იშვიათი სილამაზე – წითელი ხე

ალბათ ქუჩაში გასულს, სოფელში ჩასულს ან მთის წვერზე ასულს არ გინახავთ რა მშვენიერია წითელი ხე, მაგრამ ბევრს გექნებათ ნანახი, უბრალოდ, ფოტო – მეგობრის ფეიბუქის კედელზე ან მეზობლის საძინებელი ოთახის კედელზე… ვისაც ნანახი გაქვთ, იცით როგორი ლამაზია ეს ტროპიკული წარმოშობის იშვიათი მცენარე (ვისაც არ გინახავთ აქ გაიცნობთ). ბევრჯერ მისურვია ეზოში დამერგო 2 ასეთი ხე და მათ შორის გაბმულ ჰამაკში წიგნი მეკითხა; გამჩენია სურვილი, საქანელა ჩამომეკიდა ამ ხეზე და ყველა მსურველი ბავშვისთვის სიამოვნებინა მიმენიჭებინა; თვალწინ დამდგომია,  ულამაზეს, წითელ ხეზე მიჯაჭვული ხოსე არკადიო ბუენდია; მინახავს ამ ხეზე ჩამომხრჩვალი იუდა ისკარიოტელი; მიფიქრია, რომ კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანი ჯაჭვს არ აიწყვეტდა, თუკი ხასხასა, წითელ ხეზე იქნებოდა მიბმული და ეს ყველაფერი ზღაპრულად ლამაზი მომჩვენებია…

არსებობს ორი სახის წითელი ხე: ერთერთ სახეობას ,,წითელი” უწოდეს არა იმ ვიზუალური სიწითლის გამო, რასაც შეხედვისთანავე შენიშნავ, არამედ მერქნის სიწითლის გამო. ეს სახეობა გამოიყენება ძვირფასი ავეჯის დასამზადებლად და ყველა დურგლის სასურველი მასალაა. მეორე სახეობა კი არის ის წითელი ხე, რომელზეც ახლა გესაუბრებით, რომელიც ძალიან იშვიათი (იმედი მაქვს მასაც ავეჯისთვის არ იყენებენ), მუდამ წითელი და ულამაზესია (იხ. ფოტოკოლაჟი)…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

16 Responses to იშვიათი სილამაზე – წითელი ხე

  1. fsiQe says:

    ძალიან ლამაზია. გალერეამ სიმყუდროვის სუნი მოიტანა

  2. Me Var says:

    ეს სჯობდა მე არ მენახა😦 დღემდე არ ვიცოდი რომ ეს მართლა არსებობს :O არა არა, კარგია რომ ვნახე, ახალი ოცნება გამიჩნდა!🙂 აუცილებლად ჩავეხუტები ამ ხეს ადრე თუ გვიან❤ მადლობა ირაკლი, დიდი მადლობა

    • Qilipa says:

      ჩემი ერთერთი, დიდი სურვილიცაა ამ ხეზე ,,ჩახუტება”🙂

      • Me Var says:

        google-ს მივმართე მარა სურათების მეტი საინტერესეო ინფო ვერ ვნახე,😦 რა უნდა მექნა, ისევ აქ მოვედი დახმარების სათხოვნელად, იქნებ შემაწიო 1-2 საიტყვა და მითხრა რომელი ქვეყნის ვიზის დათრევაზე უნდა “ვიზრუნო” (ჯერჯერობით ვიოცნებო მაინც) ? 🙂

  3. katerina says:

    უკარგესი ფოტოებია.ლამაზი ხე, ლამაზი ფოტოები,ლაკონური პოსტი-კარგი განწყობისთვის.კრაგია:)

  4. marg0rita says:

    hm, namdvilad lamazia da xshir shemtxvevashi lakonurobac kargia magram is mainc rom getqva sad “xarobs” cudi ar iqneboda : ))

    • Qilipa says:

      წესივრად ვერ გავარკვიე და მაგიტო არ დავწერე:/

      ტენიან ტროპიკულ ტყეებში და დაბლობებზეო. ვერც ქვეყანა გავიგე და ვერც ვერაფერი:/

  5. Chiamaria says:

    რა ლამაზია❤

  6. tin says:

    zgaprulia🙂 mec warmovidgine rogor wavikitxavdi wigns haamkshi mjdomi🙂 mec minda es xe :S

  7. როდე says:

    ულამაზესია🙂

  8. fiqro says:

    ქილიფ, ნეკერჩხალია ეს, კანადური ნეკერჩხალი, დროშაზეც ამიტომაა წითელი ფოთოლი ,რაის ტროპიკები. acer canadensis თბილისშიც დარგეს ერთიორი ასეთი

    • Qilipa says:

      რავი ბევრი ვეძებე და ვერ მოვიძიე ვერაფერი, თუკი სადმე რამეს მივაგენი ტროპიკულიაო და ჰა…

  9. fiqro says:

    ხო, დაფოტოების უმერესობაზე ფერი მომატებულია

  10. ლამაზია

  11. დიდი არაფერი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: