სად გავერთოთ ქობულეთში?

გართობა ქობულეთში; ყველაზე მაგარი გასართობი ქობულეთში; ჭყონიას სასტუმრო; სტრეპტოციტი

ქობულეთში გატარებული 10 დღიდან, იდეაში, 2 მეტალ-ფესტისთვის უნდა მიმეძღვნა, 5 ჯაზ-ფესტისთვის და 3 დამესვენა ყველაფრისგან. მეტალ-ფესტის შესახებ გავიგე რო ჰედლაინერები არ ჩამოდიოდნენ, ორგანიზატორებმა ჩაისვარეს და მეც გადავიფიქრე 17-18-ში ბათუმში ჩასვლა… რა უნდა მეკეთებინა ჯაზ-ფესტის დაწყებამდე? ქობულეთში დავიწყე ადგილის ძებნა, სადაც კარგ მუსიკას მოვუსმენდი და მშვიდი გარემო იქნებოდა. ძიება-ძიებაში კი აღმოვაჩინე ძალიან მაგარი ბუნგალო ,,რიო” (Rio GNT), სადაც გრილა (იმიტომ რომ ბუნგალოა), რომელიც ახლოს იყო ჩემი სახლიდან (იმიტომ რომ ქობულეთის ცენტრალურ ნაწილში, სასტუმრო – ,,ჯორჯია პალასთანაა”), სადაც კარგი მუსიკაა (იმიტომ რომ კარგი ხალხი უკრავს) და რაც მთავარია – სადაც, იაფი ლუდია (3 GEL)…

დავდიოდი ,,რიო”-ში და სიამოვნებით ვუსმენდი სასიამოვნო მუსიკას. დაიწყო ჯაზ-ფესტივალი და ბათუმსაც მივეძალე, მაგრამ ყოველ ღამე, ბათუმიდან (ხაზს ვუსვამ ჯაზ-ფესტივალიდან) დაბრუნების შემდეგ, მაინც ,,რიო”-ს ვსტუმრობდით მე და ჩემი მეგობრები…

რას მოუსმენ განსხვავებულს ,,რიო”-ში?  აქ მოუსმენ იმას, რასაც სხვაგან მართლა ვერ ნახავ: ,,Everybody Needs Somebody” – ქართული ფოლკის ელემენტებით❤ ,,Toxic” და ,,Umbrella” პანკ-როკის სტილში. ეს 3 კომპოზიცია გამოვარჩიე იმიტომ, რომ ისინი აუცილებლად უნდა მოისმინოთ და ისიამოვნოთ ორიგინალური შესრულებით! გარდა ამისა ,,რიო”-ში მოისმენთ სხვადასხვა შემსრულებლის უამრავ ჰიტს, შესვენების დროს გაისერნებთ პლაჟზე პირდაპირ გამავალი კიბით, წამოწვებით შეზლონგზე, ან ჩაჯდებით უზარმაზარ გასაბერ სავარძლებში და დაისვენებთ…

,,Rio GNT” მდებარეობს სასტუმრო ,,ჯორჯია პალასის” მიმდებარე ტერიტორიაზე (აღმ. 275), ,,რიოს ბენდში” კი უკრავენ:

სვანი

ვალო

ყარალა (დათო)

მაღალა

ვინც იცნობთ და მოგისმენიათ მათი მუსიკა დარწმუნებული ვარ აუცილებლად მიხვალთ, ხოლო ვინც არ იცნობთ აუცილებლად უნდა გაიცნოთ და მოუსმინოთ ძალიან მაგარ, ხალისიან და პოზიტივის მომტან ბენდს😉

Rio's Band

ყარალა (დათო)

სვანი და ვალო

ვალო და მაღალა

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

11 Responses to სად გავერთოთ ქობულეთში?

  1. fsiQe says:

    ეგ კი, მაგრამ უფასო ინტერნეტიც რომ ქონდეთ კარგი იქნებოდა ^^ ფასიანი მაინც. ქობულეთში გინდა ჩირაღდნით ეძებე ინტერნეტიანი ადგილი:/

    • Qilipa says:

      ნუ ხო, ქობულეთში ინტერნეტი ,,ნავაროჩენ” სასტუმროებსაც არ აქვს

      • Stichoza says:

        ინტერნეტი ჭყონიას სასტუმროსთანაა, Room 107 ჰქვია, მგონი რაღაც საკონფერენციო დარბაზია. უკვე მესამე წელია მაგ WiFi-ზე ვარ მიტმასნილი🙂

  2. როდე says:

    ტოქსიკი :*

  3. levan ostaevi says:

    sagooool magaaaal😀

  4. Stichoza says:

    ერთი კარგი ადგილი ვიცი, პარაცეტამოლი თუ ანალგინი თუ რაღაც ეგეთი ჰქვია… ა, ხო, გამახსენდა, სტრეპტოციდი. მგონი არაა ცუდი.

    ხო, კიდევ რაღაც ბენდი უკრავდა თამარ მეფის ქუჩაზე (ბულვარს რომ ეძახიან აი ეგ ქუჩა) და ეგ რა ჯგუფი იყო ხომ არ იცით ვინმემ? Pink Floyd-ს, The Doors-ს, U2-ს და ა.შ. ჯგუფების სიმღერებს უკრავდნენ…

    • Qilipa says:

      სტრეპტოციდი დისკოტეკაა და სულ სხვა რაღაცაა, ამ მუსიკასთან შედარებით. თამარ მეფეა იმენნა ზღვის პირას რაცაა და მაგას ეკუთვნის იდეაში ეს ბუნგალოც. კაკრას რიოში უკრავენ Pink Floyd-ს, The Doors-ს, U2-საც, შენ თუ სხვას ამბობ ეგ აღარ ვიცი

  5. yvelaze yvelaze magrebii genacvalet :**************************

  6. Maru Canava says:

    roo ar dagetanxmo ar shemidzliaa… kargii musica kargi xalxii da kargi situaciaa iyoo …. bicheebii xoo saocraad kargebii da sayvarlebi ariaaan❤ …. yoovelii sagamo imit icyeeboodaa tu sad unda cavsuliyaviit da mogvesminaa normaluri musica da bolos mainc rio-shi mivdioodiit !!! me miyvars es xalxii !!!!

  7. Me Var says:

    მახსოვდა შარშან რაღაცა კარგი რომ გქონდა ქობულეთზე დაწერილი, მოვედი, მოვძებნე, ეს პოსტი ვიპოვე.
    ხო არ იცი ესენი წელსაც იქნებიან?😀 საიდან უნდა იცოდე მარა მაინც.

    • Qilipa says:

      წელს, სავარაუდოდ, ზღვისკენ არ გეგმავენ წასვლას. ამჟამად თბილისში უკრავენ ,,შარდენ თორმეტში”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: