პროფესიული გადაწვის თავიდან აცილების ეფექტური გზები

ერთერთი ტრენინგის ბოლოს ,,მედია და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები” მომცეს ფროფესიული გადაწვის თავიდან აცილების ეფექტური გზების ჩამონათვალი და მიუხედევად იმისა, რომ მსგავსი პოსტები ამ ბლოგზე არ იწერება, გადავწყვიტე, მაინც გაგიზიაროთ, რადგან ნამდვილად მუშაობს და გამოსადეგია:

  • სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა პრობლემებზე (სტრესის გამომწვევ მიზეზებზე) ორიენტირებული მიდგომა. თუ გადაწვა სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარეობს ყოველნაირად ეცადეთ სიტუაციის გამოსწორება პრობლემების თანმიმდევრული გადაჭრის მიმართულებით.
  • შეეცადეთ დაკავდეთ პროფესიულისგან განსხვავებული რაიმე საქმიანობით – სპორტი, შემოქმედება, რაიმე ჰობი.
  • ეცადეთ გამოიმუშავოთ შემდეგი თვისებები: სიძნელეებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა, მაღალი თვითშეფასება, ოპტიმიზმი, ინიციატურობა.
  • ეცადეთ იცხოვროთ საკუთარი და არა სხვისი ცხოვრებით. ეს არ არის ეგოიზმი, უბრალოდ ფსიქოლოგიურად ნორმალურ ურთიერთობებში თქვენ ეხმარებით სხვას ბუნებრივად, როდესაც ამის მოთხოვნილება (ინტერესი) გიჩნდებათ, და არა მაშინ, როდესაც ძალაუნებურად გიწევთ ამის კეთება.
  • ეცადეთ გამიჯნოთ სამსახურის სამყარო და პირადი სამყარო. მაგალითად ამერიკელები როგორც კი მიუახლოვდებიან სახლს ღრმად შეისუნთქავენ ჰაერს და იფერთხავენ სამსახურს. ეს მიდგომა, ერთი შეხედვით, ძალზე პრაგმატულია და რთულად შესასრულებელი ჩვენს რეალობაში, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მუშაობს.
  • მონოტონურობის და გადაწვის აცილების საუკეთესო საშუალებაა ზეამოცანის დასახვა და სამუშაოს მიმართ შემოქმედებითი მიდგომა – სიახლის შეტანა, საკუთარი ინიციატივა და ა.შ.
  • კარგ შედეგებს იძლევა სუნთქვითი ვარჯიშები, რელაქსაცია და პოზიტიური ვიზუალიზაცია.
  • გადაწვის ეფექტის ასაცილებლად მნიშვნელოვანია შრომის დოზირება. უნდა ისწავლოთ თავის დროზე სამუშაოს დამთავრება.
  • სტრესის დროს ალკოჰოლის, მედიკამენტის და თამბაქოს გამოყენება მყარ შედეგს არ იძლევა და მხოლოდ ილუზორულ, დროებით შვებას გვაძლევს. არც ერთი მათგანი არ გამოიყენოთ დარდის ან ბრაზის გასაქარწყლებლად. ალკოჰოლის მიღება გარკვეული დოზით ქეიფისა და დროსტარებისთვისაა გამოგონილი.
  • გაუზიარეთ თქვენი განცდები კოლეგას, ოჯახის წევრს, გახადეთ ანალიზის საგანი.
  • მიეცით თავს უფლება იოცნებოთ! შექმენით რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ხატები. პოზიტიურ ხატებს გააჩნიათ რეალურ ცხოვრებაში გადატანის მაგიური თვისება.
  • ხშირად მიმართეთ ე.წ. ტაიმ-აუტს (მცირე შესვენებებს მუშაობის პროცესში) – შეეცადეთ გადართოთ ფიქრები სამუშაოსგან განყენებულ საკითხებზე.
  • სხვადასხვა სახის ტრენინგებში და გასვლით სემინარებში მონაწილეობა კიდევ ერთი საშუალებაა სამუშაოს რუტინისა და გადაწვის გადასალახად.

 

Global Initiative on Psychiatry

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

6 Responses to პროფესიული გადაწვის თავიდან აცილების ეფექტური გზები

  1. ketusi says:

    კარგი რჩევებია 🙂

  2. რუსა says:

    რა კარგი და გამოსადეგი რჩევებია…დიდი მადლობა რომ გაგვიზიარე 🙂

  3. აი ეხლა მომისმინე ბიჭო!!!წარმოიდგინე რო მირბიხარ იპოდრომზე უკვე მეექვსე წრეზე მონოტონურობის და გადაწვის აცილების საუკეთესო საშუალებაა ზეამოცანის დასახვა და სამუშაოს მიმართ შემოქმედებითი მიდგომა – სიახლის შეტანა, საკუთარი ინიციატივა და ა.შ.
    კარგ შედეგებს იძლევა სუნთქვითი ვარჯიშები, რელაქსაცია და პოზიტიური ვიზუალიზაცია.

  4. ვცადე და შენი რჩევები და ვერ მიშველა 😀

  5. Toma says:

    balansi mushaobas, dasvenebas da dzils shoris arisa sauketeso metodi burn out sindromis tavidan acilebisatvis. samcuxarod es balansi dzneli misagcevia. mizezi sheidzleba ikos porovnebashi, fizikur da socialur garemoshi.

დატოვე კომენტარი