეს თავი :დ უბლოგო მოკვდავებზეც ასეთი რეაგირება თუ ექნებათ ეგ სხვა საქმეა :დ ინტრიგანი ვარ მე თუ რა მინდა ვერ გავიგე 😐

  7. MrsMarch ამბობს:

    ე, რა მაგარია! ნეტა მეც მაჩუქოს ვინმემ ტაფა: )) ან რამე სხვა: )) ნუ ტაფაც მაწყობს

  8. Imerikeli ამბობს:

    აბა მე მაქ ბედი ? ხო უნდა გადამყვენ თან… 😀
    გილოცავ და მალე მანქანა მოგველოცოს 😀

  9. Jessie ამბობს:

    ვოვ, ჩვენთანაც შემოვიდა ცივილიზაცია?:) საღოლ ელიტ ელექტრონიქს.. :))

  10. Gvantsa Khojava ამბობს:

    ჰმ, რეაგირების ფაქტი მართლაც მშვენიერია და ასე აკლია დღეს ქართულ ბიზნესსამყაროს. მაგრამ ძალიან მაინტერესებს ამ ამბის მეორე მხარეც: რა ბედი ეწიათ იმ თანამშრომელბს. ალბათ უკვე სახლში სხედან და “ისვენებენ” დამქანცველი სამსახურისგან.

  11. エカ (aka Katiee) ამბობს:

    wooow !!! არ მჯერა, დაკვეთილი წერილია! 😀
    მეც მინდა ტაფა! 😀

    • Qilipa ამბობს:

      თამამად და ჰალალად ვიტყვი რომ დაუკვეთავი და დაუფინანსებელი პოსტია 🙂

      გინდა და კი იცი აწი, რაც უნდა ქნა :დ

  12. Mr. Nomad ამბობს:

    ალელუია, ჩვენც გვეშველა?

  13. davidas ამბობს:

    დაუფინანსებელი როგორ? ტაფა ხო მიიღე 🙂

  14. Giorgi Soseba ამბობს:

    ტაფა? :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: