Party, After Party

ყველაფერი 30 ივნისით დაიწყო… სოციალური მედიის საერთაშორისო დღე 50-მდე ბლოგერმა საქართველოს ბანკის მეოხებით ლისის ტბაზე Lisi Lounge-ში აღვნიშნეთ. ეს დღე არ ჰგავდა წინა წლის სოც-მედიის დღეს, არ იყო პრეზენტაციები, 200-ზე მეტი უცხო ადამიანი და 5 წუთში შეჭმული 30-მდე პიცა. ეს იყო ბევრად მყუდრო, დახურული და ნაცნობ-მეგობრებით სავსე სასიამოვნო გარემო, არც ისე გადასარევი ღვინით, მაგრამ ძალიან სახალისო და გასართობი თამაშებით. პირველი თამაშის გამარჯვებული მე გახლავართ და საქართველოს ბანკისგან დიდად სასურველი iPod Shuffle დავიმსახურე. რაში? რაში და ,,ჯე-ი-რან-ი”-ში… არაფერი არ არის ამაში სასაცილო, დალიეთ, ითამაშეთ და ნახავთ როგორი სახალისოა.

No time for losers 'Cause we are the champions

კიდევ 2 აიპოდი გათამაშებულა იმ დღეს, მაგრამ არცერთი გათამაშება არ მახსოვს, იმიტომ რომ მე და ყვავამ ტრადიციული ქართული კაცობა გამოვიჩინეთ და ჭიქით ხელში ყველა მაგიდას შემოვუარეთ, დავლოცეთ, ვადღეგრძელეთ და გულში ჩავიკარით ქართული ბლოგოსფერო… მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს სხეულის ყველა ნაწილი მტკიოდა იქ ნაცეკვი ბრეიქ-დანსის გამო, კმაყოფილი ვარ წლევანდელი სოც-მედიის დღით, შეიძლება ითქვას, რომ სათანადოდ აღვნიშნეთ ჩვენი ,,დაბადების დღე”… მართალია იყო დიდი უკმაყოფილება მათი მხრიდან ვინც ვერ მოხვდა ამ ღონისძიებაზე, მაგრამ იმედია ისინი მომავალ წელს მოახერხებენ ამ დღის სათანადოდ აღნიშვნას და ახლა, ლისის ტბაზე მოუხვედრელობის გამო ხელს არ ჩაიქნევენ ბლოგერობაზე…

1 ივლისს გამოვიძინე, დავისვენე, აღვიდგინე ძალები და 2-ში ახალი შემოთავაზება გამოგვიჩნდა 11 ბლოგერს, ონლაინ პოკერ-რუმი ,,Europa-Bet”-ისგან, სიღნაღში ,,პოკერ რინგის” ფინალის ჩაწერაზე დასასწრებად, სადაც 50 000 ლარი თამაშდებოდა.

საკმაოდ გრილად ვიმგზავრეთ და ჩავედით სიღნაღში, ბევრი პირველადაც კი იყო ,,სიყვარულის ქალაქში”… ცოტა წავიხემსეთ იქ, სადაც ჩანგალი მაგიდის გაშლის მერე მოაქვთ, მანამდე კი გიყურებენ როგორ ყლაპავ ნერწყვს კატლეტის შემხედვარე და კითხვაზე ,,ცივი ყავა გაქვთ?” გპასუხობენ – ,,კი, ოღონდ ცხელია”… მოკლედ, მართლაც რომ წავიხემსეთ (დაილოცოს ეს ქართული) და ავედით სამორინე Europe-ში, სადაც აგვიხსნეს ჰოლდემის თამაშის წესები და რამდენიმე ხელი ვითამაშეთ, ვინც პირველად თამაშობდა აშკარად მოინუსხა და აღარ უნდოდა მაგიდიდან ადგომა, ვინც უკვე დიდი ხანია ვთამაშობთ და ვიცით თამაში არ გვინდოდა ადგომა, იმიტომ რომ პირველად ვთამაშობდით სამორინეში (მერე რა რომ ფულზე – არა და მაგიდაც ,,ბლექ ჯეკის” იყო?), თუმცა იქ ყოფნისა და იქიდან გამოუსვლელობის მიზეზი ჩვენი დილერი ვანდა იყო, ხო აი ის ,,პოკერ რინგის” ფინალში ვინც არიგებს კარტს! ქალიან-კაციანად ყველა მოიხიბლა ამ ქალით❤

8 საათი სრულდებოდა სამორინედან გამოსვლის შემდეგ სასტუმრო ,,ფიროსმანთან” ავედით, რომლის წინაც მაგიდა იყო მოწყობილი ღია ცის ქვეშ ფინალური თამაშის ჩასატარებლად. ნელ-ნელა ეწყობოდა ტექნიკა, ხმის აპარატურა, მონიტორები, იშლებოდა წითელი ხალიჩა და სიღნაღის მცხოვრებნი – მოხუცები და ახალგაზრდები თავშეყრას იწყებდნენ შემოღობილ ტერიტორიასთან. ჩვენ კი ამასობაში სანატრელი Wi-Fi ვიპოვნეთ სასტუმროში და 11-მდე სტატუსი შევმატეთ ფეისბუქს…

ყველაფერი გასწორდა ტექნიკურად, მიწვეული სტუმრები წითელი ხალიჩის გავლით ,,საზეიმოდ” შევედით სასტუმროში და მაგიდებთან დავსხედით. მანამდე კი სასმელ-საკვები მოვიმარაგეთ, აქ უკვე არც ჩანგალი გვაკლდა და არც მწვადი. სპონსორების წყალობით (,,გომი”; ,,კულა”; ,,Blu”) შეჩერებლად მოგვეწოდებოდა არაყი, წვენი და ,,ენერჯაიზერი” არაყში გასაზავებლად❤ სხვათა შორის პირველად გავსინჯე ლეღვის წვენი, როგორი და რანაირი იყო ეგ სხვა საკითხია, მაგრამ პირველად ხომ გავსინჯე?..

რამდენიმე ეკრანი იყო დარბაზში და მეც ერთერთის პირდაპირ ვიჯექი. მართლა მაგარი თამაში დაიწყო და სერიოზული დაძაბულობითაც გაგრძელდა… აქ კი უმჯობესი იქნება გავჩერდე და შევწყვიტო თამაშის მიმდინარეობის შესახებ თხრობა, თორემ მთელი 2 კვირით ადრე აეხდება ფარდა ყველაფერს🙂

,,პოკერ რინგი” მთავრდება, მაგრამ ეუროპა-ბეთი არ ჩერდება და სექტემბერში ახალ, ძალიან მაგარ ტურნირს იწყებს:

2011 წლის 2 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ ბათუმში გაიმართება კავკასიის ღია პოკერის ტურნირი (Caucasus OpenPoker Tournament) 250 000 ლარის ოდენობის გარანტირებული საპრიზო ფონდით, რაც დაახლოვებით 150 000$–ს ეკვივალენტია.

ახლა ეს ამბავი მღრღნის და ძალიან მინდა როგორმე ამ ტურნირზე მოვხვდე. ხო, ვიცი რო შანსი არ მაქვს ამ გამოცდილებით, მაგრამ ყოველდღე ვთამაშობ ხან ონლაინში, ხან ძმაკაცებში და დაჟე სტარ-ების ჩანაწერების ყურებაც კი დავიწყე… ასე რომ ,,შეუძლებელი არაფერია”-ს ,,მივაწვები” და იქნებ შევეჭიდო კიდეც 250 000 ლარს ბათუმის ,,შერატონში”…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

10 Responses to Party, After Party

  1. "uvici axalgazrda" says:

    monawileoba ra girs Caucasus OpenPoker Tournament-shi??

    • Qilipa says:

      ბაი–ინი ძირითად ღონისძიებაზე, რომელიც 2 სექტემბერს იღებს სტარტს, 1100 ლარს შეადგენს (~660$). თუმცა, სულაც არ არის აუცილებელი ამ ხარჯის გაღება ტურნირზე მოსახვედრად.
      27 ივნისიდან, 27 აგვისტოს ჩათვლით, პოკერ რუმში http://www.europe-bet.com ჩატარდება სატელიტები, რომლებშიც ყოველდღიურად გათამაშდება ძირითად ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები. ბაი–ინი სატელიტებზე, მხოლოდ 11 ლარს (6,6$) შეადგენს.

  2. Lasha Dze says:

    რამხელა ციფრებს წერ ქილიპ კარგი რა :დ 250 000 რომ მოვიგო უკვე ვიცი რასაც ვიზავ და შენ ?😀

  3. Qilipa says:

    წარმოდგენა არ მაქვს რას ვუზამ მაგ ფულს🙂

  4. Pingback: სოციალური მედიის დღე 2011 « ირმის ნახტომი

  5. dachiani says:

    უბრალოდ ისევ ასე გაგიხარდება არა?😀

  6. mariam says:

    Qilipa tu ici shaurmis shesaxeb yvelaferi da ici ra chirdeba damireke ragac gegmebi maq da damchrdebi 597 983 996 amaze damireke

  7. myrryyanee says:

    Qilipa shaurmis gakeba ici ?

  8. myrryyanee says:

    gegmebi maq ra minda ro sashaurme gavaketo da tu damexmarebi im nomerze dareke rac maiams uweria 597 983 996 amaze ra miriani mqvia vinme mchirdeba iseti vinc shaurmashi kargad erkveva ra

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: