რა კავშირი აქვს ელექტრო ენერგიას ნაგავთან?!

ყველა ალაპარაკდა თბილისის მერიის ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც დასუფთავების გადასახადი უნდა გადავიხადოთ გამოყენებულ ელექტრო ენერგიასთან შეფარდებით (1 კვტ ელ.ენერგიაზე 0.05 ლარი). ინიციატივას ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ მე არ მესმის ძალიან მარტივი რამ: რა კავშირი აქვს ელექტრო ენერგიას ნაგავთან, ან ნაგავს ელექტრო ენერგიასთან?

თბილისის მერის თქმით ამის მიზეზი არის ის, რომ ოჯახში ჩაწერილი სულების მიხედვით, დასუფთავების გადახდის დროს მრავალსულიანი ოჯახები ,,იჩაგრებიან” და გაჭირვებული ხალხი, რომლებიც ზოგავენ ელ.ენერგიას და ნაგავიც მცირე რაოდენობით აქვთ, არ უნდა იხდიდნენ 1 სულზე 2.5 ლარს. ხოლო, შეძლებული ადამიანი, რომელიც მარტო ცხოვრობს და ელექტრო ენერგიას ,,ხელგაშლილად” მოიხმარს, ნაგავიც ბევრი უგროვდება და მხოლოდ 2.5 ლარის გადახდა ძალიან ცოტაა… ასე რომ ჩაწერილი სულების მიხედვით გადახდა არასამართლიანია და ვინაიდან ნაგავზე მრიცხველს ვერ დააყენებენ, იძულებლნი ხდებიან, რაიმე მყარ და გამოთვლად კრიტერიუმს მიაბან…

როცა ასეთი მასშტაბის რეფორმა იგეგმება, იქ ყოველი დეტალი გათვლილი აქვთ რეფორმატორებს და სათუთად არჩევენ რეფორმის განხორციელების დროს. გასაკვირი არ არის, რომ ზაფხულში დაიწყო ამ თემაზე საუბარი, მაშინ როცა, საშუალოდ, ქალაქში მცხოვრები ოჯახი 3–ჯერ ნაკლებ ელექტრო ენერგიას მოიხმარს ვიდრე ზამთარში, ამას ემატება ის ქალაქგარეთ გატარებული დრო, რომელსაც დასასვენებლად იყენებს ადამიანი და სახლს/ბინას ცარიელს ტოვებს. ანუ გამოდის, რომ რეფორმის მიღებისას ყველა კმაყოფილი ვიქნებით, რადგან ზაფხულია და დასუფთავების გადასახადი უფრო ნაკლები მოგვივა ვიდრე ჩაწერილი სულების მიხედვით მოგვდიოდა. ამასობაში რეფორმას მიეჩვევა ხალხი და ზამთარში, როცა  3–4–ჯერ მეტი გადასახადი მოგვივა ელექტრო ენერგიაზე, დაემატება 3–4–ჯერ მეტი დასუფთავების გადასახადი (გაჭირვებულს ქვა აღმართიც მიეწევაო), რეფორმას შეჩვეული მოსახლეობა აღარ გამოთქვამს პროტესტს, საკუთარ თავებს ეტყვიან: ,,ზაფხულში, რომ ,,კაპიკებს” ვიხდიდით ხო კაი იყოო” და გავაგრძელებთ ,,მშვიდად” ცხოვრებას…

არ ვიცი რომელ ქვეყანაში მოქმედებს მსგავსი კანონი, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს; არ ვიცი ვინ და როგორ დაადგინა 1 კვტ ელ.ენერგიაზე 0.05 ლარი დასუფთავების გადასახადი, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს; არ ვიცი რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ რეფორმას, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, ფაქტია უმთავრესი რამ – ელექტრო ენერგიის მოხმარებას ნაგავთან არანაირი კავშირი არ აქვს!

შემოიგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე:

შუქი ჩააქრეთ! ნაგავს წერს

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

14 Responses to რა კავშირი აქვს ელექტრო ენერგიას ნაგავთან?!

  1. tamara says:

    მე ერთი ვერ გავიგე: რატომ უნდა იხადოს მარტოხელა ადამიანმა, რომელიც დიდ ბინაში ცხოვრობს და მის გასათბობად მეტი ელექტროენერგია სჭირდება, უფრო მეტი დასუფთავების გადასახადი, ვიდრე ერთოთახიანში მცხოვრებმა ხუთსულიანმა ოჯახმა?

  2. Guest says:

    am yvelapers politikosebis an nacionalebis garda vinme etanxmeba ??! xalxis azri yoveltvis me3 xarisxze ratom dgas ??!! piradad me VER mesmis am yvelapris samartlianoba (iseve rogorc bevri da umravlesoba saqartveloshi) !! evropul doneze ro gvinda gavtanabrdet da yvelapris pasebi tu gadasaxadebi ro izrdeba, es yvelaperi ratom xelpasebs ar exeba mashin ??!! iq tu gadasaxadebi magalia, iq xalxs anazagurebac aqvt iseti rom am yvelapers shecvdnen !!! an tundac umushevrobis donem vitom daiklo saqartveloshi ??!! ra tqma unda daiklo amdeni damlagebeli gaxda sachiro, chven xom sinatlis da sisuptavis qalaqi vart da adamians tu sachmeli ar gaqvs, nagavi xo gaq rac mtavaria.. adamians 200larit cxovrebas aidzuleben da sheni mtliani xelpasi gadasaxadebshi dzlivs gyopnis.. da zamtarshi ro odnav gatboba mogindes ver unda gatbe mxolod imitom rom nagavi ar daceros !! rodemde unda gagrdzeldes amdeni usamartloba !! da kidev ukvirt mere ratom garbis xalxi saqartvelodan……………

  3. Jessie says:

    “მარტო ცხოვრობს და ელექტრო ენერგიას ,,ხელგაშლილად” მოიხმარს, ნაგავიც ბევრი უგროვდება და მხოლოდ 2.5 ლარის გადახდა ძალიან ცოტაა”..ვაიმეე აი ძალიან ბევრი ვიცინე… ნეტავი მაგათ..ნეტავი.. აი სულ ამას ვამბო, გაზთან რომ მიებათ კდიევ გავიგებდი – საჭმელს ამზადებთ და ნაგავი გიგროვდებატ და შუქი.. რა შუაშია ხელგაშლილი ცხოვრება შუქთან…. რა მრავალშვილიან ოჯახში , ვინც ზოგავს ფულს შუქზე ნაკლები ნაგავი აქვთ? რა ლოგიკით, პირიქით უფრო მეტია. თუ ჩემს ხარზეიცხოვრეს ეს მრავალშივლიანი ოჯახი? ან საერთოდ ნაგვის გადაყრა რა შუაშია? ბუნკერებია ხო.. ჩემთან ქუჩაზე სააერთოდ არც ერთი ბუნკერია.. და მიწევს ნაგვის გადაყრა პარალელურ ქვედა ქუჩაზე… მაშნ სახელმქწიფომ ფეხის ქირის ფული გადამიხადოს….. აუუუ ნერვები მეშლება…ნეტა მათ ტვინებში ჩამახედა….

  4. DsScorpion says:

    იდიოტობაა😡 დარწმუნებული ვარ, რომ ეს უაზრო კანონი ენერგიის “დასაზოგად” დაადგინეს და შემდგომ უაზრო არგუმენტები მოიყვანეს, რომ ხალხი ძაან არ აყვირებულიყო…

  5. tato says:

    auu amat Shi……..aqvs ….!!!da magrad kaifoben xalxze ra…

  6. Pingback: რა კავშირი აქვს ელექტრო ენერგიას ნაგავთან?! | მე, რეპორტიორი

  7. ana says:

    Anu egre gamodis ro idzulebuli xtebi gfazi shemoiyvano rom nagavistvis ar ixado uzarmazai tanxebi tu manamde sul elektoenergiaze iyavi :((

  8. ბაჩო says:

    ვფიქრობ წყალთან უფრო სამართლიანი იქნებოდა მიბმა, მაგრამ მრიცხველები არ აქვთ. რატომ არ აქვთ? იმიტომ რომ 3 დებილ კომპანიას მიყიდეს თბილისის წყალი. ეს ბოლო კიდევ ახლოა ჭკუასთან

  9. Mariko Pako says:

    ai ra mainteresebs .. roca ojaxs exeba saqme jandabas dazogav ekonomias gaaketeb an ravici kide ra.. magram ra qnas adamianma romelsac sawarmo aqvs ? ai dedachems magalitad marketi aqvs da rac ar unda ekonomia aketos mainc bevris xarjva uwevs .. is ar eyofa ro vtqvat denis gadasaxads 100 lars ixdis axla nagvisac unda ixados? es kanoni xalxis pirdapiri dzarcvaa da meti araferi.. chveni fulebit mere xan sheron stouns agulaveben da xan shadrevnebs xsnian :(((

  10. kusa says:

    marto vcxovrob magram arc eleqtroenergias movixmar bevrs. ai nagvis gadasaxadi ki midzvirdeba, ratom unda vixado ar mesmis amdeni nagavshi?????????????? 1 tetri mainc daecesebinat, shedarebit normaluri iqneboda albat. arvici, aravis ar uiafdeba gadasaxadi, kvelas udzvirdeba, gigi rogorc koveltvis itkueba !!!!!!!!!!1

  11. lulu says:

    ra saxelmcifo gvaqvs, shesashuri, nagvis xarjze undat cxovreba , ai sagol tqven. jarimebze agarafers vambob, cota xanshi zedmet suntqvazec jarimas daacesebt. vai tqvens patrons tu chvens patrons, vis xelshi vart . esaa tqveni naqebi reformebi.

  12. lulu says:

    momxre machvenet am ambis , gigis garda ogond😀

  13. Chiamaria says:

    არაფერი არ გვეშველება ჩვენ.
    :პესიმიზმისზეიმი:

  14. Lasha Dze says:

    ეხლა ვზივარ და ყველა ოთახში შუქი მინთია, რატომ უნდა გადავიხადო შუქის გამო ნაგავი? რა შუაშია ვერ გავიგე :დ სად შუქი სად ნაგავი. ჯერ ის არ ეყოთ ბუნკერები, რომ ამოტენეს და აღარ მუშაობს და მათ მაგივრად კორპუსებიდან 8 კილომეტრში დადგეს ურნები, რომ ხალხი აწვალონ და ახლა ფულს მთხოვნე კიდე?… ერთი დასკვნა გამომაქ! ჩვენი ხელმწიფე გაიზარდა და მადა მოემატა. აქედან გამომდინარე კი 5 მილიონის მაგივრად 10 მილიონს ხარჯავს დრეში და არარ ყოფნის ფული ჩვენც გავუგოთ რა😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: