დემოგრაფიული პრობლემა და მშობიარობის დაზღვევა

ქეთის პოსტში საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ, მოყვანილი იყო არაერთი სტატისტიკური მონაცემი, მათ შორის აღსანიშნავია:

,,სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში შვილების თაობა მათი მშობლების თაობის დაახლოებით 70-80%-ს განაახლებს. ამავე მონაცემებით, მსოფლიოში მხოლოდ 14 ქვეყანაა ასეთი დაბალი მაჩვენებლით.

,,გაეროს კვლევის მიხედვით თუ საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, მომავალი დემოგრაფიული პერსპექტივა ასეთია – თუ დღეს ჩვენი მოსახლეობა 4 436 400 კაცია,  2025 წლისათვის – 3,917 მლნ.-მდე, ხოლო 2050 წლისათვის – 2,985 მლნ.-მდე შემცირდება.

ბევრს ვფიქრობთ და ფიქრობენ სპეციალისტები თუ როგორ შეიძლება დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება და შობადობის გაზრდა… ბოლო წლებში მომატებული შობადობის ერთერთ მიზეზად, საზოგადოების ნაწილი პატრიარქის მიერ ყოველი მესამე ახალშობილის მონათვლის ინიციატივის გამოჩენას უკავშირებს.

საქართველოში კათოლიკოსმა “დემოგრაფიული სასწაული” მოახდინა, ამტიკეცბს დასავლური მედია. “ქორწინებისა და შობადობის სტატისტიკა საქართველოში იზრდება, მიუხედავად ომისა და კრიზისისა. ამ დღეებში ნაცნობმა ახალგაზრდა კაცმა, რომლის მოკრძალებული საოჯახო ბიუჯეტი ჩემთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, ფრიად გამაოცა სიახლით იმის შესახებ, რომ ის და თავის მეუღლე მესამე შვილს ელოდებიან. მან არ გაიზიარა ჩემი დაბნეულობა და მიმიხვდა რა უსიტყვო შეკითხვას, ბედნიერი ღიმილით სახეზე მომიგო: “არაუშავს სადაც ორი თეფში ლობიოა იქ მესამეც გამოიძებნება, სამაგიეროდ ბავშვს პტრიარქი მონათლავს”,- წერს BBC კორესპონდენტი.

GeorgiaTimes

ამ ინიციატივას გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგენიც, რომელთა აზრითაც ეს ყველაფერი სავალალო შედეგს მოუტანდა საქართველოს 20 წლის შემდეგ, როცა პატრიარქის ნათლულები ვერ შეძლებდნენ დაოჯახებას, არადა მათი რიცხვი უზომოდ დიდი იქნებოდა და რეალურად, ისინი უნდა ყოფილიყვნენ ქვეყნის პოტენციური გამმრავლებლები. ამ საკითხს ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ გავრცელდა საპატრიარქოს პასუხი:

საპატრიარქო პატრიარქის ნათლულთა შორის ქორწინების წინააღმდეგი არ არის, რადგან ისინი უწმინდესის ნათესავები გამოდიან და არა ერთმანეთის; პატრიარქის ინიციატივა ერში დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის მიზნით გამოითქვა. შესაბამისად, დაუშვებელია, რომ საწინააღმდეგო მოხდეს და ერის გამრავლებას ხელი შეეშალოს. საპატრიარქოში ასევე უარყოფენ აზრს, რომ მომავალში, თითქოს, მხოლოდ ერთი სქესის ბავშვები მოინათლებიან.  თუმცა კანონისტი დავით ჩიკვაიძის თქმით, საეკლესიო სამართლის მიხედვით, ერთი ნათლიის ნათლულებს შორის ქორწინება დაუშვებელია (VI მსოფლიო კრების 53-ე კანონი, მათე ვლასტარის სინტაგმის ასო (ბეტა), თავი მე-8). მასში პატრიარქის მიერ მონათლულთა საკითხი გამონაკლისის სახითაც არაა აღნიშნული.  – ეს წესი გავცრელდება მათზეც. თუმცა, სასულიერო პირთა შორის საუბარია, რომ რამდენადაც პატრიარქის ნათლობა უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს, შესაძლოა, გამოიცეს სინოდის გადაწყვეტილება ნათლულთა შორის ქორწინების შესახებ.

ჟურნალისტის დღიური

არ ვიცი რეალურად რამდენად ზრდის ეს ინიციატივა შობადობას საქართველოში, მაგრამ ცხადია, საკმარისი მაინც არ არის და სხვა გამოსავალი და ხელშემწყობი მიზეზებია საძებნი. ამ შემთხვევაში შევეხები მნიშვნელოვან ფაქტორს – უფასო მშობიარობის სისტემას (რაც არარეალურად მეჩვენება) და მშობიარობის ხელმისაწვდომობას…

მრავალშვილიანი ოჯახების რიცხვის კლება გადამწყვეტ გავლენას ახდენს საქართველოს დემოგრაფიულ მაჩვენებელზე. გაეროს პროგნოზები შემაშფოთებელია. ექსპერტების  ვარაუდით, ეს პროგნოზი იმ შემთხვევაში არ გამართლდება, თუ საქართველოში მშობიარობა უფასო გახდება და სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

გურია News

2010 წელს საქართველოში მშობიარობა 430 ლარიდან 1100 ლარამდე მერყეობდა და არც დღეს შეცვლილა ეს ფასები და პირობები… (იხ. პირობები და ფასები სხვადასხვა კლინიკებში). ბევრი ოჯახისთვის 430 ლარიც რთული გადასახდელია და დიდ პრობლემას უქმნის ბავშვის მომლოდინე წყვილს. ამ შემთხვევისთვის არსებობს სადაზღვევო პოლისები და სოციალურად დაუცველი ოჯახები სარგებლობენ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებით. თუმცა ამ პოლისის მიხედვით, თუ ადამიანი დაზღვევის გაფორმებამდე ორსულად იყო, არ უნაზღაურდება მშობიარობა. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, არც ყველა სადაზღვევო კომპანია ასრულებს თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად:

,,არის ბევრი სადაზღვევო კომპანია, რომლებსაც ყველა სამედიცინო დაწესებულებასთან და, მათ შორის, ჩვენთან აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება. მათ ადგილობრივ ოფისებს ვაწვდით თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ნუსხას. მიწოდებიდან 15 დღეში, ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს თანხა უნდა ირიცხებოდეს ჩვენ საბანკო ანგარიშზე. როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს ასე არ ხდება. არ დავასახელებ სადაზღვევო კომპანიას, რომელსაც ყოველდღე უშედეგოდ ვურეკავთ, რომ თანხა აგვინაზღაუროს.” – აცხადებს ოზურგეთის სამშობიარო სახლის დირექტორი დავით მდინარაძე.

გურია News

ბოლო დროს აქტუალური გახდა ,,ალდაგი ბისიაის” ე.წ. ,,ინოვაციური” პროდუქტი ,,დაეზღვიე როცა გჭირდება” რომლის შინაარსიდანაც ვიგებთ: ,,პირველად სადაზღვევო ბაზარზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მშობიარობა დააზღვიოს ორსულობის პერიოდში, (6–თვემდე) ხოლო სადაზღვევო პრემია გადაიხადოს ეტაპობრივად, თვეში ერთხელ.” – მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიმზიდველად ჟღერს ეს სარეკლამო ციტატა, უნდა აღვნიშნო რომ რეალობა სულ სხვანაირია და ბევრი ადამიანი შედის შეცდომაში. ერთერთმა ფორუმელმა დაწვრილებით გაარკვია ამ პროდუქტის პირობები და აღმოჩნდა, რომ ეს დაზღვევა ანაბარს ან საკრედიტო სესხს უფრო ჰგავს:

ორსულების დაზღვევას რაც შეეხება ეს უფრო ანაბარივით გამოდის ვიდრე დაზღვევა, მეც დაინტერესებული ვარ და აი რა გავარკვიე: დაზღვევა შესაძლებელია ორსულობის მეექვსე თვემდე, დაზღვევის პერიოდისთვის ორსულობის ვადა აკლდება 9 თვეს და დარჩენილ თვეებში ყოველ თვე უნდა გადაიხადოთ ფიქსირებული თანხა, იმის მიხედვით თუ სად აპირებთ მშობიარობას, პალატა რა ღირს, ფიზიოლოგიური იქნება თუ საკეისრო ანუ თუ ქალბატონი მივიდა ორსულობის მესამე თვეზე დანარჩენი ექვსი თვე ყოველთვე შეაქვს ალდაგის ანგარიშზე სრულად დასაფარი თანხა გაყოფილი თანაბრად ( ე.ი. მესამე თვეზე ორსულმა ზუსტად უნდა იცოდეს სად მშობიარობს. რა ღირს პალატა და რაც მთავარია მშობიარობა ფიზიოლოგიური იქნება თუ არა ,რაც ხშირად წინასწარ გაურკვეველია ) ანუ რა ბანკში შეგიტანია ეს თანხა და დაგიგროვებია და რა ალდაგში, მაგრამ ერთადერთი “პლიუსი” აქვთ გადასახდელი თანხა კერძო პირის შემთხვევაში მეტია, ხოლო თუ დაზღვევა იხდის ნაკლები 1000 ლარის შემთხვევაში სადღაც 100 ლარით.

Forum.ge

ანუ, რეალურად, ამ პაკეტით დაზღვეულ ადამიანს სადაზღვევო კომპანია კი არ უნაზღაურებს მშობიარობის ხარჯებს, არამედ თავად უწევს ყველაფრის გადახდა, უბრალოდ მისაღები ,,განვადების” პირობებით…

რაც შეეხება პროდუქტის ,,ინოვაციურობას” – ,,პირველად სადაზღვევო ბაზარზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მშობიარობა დააზღვიოს ორსულობის პერიოდში, (6–თვემდე)” – არც ეს ფრაზაა ზუსტი და ჭეშმარიტი, რადგან როგორც გავარკვიე, საქართველოში უკვე დიდი ხანია სადაზღვევო კომპანია ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” აქვს მსგავსი და უკეთესი პოლისიც კი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ თვეში მყოფ ორსულ ადამიანს სრულად აუნაზღაურდება მშობიარობის ხარჯები.

სხვა სადაზღვევო კომპანიებისგან ვერ მოვიძიე მშობიარობასთან დაკავშირებული პოლისების საინტერესო პირობები და გადავწყვიტე მხოლოდ ამ სადაზღვევოზე მესაუბრა…

მოკლედ, ძალიან გამიგრძელდა პოსტის წერა, მაგრამ იმედი მაქვს რაღაც ინფორმაციის მომცემი და გამოსადეგი მაინც იქნება თქვენთვის… დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად კი ჯერ კიდევ ბევრია საფიქრი და გასაკეთებელი…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

10 Responses to დემოგრაფიული პრობლემა და მშობიარობის დაზღვევა

  1. knuti says:

    კარგად ვერ გაგირკვევია ,ქილიფ, ალდაგის დაზღვევის პირობები, თორემ ასე არ დაწერდი🙂
    თუ გაინტერსებდა მოგემართა და აგიხსნიდი დაწვრილებით./
    ბევრ ფაქტი ალდაგის დაზღვევასთან დაკვშირებით გამორჩენილია. მაგალიტად ის, რომ მედიქ ქარდ ბეიბი სთავაზობს ორსულ ქალბატონებს მშობიარობის და მისი შემდგომი გართულებების დაზღვევას.
    ამ ბარათის მეშეობით ისინი მცირე, ყოვეთლვიური შენატანით იხდიან მშობიარობის საფასურს,დამატებით სარგებლობენ 1 500 ლარიანი ლიმიტით მშობიარობის შემდგომ გართულების დაზღვევაზე,
    არც ისაა, სწორი, რომ თითქისდა ინოვაციური პროდუქტ არაა და სხვა კომპანიას ჰქონდა აქამდე.

    ეს დაზღვევა ინდივიდუალური პირებისთვისაა განსაზღვრული. შენს მიერ მოყვანილი, სავააუდოდ კორპორატიული კლინეტებისთვის🙂
    ინფორმაცია გადაამოწმე ხოლმე… და ფორუმზე მოთხრობილ ისტორიებს ნუ დაეყრდნობი. რადგან იქ (საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდი), რომ ზე–დაბოღმილი ხალხი პოსტავს უაზრობებს, სულ რომ სამუსაო შესტავზო, აქეთ გლანძღავენ.

    • Qilipa says:

      მე მშობიარობის ფასზე ვწერდი და გართულების შემდგომი 5 000000-იანი დაზღვევაც არ შველის დემოგრაფიას. რა თქმა უნდა არც ესაა უმთავრესი პრობლემა ამ ამბავში, მაგრამ რაღაც კავშირი მაინც აქვს, გართულების შემდგომი დაზღვევა კი 100-დან შესაძლოა 5 ბავშვს დაჭირდეს სულ… ანუ მაგ პაკეტის პლიუსი ნამდვილად ვერაფერია ეგ 1 500-იანი ,,სამომავლო” ლიმიტი.

      ანუ განვადების პონტი როა რეალურად ეგ დაზღვევა ტყუილი მიწერია? რა შუაშია დაბოღმილი ფორუმელები?🙂

      • knuti says:

        დამიჯერე, ბევრისთვის დიდი შეღავათია ის 100 ლარიც და ყოველთვიური გადახდა :)) რადგან მშობიარობა ძვირი სიამოვნებაა საქართველოში.

        5 ბავშვს კი არა, 5 დედას ქილიფ. მშობიარეებისთვისაა ეს დაზღვევა. მოგეხსენება, მშობიარე ქალს ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაურთულდეს მდგომარეობა და რაც არ უნდა ქილიკურად მოიხსენიო ის “სამომავლო” ლიმიტიც დიდი შეღავათია.

        დაბოღმილი ფორუმელები იმ შუაშია, რომ ამბის გარკვევისას მათ არ უდნა დაეყრდნო🙂

  2. Qilipa says:

    მითუმეტეს თუ დედებზეა🙂 კი ბატონო შეიძლება შეღავათიც მართლა კარგია და ნაწილ-ნაწილ გადახდა, მარა კი იცი რასაც ვუსვამ მე ხაზს🙂 ანუ იმას რომ 90%-ისთვის სიტყვა დაზღვევა ასოცირდება მთლიანად სადაზღვევოს მიერ გადახდილ ხარჯებთან, ანუ რეკლამის შემხედვარე ხალხი მოტყუებულია და გონზე არაა, რო მთელ ფულს მაინც თვითონ იხდის და სადაზღვევო ამ შემთხვევაში კრედიტორის როლს ასრულებს ბანკის პონტში.

    ისე, კი უმრავლეს შემთხვევაში ფორუმზე და ბლოგზე წაკითხული ამბავი უფრო სანდოა ჩემთვის,მ ვიდრე საინფორმაციოს სააგენტოებიდან და ტელევიზიიდან გაგონილი🙂 :წმინდასისხლისბლოგერი: :დ

    • ამ ბოლო კომენტარის დალაიქება მინდოდა :))) მომხმაარებლის პოზიციაა ჯერ მთავარი, როგორ აღიქვამს, როგორ გამოსცადა თავის თავზე და შემდეგ კომპანიის თავის მართლება. აბა კომპანია თვითონ ხომ არ მოიჭრის კუდს? ბუნებრივია მრავლი ადამიანის მიერ ყველა სიტყვა აწონდაწონის და კარგად შეფუთულს მოგაწვდის😀 შემდეგ, ცალმხრივ კრიტიკას შეუფრდებ და გამოიყვან საშუალოს.

      კრგი პოსტია, დაზღვევა-მშობიარობა-ბავშვის გაზრდის ფასებსა და პატრიარქის ნათლულებზე მეც დიდი ხანია მინდოდა და ვერ მოვაბი ინფორმაციის თავმოყრას თავი.

      შენ ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე არ გიწერია, რაც არ უნდა გენდერულ-ფემინისტურად ჟღერდეს – ქალთა შრომითი უფლებები. დღეს უკვე ის მდგომარეობაა, როცა მრავალი შვილის არყოლის ინიციატორი კაცი კი არა, ქალია.
      არცერთ დედას არ უხარია, შვილს რომ მხოლოდ საღამოს ნახულობს და ბავშვს ძიძა უფრო უყვარს, არც ის უხარია, ორსულობის ბოლო დღემდე სამსახურში რომ დადის და შემდეგ მხოლოდ 4 თვე აქვს შვებულება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებული, უვადოკონტრაქტიანი სამსაური აქვს. ხელფასს მაშინ უნარჩუნებენ, თუ დამქირავებელი მდიდარია ან საკუთარი HR policy აქვს და კარგი თანამშრომლის დაკარგვას ურჩევნია 4 თვე სრული ხელფასი უხადოს. სხვა შემთხვევაშჲ 600 ლარი კომპენსაცია, მოკლევადიანი კონტრაქტის შემთხვევაში კი – შეიძლება სამსაურის დაკარგვაც. ვაიდა ამასობაში რეორგანიზაცია მოხდეს, შეიძლება საერთოდ დარჩეს გარეთ. უსამსახუროდ დარჩენილი ქალი კი დღეს არც საკუთარი თავისთვისაა კარგი და არც ზურგზე ოჯახაკიდებული ქმრისთვის. ახლა წარმოიდგინე, რამდენი ფული მიდის ძიძის, ექიმის, წამლების, პამპერსების, სათამაშოების ხარჯში?

      1 შვილს თუ მოაბა ოჯახმა თავი, მეორეზე კაი ხანს აღარ ფიქრობს. საერთოდ არ მიკვირს. ისევ სოფელი ტუ გადაგვარჩენს, სადაც შემოსავალი პირდაპირპროპორციულია ოჯახში ფიზიკურად მშრომელი ადამიანების რაოდენობისა. თუმცა სოფელში აღარც ხალხია და ვინცაა იმათაც მამაპაპისეულ მიწებზე საკუთრების უფლების დადასტურება ისე უჭირთ, ცოტა ხანში დასამუშავებელი აღარაფერი შერჩებათ. აი ასე🙂

      • Qilipa says:

        ხო, მაგაზე არ მიფიქრია და მართლა სერიოზული პრობლემაა ეგეც. ჩვენთან ხომ სამსახურების უმრავლესობა თანამშრომლის ექსპლუატაციას ეწევა მაქსიმალურად და თუ რომელიმეს ადამიანური პრობლემა აღმოაჩნდა მაშინვე ჩამოწერენ – ,,ამას დამიხედეთ, მთლად რობოტი არ ყოფილა, რაღაც ადამიანურიც აქვს და ასეთი რად გვინდაო”…

  3. Pingback: დემოგრაფიული პრობლემა და მშობიარობის დაზღვევა | მე, რეპორტიორი

  4. Pingback: დემოგრაფიული პრობლემა და მშობიარობის დაზღვევა | მე, რეპორტიორი

  5. Pingback: დემოგრაფიული პრობლემა და მშობიარობის დაზღვევა | მე, რეპორტიორი

  6. falestra says:

    ra dazgvevazea laparaki, umetesoba sxvatashoris sajaro struqturebshi samsaxurshi migebaze uars eubnebian axaldaojaxebul kalebs pirdapir im mizezit rom ” shen sanam shvilebs gaachen da a.sh. sad gdioto…”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: