ტაქსით იაფად მგზავრობის “საიდუმლო”

ცხოვრებაში არასდროს გავყოლილვარ ტაქსის ისე რომ მერე “ორპადიეზდიან” კორპუსებში სირბილით სული ამომხდომოდა, არასდროს უფასოდ არ მითხოვია ტაქსისთვის გამიყოლეთქო, არც არასდროს “გამიტრაკებია” არცერთი ტაქსისტისთვის და საერთოდაც ვთვლი, რომ პატიოსანი მგზავრი ვარ, თუმცა ერთად ერთხელ მახსოვს შემთხვევა, როცა ზომაზე გვარიანად მეტი “გამომტყუა” ტაქსის მძროლმა, და ისიც იმიტომ, რომ მახლდა ახლანდელი ჩემი მეუღლე და მისი ნათესავი, ამიტომაც მთელი ძალისხმევა ვერ ჩავაქსოვე იმ კონკრეტულ შემთხვევაში. დანარჩენ შემთხვევებში, ჩემი წესების მიხედვით ვმოქმედებ და არც თუ ისე ცუდად გამომდის ტაქსის მძღოლის დაყოლიება ისეთ მიზერულ თანხებზე, რაზეც ხშირად მერე გვეცინება ხოლმე მე და ჩემ თანხმლებლებს.

უშუალოდ წესებზე გადავალ და ჯერ ჩამონათვალი გავაკეთოთ, შემდეგ კი ავხსნათ რა და როგორ მოქმედებს მძღოლზე.

წესი №1. არასდროს მიხვიდე იმ ტაქსისტთან, რომელიც ისედაც გაჩერებული იყო და შენ არ გაგიჩერებია.

  წესი №2. არასდროს აგრძნობინო ტაქსისტს რომ გეჩქარება, სანამ თანხაზე არ შეუთანხმდები.

  წესი №3. არასდროს კითხო ტაქსისტს თუ რამდენს ითხოვს თვითონ, ყოველთვის შენ შესთავაზე თანხა.

  წესი №4. არასდროს დაჯდე მანქანის სავარძელზე, სანამ თანხაზე არ შეთანხმდებით.

  წესი №5. ყოველთვის გააღე მანქანის კარი და ისე ესაუბრე მძღოლს და არა ჩაწეული მინის უკნიდან.

  წესი №6. იყავი ყოველთვის ზრდილობიანი და დატოვე კულტურული ადამიანის შთაბეჭდილება მძღოლზე (თუნდაც ეს ასე არ იყოს ).

ეს ის წესებია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაიცვა. ახლა სათითაოდ განვიხილოთ წესები და შემდეგ კი უშუალოდ ვაჭრობის ეტაპებზე გადავიდეთ.

ზემოთ ჩამოთვლილი წესების არგუმენტირება

 წესი №1 თითქმის 100%-ით გამართლებულია, რადგან ტაქსი, რომელიც ადგილზე დგას და ელოდება კლიენტს, ა) ესეიგი მას არც თუ ისე კარგი დღე ჰქონდა, განიცდის საწვავის ნაკლებობას და აუცილებლად მოგთხოვს ზომაზე გაცილებით მეტს, რათა “კბილები კარგად მოიქავოს”. ან ბ) მას ადგილზე დგომით ფული არ ეხარჯება და შენიმომსახურებიდან დარჩენილ კაპიკებს ურჩევნია მხოლოდ ის კლიენტი წაიყვანოს, რომელსაც გაცილებით მეტს გადაახდევინებს. და გ) თუ ეს ტაქსი შენ არ გაგიჩერებია (ანუ სხვამ გააჩერა ვერ მოურიგდა მძღოლს და შემდეგ მიხვედი შენ), მაშინ ჩათვალე, რომ შენზე წინ მისული კლიენტიც შენსავით ცდილობდა იაფად მგზავრობას და არ გამოუვიდა, თანაც მძღოლი უკვე გაღიზიანებული იქნება და არ ღირს მასთან საუბარი.

  წესი №2 თუ მძღოლი მიხვდა რომ გეჩქარება, მაშინ ის ოდნავ მაღალ თანხას დაგისახელებს, რადგან შენ დროში იწვები და დიდი შანსია დაგითანხმოს.

  წესი №3 რამდენჯერაც არ უდნა იმგზავრო ტაქსით, იცოდე რომ მძღოლი შენზე გაცილებით გამოცდილია და თუ შენ ცდილობ რომ იაფად იმგზავრო, ის საწინააღმდეგოს ცდილობს, ამიტომ მისცემ თუ არა თანხის დასახელების უპირატესობას, ის იმაზე ოდნავ მეტს გეტყვის, ვიდრე აწყობს, შემდეგ მიზერულ თანხას დაგიკლებს, თითქოს გაგახარებს და თავისი მომგებიანი სვლით გახარებული მიგიყვანს დანიშნულების ადგილამდე.

  წესი №4 თუ ჯერ კიდევ არ შეთანხმებულხართ თანხაზე და სავარძელზე დაჯდებით,მძღოლი უკვე თვლის რომ მის სამფლობელოში ხარ და თამამად გადმოვა “შეტევაზე”, შენ კი თავდაცვითი პოზიციიდან ყაიმამდე თუ მიხვალ, რაც დამიჯერე შენზე მეტად ტაქსისტს გაუხარდება, რადგან შენი აზრით “ყაიმი”, მისი გამარჯვებაა.

  წესი №5 თუ არ დაიზარებ, გააღებ კარს და აუჩქარებლად დაიწყებ საუბარს, უკვე კოზირი გიჭირავს, რადგან შენ არსად გეჩქარება + ხარ თავაზიანი და ისიც თავს ვალდებულად ჩათვლის თავაზიანადვე გესაუბროს, გარდა ამისა შენი სიდინჯის გამო მას საწვავი ეხარჯება და ჩქარობს, რომ როგორმე შეთანხმდეთ, რის გამოც იოლად შეიძლება დათმოს პოზიციები.

 წესი №6 როდესაც ადამიანს უხეშად ექცევი, ის გარდა გაწეული სამსახურისა, ქვეცნობიერად თვლის, რომ დამატებით ეკუთვნის თანხა იმაში, რომ შენ გაგიძლო და ზუსტად ამ “დამატებით” თანხას ამატებს თავშივე, ხოლო საპირისპირო საქციელის შემთხვევაში, ის თვლის რომ შენგან ისედაც დავალებულია ასე თბილად და კულტურულად რომ ესაუბრე და დაბალ თანხაზე დაყოლიებაც გაცილებით გაგიიოლდებათ.

 ახლა კი უშუალოდ ვაჭრობის ეტაპზე გადავიდეთ.

ვაჭრობის ეტაპი

 ეტაპი №1  არ ხვდებით ტაქსს გაღიმებული, მაგრამ გააჩერებს თუ არა, აღებთ კარს და იღიმით პირველადი დადებითი განწყობის შესაქმნელად.

 ეტაპი №2  ესალმებით მაგალითად ასე “გამარჯობათ”, ვიცი რომ ქართულად გამართული ფორმა არაა, მაგრამ უმეტესობამ ეს არ იცის და გაცილებით სიამოვნებთ, ვიდრე მისალმების ისეთი ფორმები, როგორებიცაა “გამარჯობა”, “გაუმარჯოს”, “პრივეტ”, “ბარო”, “დრასტი” და მსგავსი სისულელეები.

 ეტაპი №3 ღიმილი. ისევ ღიმილია აუცილებელი, თუმცა ამჯერად უფრო თამამი, ხალისიანი და იუმორში გარდამავალი ღიმილი, რადგან მთელმა საუბარმა ხომ ხალისიანად უნდა ჩაიაროს და ხომ მასაც უდნა ეგონოს რომ კარგად “ივაჭრა”.

 ეტაპი №4 მიახლოებითი მისამართი და საწყისი თანხა. მაგალითად თუ გინდათ რომ გახვიდეთ გლდანის მე-8 მ/რ-ში, ეუბნებით: “გლდანში X ლარად გამიყვანთ?” (ეს პირობითი X ლარი უნდა იყოს იმ თანხაზე 1 ან 2 ლარით ნაკლები,რამდენადაც გინდათ რომ საბოლოოდ იმგზავროთ), შემდეგ ოდნავ პაუზას აკეთებთ და სანამ ის გკითხავთ თუ რომელ მიკროში გინდა ასვლა, მანამდევე ეუბნები “მე-8 მიკროში მინდა”.

 ეტაპი №5 შემოთავაზებული თანხის უარყოფა და მისამართის კონკრეტიზაცია.  თქვენი შეთავაზების შემდეგ როგორც წესი ტაქსისტი შემოგთავაზებთ რამდენიმე ლარით მეტის გადახდას, რაზეც თქვენ უარს ეუბნებით და უმალ უხსნით ზუსტ მისამართს ისე, თითქოს ის გაცილებით ახლოსაა, ვიდრე მძღოლს წარმოუდგენია. მაგალითად თქვენ გინდათ 4 ლარად მოხვდეთ გლდანის მე-8 მ/რ-ში, სთავაზობთ 3 ლარს, შემდეგ ის გეუბნებათ 5, 6 ან 7 ლარს, თქვენ კი  თუნდაც ასეთი სისულელით შეგიძლიათ დაუკონკრეტოთ მისამართი: “6 ლარი? არა მე გაზეთების გასაყიდ ჯიხურთანვე მინდა მე-8 მ/რ-ში (თითქოს ეს გაზეთების გასაყიდი ჯიხური ყურის ძირში იყოს)”.

 ეტაპი №6 მეორადი შემოთავაზების უარყოფა და იმიჯის წარმოჩენა . მეორადად შემოთავაზებული თანხა შეიძლება იგივე იყოს რაც პირველი, ან ოდნავ დაბალი, მაგრამ მერწმუნეთ, ოდნავ თუ დააკლო ფასი, ესეიგი კიდევ შეიძლება დააკლოს. თუ წინა მაგალითს გავყვებით, მან შეიძლება ისევ 6 ლარი შემოგვთავაზოს, ან შეიძლება 5 ლარზეც ჩამოვიდეს. ორივე შემთხვევაში უკვე შეიძლება ჩვენი “დაზოგილი” 1 ლარიც ჩავრთოთ საქმეში და თუ 4-ად გვინდოდა მგზავრობა და 3 შევთავაზეთ, ახლა უკვე შეგვიძლია ვუთხრათ: “მაქსიმუმ 4 ლარი შემიძლია, მეტს ვერ გადავიხდი, ზუსტად მაქვს გათვლილი”. ამ ფრაზით თქვენ თითქოს მის სასარგებლოდ დათმეთ პოზიცია და თან მოწესრიგებული ადამიანის იმიჯს იქმნით, მიანიშნებთ რომ განა მეტი ფული არ გაქვთ, უბრალოდ ყველაფერი გათვლილი გაქვთ და მეტს ვერ გადაიხდით. თან წინასწარ ირიდებთ უხერხულობას იმ შემთხვევისთვის, როცა წინასწარ ეუბნები მძღოლს რომ 4 ლარზე მეტი არ მაქვსო და ჩასვლისას 5 ლარიანს აწვდი.

 ეტაპი №7 კიდევ ერთი, თხოვნისმაგვარი შეთავაზება. თუ ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეთ საწადელს, მაშინ უკვე თხოვნისმაგვარი კილო უნდა ჩართოთ ვაჭრობაში და აჩვენოთ მძღოლს რომ თქვენ, მიუხედავად იმისა რომ კულტურული, მოწესრიგებული, საქმიანი, ზრდილობიანი, გახსნილი და მხიარული ხართ, ჯერ ერთ პოზიციას თმობთ და ფასს ზრდით, ახლა კი თხოვნაზე გადადიხართ და თითქოს ქედს იხრით. მაგალითისთვის ასეთი ტექსტი ურიგო არ იქნებოდა: “მართლა არ შემიძლია 4 ლარზე მეტის გადახდა და იქნებ გამიყვანოთ? თან ისევ იღიმით, ოღონდ უკვე სევდანარევი ღიმილით.”

თუ ზემოთ ჩამოთვლილმა წესებმა და ეტაპებმა არ იმოქმედა, მაშინ უნდა დაემშვიდობოთ მძღოლს, დახუროთ კარები და შემდეგი ტაქსი გააჩეროთ.

დაზოგეთ ფული და ნუ დაიზარებთ 2-3 ტაქსის ზედიზედ გაჩერებას!

პოსტის ავტორი ნიკა გელაშვილი

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

30 Responses to ტაქსით იაფად მგზავრობის “საიდუმლო”

  1. tamara says:

    ვცადო, ერთი🙂 გაჩერებისა და ღიმილის პუნქტს კი ვიყენებდი აქამდეც, მაგრამ ტაქსის მძღოლები ყოველთვის უნამუსოდ მატყავებენ, ერთ-ორ ნამუსიან მათგანს თუ არ ჩავთვლით🙂

  2. ბრააავოოოოო!!! მართლა მაგარი სტატიააა!! უუგენიალურესი!!!!

    ერთი პუნქტის გარდა ყველას ვიყენებდი ეხლა იმასაც ჩავამატებ : )

    • Qilipa says:

      რომელია ეგ შენთვის ახალი პუნქტი?🙂

      • წესი №5. ყოველთვის გააღე მანქანის კარი და ისე ესაუბრე მძღოლს და არა ჩაწეული მინის უკნიდან. – anu amaze yuradgeba arasodes gamimaxvilebia, rogorc gamodioda situaciis mixedvit ise viqceodi exla mizanmimartulad vimoqmedeb😀

  3. მთავარი პუნქტი აკლია მანდ,
    პატარა ტაქსი უნდა გააჩერო, ნაკლებს წვავს ვიდრე მერსედესები და მბვ-ები და უფრო იაფად გაყავხარ. გაზის ტაქსს თუ იცნობ როგორმე გარედან, მთლად უკეთEსი😀

    პ.ს. იმედია გლდანში 4 ლარად პირობითად იყო და ცენტრიდან გლდანამდე მართლა 4 ლარად არ აბამს ამ წერილის ავტორი ტაქსისტებს😀 თორე ტაქსისტების უფლებების დაცვას დავიწყებ ახლა😀

    • Qilipa says:

      :))))) უფლებები უნდა დავიცვათ, მარა მე ტაქსისტი შემხვდა, რომელმაც გლდანიდან აფრიკაში გამომიყვანა 8 ლარად🙂 რაც ბევრად დიდი შეღავათია ვიდრე გლდანიდან ცენტრამდე 4 ლარად გაყვანა… მოკლედ, არსებობენ კარგი ტაქსისტები და ჩასაყლაპი ტაქსისტებიც🙂

    • tamara says:

      მე როგორც მითხრეს, ამ მერსედესების აბსოლუტურუ უმრავლესობა გაზზეა🙂

      • Qilipa says:

        კი ეგრეა ნამდვილად.

        მარა მე მერსედესი არ შემხვედრია, აუდი იყო და ჩემი თანდასწრებით ჩაასხა 10 ლარის ბენზინი ვაიდა არ მეყოს აფრიკამდეო… უბრალოდ ეს კაცი ქველმოქმედი იყო და მეტი არაფერი❤

  4. Lord Vader says:

    ძუძუ უჩვენე და უფასოდ წაგიყვანს.
    არა?

  5. კარგია🙂 თუმცა იმედია ამ პოსტს არ კითხულობენ😀
    №3-ის გარდა ყველაფერს ვასრულებ. ვეცდები, ეგეც შევასრულო.🙂

  6. Chiamaria says:

    რამდენ წესს ვარღვევდი თურმე🙂

  7. CGsaba says:

    ყველა წესს ზუსტად ასე ვემროჩილები, ინსტიქტურად, მარტო წესი ნ 5 არ მოსმვლია აზრად.
    ამის შემდეგ გავაღებ ხოლმე კარს და ისე გავესაუბვრები.
    ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვამბბო რომ 100 % სიამრთლეა ეს პოსტი.
    ჩვენც კამყოფილები ვართ და ტაქსის მძღოლიც.

  8. Lado Lomidze says:

    აუ, რამდენი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდოდა და თავი ვერ მოვაბი რა :დ
    ყოჩაღ ნიკას.. : )

    კარებს მაშინ არ ვაღებდი ხოლმე, როცა ფანჯარა ჩაწეული იყო.. დალშე სულ გამარჯობით და ღიმილით ვესაუბრებოდი და ჩემს თანხას ვთავაზობდი : )

    ყოველთვის ვცდილობ ოპელი გავაჩერო ხოლმე.. 90% გაზზეა და შესაბამისად ნაკლებს მთხოვენ… ასე დავდივარ ხოლმე დ.დიღმიდან ცენტრამდე 5 ლარად და პირიქით : )

    გარდა ამისა, ერთი მთავარი ნიუანსი, რომელსაც ყოველთვის ვაყოლებ ხოლმე … “მეტის საშუალება არ მაქვს და თუ შეგიძლია ,…”

    აქცენტს ვაკეთებ საშუალების ქონაზე და არა ზუსტად ქონაზე, თორე ვაიდა მართლა 4 ლარად გავდიოდე და 5იანი მივაწოდო, მაშინ მართლა უხერხულ სიტუაციაში ვიქნები… სიტყვა “საშუალების” გამოყენებით კი ვახვედრებ, რომ ის ლარიანიც კი მნიშვნელოვანია ჩემთვის :დ

  9. ninuca ♥ says:

    კარგია ♥

  10. akunkula says:

    ჩემი მეუღლეოო
    თუ მომელანდა
    არა, ცხელა რა

    • Qilipa says:

      ყურადღებით და ბოლომდე უნდა იკითხო ხოლმე პოსტები :პ

      • katek84u says:

        აუ მეც ეგ მომხვდა თვალში. ეგრევე შენს ფბ-ში შევედი relationship status-ის სანახავად და უკვე შეგუებული ვიყავი იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანი მოვლენა გამომეპარა.

        ხოოოოდა, მერე პოსტის ბოლოს ჩავედი😀

  11. ქალ მძღოლებზეც (ტაქსის) გადაგეკრა ერთი-ერი სიტყვა ;დ

    • Qilipa says:

      მაროოოო, შენც იგივეს გეტყოდი ბოლომდე რო წაგეკითხა პოსტი ნახავდი რო გესტ პოსტია და სავარაუდოა რომ ამის ავტორი უკრაინელ ტაქსისტ ქალთან ერთად არ მჯდარა მანაქანაში :პ :დ

  12. Lord Vader says:

    მაგარი იდეაა ფლეშმობისთვის: დაანახე ტაქსისტს ძუძუ.

    • Qilipa says:

      საქართველოში? – ჩავიქირქილე და ლომურ კერტზე მოვისვი ბრჭყალი

  13. katek84u says:

    წესებიდან ყველას ვითვალისწინებ, გარდა მეორისა. როცა მეჩქარება, 10-ს 10 აკლია და 10-ზე სამსახურში უნდა ვიყო, ძალიან ძნელია ტაქსის მძღოლთან ვაჭრობა.

    ვაჭრობის ეტაპებს რაც შეეხება, ძალიან კარგი რჩევებია.
    მადლობა პოსტის ავტორს და მადლობა ბლოგის ავტორს, რომ ასეთი პოსტი არ “დაკარგა”.

  14. geoaria says:

    იმდღეს მეჩქარებოდა ძალიან, გავაჩერე ტაქსი და ვკითხე რამდენად წამიყვანთქო… იმან შენ რამდენად გინდაო? მეთქი სამად წამიყვან? აუ 4 იყოსო.. ჯანდაბა მეთქი ოღონდ სწრაფად… მივედით დანიშნულების ადგილას და ვაწვდი ხუთლარიანს.. და მძღოს ჯიბეში ორლარიანების გარდა არაფერი ქონდა… :დ დაიწყო თვალებით მაღაზიის ძებნა დავახურდავებო,მარა მეთქი ძალიან მეჩქარება! :დ

    მაინც სამლარად წავედი ^^ :დ

  15. Rom says:

    მაგარი პოსტია ძალიან,თან ჩემთვის საკმაოდ აკტუალური იმიტომ რომ ახლობლებში ტაქსების დაჭერის ოსტატად ვითვლები ) ძირითადად გეთანხმები ყველაერში, თუმცა ერთი მომენტი მაინც გეპარება. ინდივიდუალურ მიდგომას ვგულისხმობ. Mass -მიდგომასთან განსხვავებით, თუ დასპეცდი ტაქსების სეგმენტაციაში 1-2 ლარს ეკონომიას გააკეთებ ზევიდან.

    ტაქსების მძღოლების სეგმენტაცია შესაძლებელია:

    მანქნის მარკის მიხედვით – ცნობილი კონცერნი – ჩვეულებრივი ”ტაჩკა”, დიდძრავიანი – მალოლიტრაჟკა, სედანი – ჰეჯბეკი,
    მანქნის ვიზუალის მიხედვით – დამტვრეული,დაფხაჭნილი. ჭუჭყიანი – სუფთა. კაი დისკებზე – ან არა.

    ეს სანამ გააჩერებთ. შემდეგი ეტაპი – მძღოლი

    კარებს გააღებთ თუ არა ეგრევე ნუ დაიწყებთ ლაპარაკს,ჯერ დაათვალიერეთ კაცი. აპარსულია თუ არა, რა ტანსაცმელი აცვია, მანქანა შიგნიდან როგორ გამოიყურება- მოვლილი ჩანს თუ არა. შემდეგ,დასკვნას რომ გამოიტანთ,შეუდექით საქმეს.

    წესებს 3 და 6 -ს არ ვეთანხმები. ბოლოს ძალიან გახშირდა ახალბედების ან სოფლიდან ჩამოსული ხალხის ”გატაქსისტება” ასე რომ,ზოგჯერ ”გამარჯობა”-ს ”ბარო”-ც ჯობია ) პლიუს ამასთან თუ პირველი შესახედიდან მიხვდები რომ არც თუ ისე გამოცდილია,შეგიძლია არიფულად ჰკითხო – რამდენად გამიყვან-ტქო?? მასე ზოგჯერ ჯეკპოტები მომიხსნია ))

    პლიუს ამასთან კიდევ ერთი წესი – თუ მძღოლს 4 ლარად შეუთანხმდით სადმე წასვლაზე,თან ზუსტად 4 ლარი იქონიეთ,თორემ 5იანის ან 10 -ის მიწოდების შემდეგ მძღოლს შეიძლება ლარიანი არ ”აღმოუჩნდეს”.

  16. ალექსანდრე says:

    მაგარი პოსტია! ორ რამეს დავამატებ: გაზზე მომუშავე ტაქსებს წინა, საქარე მინაზე როგორც წესი რაღაც აქვთ ხოლმე დაკრული. გამოძახებული ტაქსები ხშირად ბევრად იაფია ვიდრე ქუჩაში დაჭერილი.

  17. “გამარჯობათ” დიახაც, რომ გამართული ფორმაა …

  18. პირველ წესში ერთი უზუსტობაა, შეიძლება უბნის ტაქსია და მისი გასვლის წერტილი სწორედ ეს არის.

  19. sof.. says:

    იშვიათად ვმგზავრობ ტაქსით, მხოლოდ ძალიან გამოუვალ შემთხვევებში. ერთხელ ინფექციურთან გავაჩერე, გაგარინის მოედნამდე მინდოდა. 3 ლარი მომთხოვა. ღამე იყო აღარ დავუწყე ვაჭრობა და ჩავჯექი. 2 წუთში გაგარინის მოედანზე ვიყავით. ვაწვდი 5 ლარიანს და დაიწყო ხურდის ძებნა. ცოტა ხანში ძლივს მოატრიალა თავისი უშველებელი ღიპი და დამწუხრებული ხმით მეუბნება: “ხურდა არ მაქვს დაიკო არ გეწყინოს რა” და იდიოტივით მიღიმის. გვიანი იყო, მაღაზიებიც არ იყო გარშემო და მეც უფრო დიდი იდიოტივით მორჩილად გადმოვედი მანქანიდან და რომ წავიდა ტირილი დავიწყე )))))) იმის მერე მარტო აღარ ვაჩერებ ხოლმე ტაქსს, როგორც ჩანს არ მაქვს ამ სტატიაში განხილული პუნქტების შესრულების ნიჭი😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: