ახალი სასიამოვნო გატაცება

  • უძველესი თამაში, რომელიც შემოსავლის წყაროდაც შეიძლება იქცეს.
  • თამაში, რომელიც ვიღაცისთვის აზარტთან, გართობასა და სიამოვნებასთან ასოცირდება, ვიღაცისთვის – იმედთან, თვითდამკვიდრებასა და შემოქმედებასთან, ზოგისთვის კი, უბრალოდ, დროის ინტელექუალური მეთოდით გაყვანის ხერხია.
  • ზუსტად არავინ იცის საიდან მოდის ის, მისი ,,აკვანი” ბევრს ურწევია (როგორც თავად ამბობენ): ჩინელები იმპერატორ მუ ცუნგს უკავშირებენ, იტალიელები და ესპანელები – ,,პრიმეროს”, ფრანგები – ,,ლა პრიმე”-ს, გერმანელები – ,,პოხშპილ”-ს, სპარსელები – ,,ას ნასი”-ს, ინდოელები კი – ,,ტიინ ჰატი”-ს… ჯერ არ მსმენია ჩვენი მეზობლებისგან, რომ ის არარატის მთის ძირას დაიბადა, მაგრამ არც მაგის გაგონება გამაკვირვებს, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ბაზალეთის ტბის ძირას მისი აკვანი არ მდგარა🙂

მიხვდებოდით ალბათ, ამ თამაშს პოკერი ჰქვია! თავად ეს სახელი – ,,Poker” XIX საუკუნის I ნახევარში გაჩნდა და ერთერთი ვერსიით ის ინგლისური ,,Pocket”-დან მოდის რაც ჯიბეს ნიშნავს, ამბობენ, რომ ჯიბის ქურდების საყვარელი თამაში ყოფილა.

მოკლედ გაგაცანით მცირედი ინფორმაცია თამაშზე, რომელმაც ძალიან მიმიზიდა ბოლო დროს და ახალი სიამოვნება გამიჩინა ცხოვრებაში (უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი მე არ ,,მისერჩია”, გუშინ ,,იმედზე” გასულ ფილმს ვუყურე და ამოვკრიბე საინტერესო ისტორიული ფაქტები). რამდენიმე თვის წინ დავრეგისტრირდი ,,ევროპა-ბეთ”-ზე და მხოლოდ 2 საათი ვითამაშე ვირტუალური ფულით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ წესები წესივრად არ ვიცოდი, ვეღარ მოვითმინე და რეალური ფული ჩავირიცხე ანგარიშზე… მართალია მალევე წავაგე უიღბლო ხუთი ლარი, მაგრამ ისეთი სიამოვნება მივიღე თამაშით, რომ დაწოლისას დარწმუნებული ვიყავი, მეორე დღეს 10 ლარს ჩავრიცხავდი🙂 თანდათან ,,დავამუღამე” ვინ როდის ,,ბლეფაობდა” და ვის ეჭირა კარგი კარტი, ალბათ იგივეს ფიქრობდნენ სხვები ჩემზე, მაგრამ შედეგად სიამოვნება, ყოველთვის, ყველა თამაშს ახლდა (ხან-მოგება, ხან-წაგება)… როცა რაღაც კარგს მიაგნებ, მაშინვე გინდა, ახლობლებს გაუზიარო. მეც ავდექი და მეგობრები ,,განვანათლე”… ახლა კი ერთერთის სახლში ვიკრიბებით ხოლმე და კვირაში 2-3-ჯერ 4-5 საათს ვუთმობთ სიამოვნებას: კარტის ,,წურვას”, ,,ბლეფაობას”, ერთმანეთზე დაკვირვებასა და ,,დიდი ბანკის მოხსნას”.

აშკარად იგრძნობა, რომ საქართველოც აღარ ჩამორჩება მსოფლიოს განვითარებულ ნაწილს და პოკერი დღითიდღე იკიდებს ფეხს. ზუსტად გუშინდელი ფილმიდან გავიგე, რომ ტურნირიც კი იწყება 50 000 ლარიანი საპრიზო ფონდით! სახელი – ,,პოკერ რინგიც” კარგად ჟღერს, მაგრამ გული დამწყდა ეს რომ გავიგე, უფრო სწორად მაშინ დამწყდა გული, როცა პირობებში გარკვევით ეწერა მონაწილე 21 წლის უნდა იყოსო, მე კი ჯერ კიდევ 20 წლის ვარ:/ ალალად რომ ვთქვა, აშკარად, ტყუილად ვწუწუნებ, რადგან მაინც ვერ მოვხვდებოდი იმ 9 კაცში🙂 თუმცა ცდა რომ ბედის მონახევრეა, ეგ ამბავი მაწუწუნებს მე…

ხოდა სანამ 21-ის გავხდები და რამე სხვა ტურნირში შევეცდები მონაწილეობის მიღებას, მანამდე ნებისმიერ პოკერის მოყვარულ ამ ბლოგის მკითხველს, შეგიძლიათ დამპატიჟოთ, შემომთავაზოთ თამაში და დროის ქონის შემთხვევაში ნამდვილად არ გეტყვით უარს. ბოლო დროს აკვიატებული მაქვს ,,ჩემი პოკერი ჩემითანთია“-მეთქი🙂

პ.ს. ოდესმე კი ის დროც მოვა, როცა ,,ახალ” ბონდს, ჯეიმს ბონდს მაგიდასთან დავისვამ და ვერანაირი მარტინ კემპბელი და ვერანაირი სცენარის ავტორი ვეღარ უშველის…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

16 Responses to ახალი სასიამოვნო გატაცება

  1. sigunawa says:

    ვაახ ძლივს ვნახე ჩემთვის საინტერესო პოსტი რაა.საღოლ კაი იყო.europe-bet ზე მეც ვყომარობ,ვიგებ,ვიგებ,ვიგებ და მერე სუუულ ვაგებ🙂 .მაგრად მევასება რა ეს ოხერი პოკერი(ადრე სეკა მევასებოდა):)

    • Qilipa says:

      ხოოო, პოკერის გაცნობამდე მეც სულ სეკას ვთამაშობდი და მაგრად მევასებოდა, მარა აწი სურვილიც აღარ მიჩნდება… პოკერი რულამს :დ

  2. Danny Brown says:

    დიახ მეგობრებო, პოკერი ხელოვნებაა!

  3. sigunawa says:

    ლაივში ვერ მომიგებთ ვერავინ:)

  4. Jessie says:

    ვგიჟდები პოკერზე.. აზარტული არ ვარ და არც მაღელვებს დიდად მოვიგებ თუ წავაგებ, მიყვარს თვითონ თამაშის პროცესი

  5. Mygreensun says:

    მეც მიყვარს მაგრამ არასდროს არ მიმართლებს და დავანებე თავი თამაშს)) ნერვებს ვიშლიდი ტყუილად😀

  6. monadire says:

    ერთი ეგ გამარკვიე რა ვირტულარი ქულებიო? მაგ ვირტუალურის ნაღდად გადაქცევა შესაძლებელია? და თუ შესაძლებელია როგორ? შეგიძლია ამიხსნა რომ ტყუილად არ დავრეგისტრდე europe-bet -ზე? და კიდევ თუ არის ასეთი საიტი, რომ ”დარმავოი” ფული მოგცენ?🙂

    • Qilipa says:

      ასე პირდაპირ ვირტუალურს ,,ნაღდად” ვერ გადააქცევ რა თქმა უნდა :)) მაგრამ ეუროპაზე არის ხოლმე უფასო ტურნირები საათების მიხედვით, იქ საპრიზო ადგილს თუ დაიკავებ რეალური თანხა დაგიჯდება ანგარიშზე…

  7. monadire says:

    აჰა, ანუ თუ ტურნირში არ გავიმარჯვე ის ქულები უბრალოდ გასართობად და დროის მოსაკლავად მექება ხო?

    • Qilipa says:

      ხო ეგრეა და + თამაშის სასწავლად და დასამუღამებლად😉

      • Pokerrr says:

        turnirebi aris nagd fulze da nagdi fuli tamashdeba, an zogi ufaso turniria mara nagdi fuli tamashdeba iqac, virtualuri arafer shuashi araa

  8. kartit rac tamashi mougoonebiat yvelaze magaria😉

  9. Qilipa says:

    იეპ, იეპ, იეპ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: