მსუბუქი ცინიზმი და მოგზაურობა წარსულში

სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა დოქტორი ემეტ ბრაუნი, რომ არავისთვის გაუნდია დროის მანქანის შექმნის საიდუმლო, მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ არავინ იცის სად დატოვა ,,დოკმა“ უკვეშ შექმნილი, გამართული, გამოცდილი და ათას დროში გადამხტარი დროის მანქანა, რომლის მეშვეობითაც მომავლის შეცვლას ცდილობდა.

ემეტ ბრაუნის ახლობლები, ნათესავები, მეგობრები იქექებიან დოქტორის არქივებში და ეძებენ მინიშნებებს, რომ მიაგნონ იმ ქმნილებას, რომელზეც ყველა ეპოქაში ოცნებობდა ადამიანი… მაძიებლებს წამთ, რომ დროის მანქანის პოვნის შემთხვევაში მმართველები და მბრძანებლები გახდებიან, სულ ცოტა, დედამიწაზე მაინც…

მაგრამ… სანამ ვიღაც ეძებს, ვიღაც დამოუკიდებლად ცდილობს გამოგონებას, ვიღაც კი, საერთოდ არ ფიქრობს მასზე, რადგან არ ჯერა დროის მანქანის არსებობის, მანამდე კალამს ვიხელთებ და ფანტაზიას მივცემ გასაქანს, წარმოვიდგენ, რომ ,,დოკმა“ მე დამიტოვა მისი საამაყო ქმნილება და ჩუმად, არასაზეიმო ვითარებაში გადმომცა გასაღები…

ანუ, რა მოხდებოდა მე რომ დროის მანქანა მყავდეს:

  • დავბრუნდებოდი ღრმა წარსულში, საკუთარი თვალით ვნახავდი ქუსლში დაჭრილ აქილევსს, მომაკვდავს თავზე ხელს გადავუსვამდი და ვეტყოდი, რომ გული მწყდება…
  • ტყვიამფრქვევს წავიღებდი ალექსანდრე მაკედონელთან, ვანახებდი მის ძალას და ვეტყოდი: თუ მაკოცებ, ასეთი იარაღით მოგამარაგებ მეთქი… ის, რა თქმა უნდა, უარს მეტყოდა და მეც მომავალში გამოვემგზავრებოდი. მკითხველო, შენ იმიტომ გიკვირს მაკედონელის უარი, რომ მხოლოდ მას დავუკონკრეტე სად უნდა ეკოცნა…
  • დავით აღმაშენებელს ვაჩვენებდი საქართველოს ამჟამინდელ სურათს მსოფლიო რუკაზე და თუ მივუსწრებდი გულისგახეთქვამდე, ვეტყოდი: კაი, რა იყო? ვიხუმრე, ფოტოშოპია მეთქი…
  • გიორგი სააკაძეს მანქანის კარზე დავიბარებდი და ვკითხავდი: ტორტი გინდა თუ კაი ბიჭობა–მეთქი?..
  • ერეკლე მეორესთან მივიდოდი და ერთი სტყვით მივმართავდი – ,,მამა“!
  • ფარნავაზს ლათინურ ანბანს ჩავუტანდი და ვეტყოდი: ბარემ, ეს მიიწერე საკუთარ თავზე, მომავალში ეს უფრო ,,მაგარ ხოდში“ იქნება და სახელი ფარნავაზიც აღარ იქნება, მხოლოდ, საწყალი ქართველი ბავშვის სატარებელი–მეთქი…

    ქართულ ანბანს კი სომხეთში წავიღებდი, მესროპ მაშტოცს მივცემდი და ჩავჩურჩულებდი: რა მნიშვნელობა აქვს, რეალურად, ვის სახელზე ჩაიწერება ამის შექმნა? მაინც უნდა დაიბრალოთ და ჯანდაბას, ბარემ მართლა თქვენი იყოს–მეთქი…

  • ამოვბეჭდავდი მანუტე ბოლის (NBA-ს ყველაზე მაღალი კალათბურთელი 231 სმ.) უზარმაზარ პოსტერს და მძინარე ნაპოლეონს მისაღები ოთახის კედელზე გავუკრავდი.
  • ,,უსახელო ნაბიჭვრებს“ ფირზე გადავწერდი და ამანათით გავუგზავნიდი ჰიტლერს, წერილში კი მწუხარებით დავძენდი, რომ ოსკარის დაჯილდოებაზე ,,ქარიშხლის მბრძანებელმა“ გაიმარჯვა… ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი ადოლფი ძალიან მთხოვდა, ,,ქარიშხლის მბრძანებელიც“ გამომიგზავნე, ოღონდ ,,AVI”, ,,DVD” ან ,,MP4” ნუ იქნება, გაფართოებით – ,,BABINA” იყოს, როგორც ის ტარანტინოს ქმნილება იყოო… მე კი ,,The Hurt Locker”-ის სახელით დასათაურებულ ფირს გავუგზავნიდი, რომელზეც ბერლინის აღების დოკუმენტური კადრები იქნებოდა აღბეჭდილი…
  • დავბრუნდებოდი იმ დროში, როცა ედემის ბაღი – ედემის ბაღობდა… შიშველ ადამს და ევას მივადგებოდი წერეთლის მეორადებში ნაყიდი: ,,Dockers“-ის ფეხსაცმელებით, ,,Jack Jones“-ის შარვლით, ,,Tommy Hilfiger“-ის მაისურითა და ,,Columbia“-ს ქურთუკით. არ მექნებოდა იმის ილუზია, რომ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან ნაყოფის ჭამაზე უარს ვათქმევინებდი, ამიტომ მთელ ტანსაცმელს – ადამს, სანთებელას კი ევას შევთავაზებდი და პირველად მე გავსინჯავდი ,,დამღუპველ“ ნაყოფს! ეს იქნებოდა ჩემი სამომავლო პოპულარობის ზენიტი…

საქმე იმაშია, რომ ჭკვიანი კაცი იყო ემეტ ბრაუნი და სანამ გადაჭრიდა, ასჯერ გაზომვა უყვარდა ხოლმე. ის მართლა ფიქრობდა დროის მანქანის ჩემთვის დატოვებაზე, მაგრამ საკუთარ შეუცდომლობაში რომ დარწმუნებულიყო მომავალში გადავიდა, გადავიდა და ნახა, რომ მის დანატოვარ ქმნილებას არასერიოზულად და ცინიკური სურვილების დასაკმაყოფილებლად ვიყენებდი, ამიტომ ისევ წარსულში დაბრუნდა და გადაიფიქრა მანქანის ვინმესთვის დატოვება…

ყოველ ღამე მესიზმრება ,,დოკის“ გაბურძგნული თეთრი თმა და მისი სიცილი ყურში ჩამესმის…  თვალის ყოველი მოხუჭვის შემდეგ ველოდები, რომ მეტყვის სად დატოვა დროის მანქანა, მაგრამ ის მუდამ დამცინავი თვალებით მიყურებს და სიყვარულით მისვამს თავზე ხელს. ტუჩები კი მუდამ ერთნაირად უმოძრავებენ და მათში ორი სიტყვა იკითხება: ,,გული მწყდება…“

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

4 Responses to მსუბუქი ცინიზმი და მოგზაურობა წარსულში

  1. ninuca ♥ says:

    magariaa❤ mec unda davwero msgavsi postii😉

  2. ten minutes older says:

    მშვენიერია ))) კარგი გეგმები გქონია!

  3. Lord Vader says:

    ნაპოლეონს ჩავუყვანდი ტანკებს რუსული კამპანიისთვის და წყალქვეშა ნავებს ინგლისის ბლოკადისთვის🙂

  4. “უკან მომავალში”❤ ყველა ნაწილი მიყვარს🙂
    მეც მინდა ეგეთი დროის მანქანა ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: