ჯარიმა მძღოლის თავმოყვარეობის შელახვის გამო

– მოპედი, გადააყენე!

ეს ხმა შემომესმა პატრულის მანქანიდან საავიაციო უნივერსიტეტთან… (ისედაც სულ ,,გადაყენებული” არ დავდივარ? – გავიფიქრე)

გავაჩერე. პატრულის მანქანამაც გააჩერა და ორივე თანამშრომელი გადმოვიდა… გული ამიჩქარდა და ფიქრებმა შემიპყრო რა შეიძლებოდა დამერღვია? მინი-მოპედით ვარ, წესით არაფერი მომეთხოვება, ველოსიპედისგან არაფრით განვსხვავდებით კანონის წინაშე… წითელზე გავიარე? – მერე რა? მარჯვენა მხრიდან გადავასწარი მანქანას?  – მერე რა? ვხვდები, რომ არანაირი ჯარიმა არ უნდა მემუქრებოდეს, მაგრამ მაინც არასასიამოვნო შეგრძნებაა…

გამეცნო ორივე თანამშრომელი, მეც გავეცანი…

– უნდა დაგაჯარიმოთ!

– რისთვის?

– როგორ ფიქრობ რისთვის?

– წარმოდგენა არ მაქვს.

– ოოო, ძალიან ცუდი თუ წარმოდგენა არ გაქვს, ე.ი. ეგ შენთვის არაფერს ნიშნავს და ჩვეულებრივი ამბავია…

– რა რას უნდა ნიშნავდეს? რა არის ჩვეულებრივი ამბავი? არაფერი დამირღვევია. ვერ ხედავთ ,,ველოსიპედით” ვმოძრაობ?! 60 აქვს მაქსიმალური სიჩქარე და 50-ზე მეტს ვერც წევს.

– ნუ ღელავ, ვიცით ეგ ყველაფერი, მაგრამ ჯარიმა მაინც უნდა გამოგიწეროთ – მძღოლების თავმოყვარეობის შელახვის გამო!

– (ვიცინი) კარგი ხუმრობაა, მართლა! მაგრამ ახლა ის მითხარით რეალურად რისთვის გამაჩერეთ🙂

– არ ვიცი, შენთვის რა არი სასაცილო, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვხუმრობთ, ბატონო (პირადობის მოწმობას დახედა და გულის ჯიბეში ჩაიდო) ირაკლი.

– როგორ თუ არ ხუმრობთ? აბა რას ნიშნავს ,,მძღოლის თავმოყვარეობის შელახვა”? რისთვის მაჯარიმებთ?

– ახლავე აგიხნი რასაც ნიშნავს: როცა, მანქანა აჩერებს შუქნიშანთან, ამ დროს გადაუსწრებს პატარა ,,რაღაც”, რასაც 50-ზე მეტი სიჩქარეც არ აქვს და ეს გადასწრება მეორდება ყველა შუქნიშანზე, მძღოლს თავმოყვარეობა ელახება, ნერვები ეშლება და იძაბება! დაძაბული და გაღიზიანებული მძღოლების ქალაქში სიარული არც ისე სასურველია სახელმწიფოსთვის, ამიტომ დაწესდა 150 ლარიანი ჯარიმა ,,მძღოლის თავმოყვარეობის შელახვის გამო”… თუმცა რადგან ეს შენ არ იცოდი და ახლა გაიგე, 100-ლარიანს გაკმარებთ და გაგიშვებთ. (თვალს მიკრავს).

– მომკალით და არ მჯერა, უბრალოდ ძალიან მეცინება.

– კარგი, როგორც გაგიხარდეს ისე შეხვდი ამ ამბავს. პანიკას და წუწუნს მაინც არანაირი აზრი არ აქვს. – ბლანკი შემოდო მანქანის სახურავზე, ჩემი პირადობის მოწმობა გვერდით მიუდო და წერას შეუდგა.

– 1 წუთით! მაცადეთ! – გაკვირვებულმა მივმართე პატრულის თანამშრომლებს და სასწრაფოდ დავიწყე ნაცნობი ადვოკატის ნომრის ძებნა ტელეფონში.

– რას აკეთებ? სად რეკავ?

– ადვოკატთან…

– ქერასთან თუ ეშმაკის ადვოკატთან? – (მოხიბლული ვარ ამ ტიპის იუმორით, მაგრამ ვეღარ ვიცინი)

– არა, შავგვრემანი და ღვთისნიერია, უბრალოდ, მძღოლების თავმოყვარეობის საკითხზე მუშაობს და ეცოდინება ალბათ ამ კანონის შესახებ და გამარკვევს ყველაფერში.

იცინიან, ხელს მართმევენ და პირადობის მოწმობას მიბრუნებენ.

– აგერ ნიკას ვეუბნებოდი, მოპედით სულ ,,კაი ტიპები” დადიან (მეც მყავს სხვათაშორის :D), გავაჩეროთ, ,,გავეკაიფოთ” და გაიგებს ხუმრობას, გავერთობით თქო. ახლა ორივე ვხვდებით, რო სწორად მოვიქეცით და კაი კაცი ხარ შენ, კარგად აგვიბი და არ დაპანიკდი. სასიამოვნო იყოს ჩვენი გაცნობა და აწი სულ მწვანეზე გევლოს მშვიდობიანად.

– გახიარეთ, ჩემთვისაც სასიამოვნოა, მაგრამ ასე მარტივად ვერ მოვრიგდებით. თქვენი მანქანის ნომერს ამოვიწერ და საჩივარს შევიტან ,,მოპედის მძღოლის აბუჩად აგდების” ბრალდებით.

ვიცინით, კიდევ ერთხელ ვართმევთ ერთმანეთს ხელს და ვემშვიდობები.

ავლაბრის შუქნიშანთან გადავასწარი…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

27 Responses to ჯარიმა მძღოლის თავმოყვარეობის შელახვის გამო

  1. Jessie says:

    საღოლ :)) კარგად ვიცინე🙂 დღეს გუნება ამიწიე ამ შენი პოსტით🙂
    იუმორის გრძნობა კაი საქონელი და მიხარია რომ ყველას ჯერ კიდევ გავხასიათებს🙂

  2. საყვარლები :დ
    ვაიმე :დ

  3. anna says:

    ვაიმე კინაღამ გული გამისკდა ბრაზისგან :დ
    მეთქი რამ გამოაშტერა ეს ხალხი😐

  4. ყოჩაღ შენ … კარგი იუმორის გრძნობა ჰქონიათ :))))

  5. litterator says:

    😀😀 ღადოები მაგენი😀

  6. :D:D:D
    მე მაინც ვერ ვიტან მოპედს😀 გვერდიდან გასწრება არ ვიცი და შუაში რომ ეტენებიან, მაჟრიალებს, თან თავზე არაფერი ახურავთ. ველოსიპედისტების ქუდი არსებობს და მოპედისტები რატომ დადიან თავშიშველი, ვერ ვხვდები, ნაკლები საფრთხეა?

    • Qilipa says:

      არ მაქვს ჩაფხუტი, თორე ადრე კი მეხურა ხოლმე… მაგრამ ისე გეტყვი რო მართლა ნაკლები საფრთხე აქვს ჩემთვის მოპედს, ვიდრე ველოსიპედს. ველოსიპედიდან ფეხს ვერ ვაწვდებ ასფალტამდე, ამით კი სულ ძირს მიდევს ფეხები რაც ძალიან მიადვილებს მოძრაობას და ძრომიალს, მანევრირებაც უფრო ადვილია და საჭირო შემთხვევაში სიჩქარის მომატებაც რო არავინ დაგეჯახოს. მოკლედ მოპედი საუკეთესო ტრანსპორტია🙂 თუმცა მაინც გეთანხმები რომ ჩაფხუტი საჭიროა🙂

  7. გუესტი და ჭირი says:

    შეიტანდა კაცი საჩივარს : )))

  8. როდე says:

    რა კარგი იყო, კარგად გავერთზე :))

  9. gg81 says:

    დავუჯვი იუმორზე

  10. რა მაგის პასუხია და მოპედის ყიდვას ვაპირებ, არ გინდა, რომ თეორიული რჩევები მაინც მომცე? :ბაბყფაცე:

  11. რა კარგი იყო🙂 მიყვარს ესეთი პოსტები :))

  12. ethnorevaz says:

    ბიჯო შენ იკაიფე და რამე რო იყოს შეგიძლია უჩივლო მორალური ზიანისთვის :დ

  13. : ))))))))))))))))))))))))))))))))))

  14. ვითომ გაიღადავეს? მაინც არ მჯერა😐

  15. spamwriters says:

    :)) ვახ, სახალისოა :)) ვიდეო კადრები რა კარგი იქნებოდა, რომ იყოს :დ

  16. Chiamaria says:

    მოპედის ყიდვა მომინდა…

  17. nika says:

    მდას, ეგეთი რა მოწია ნეტა ავტორმა :)))

  18. ... says:

    წითელ შუქნიშანზე გავლა გზაზე მორავ ნებისმიერ ტრანსპორტს, გინდ მოპედი იყოს და გინდ ველოსიპედი, ეკრძალება. მანქანებთან ერთად ველოსიპედისტებიც ჩერდებიან. თუ არა და ტროტუარზე იარე.

    • Qilipa says:

      და რა სახის ჯარიმა ემუქრება წითელზე მოძრავ ველოსიპედისტს?

  19. nino says:

    :დდდდდ კაი იყო

  20. salome says:

    zalian sasaciloa😀 da ufro magrad dawerili kidev😀 :DDDDDD

  21. Ko Goga says:

    kai ra raze nerviulobt.. ver itan, ver itan, ra sanerviuloa, adeqi da tu magari xar gawylite, aq ras akomentareb.. tu ara da, gaushvi ra ra iaros.. yvelas gzas dagilocavt…sul mwvaneze gevlot…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: