წერილი გარემოს დაცვის სამინისტროს

წერილს ვწერ იმის გამო, რომ ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ, სახლამდე გასავლელი 100 მეტრი სირბილით გავიარე, რადგან ჰაერი მგუდავდა და თვალებს მწვავდა…

მოგეხსენებათ, საქართველოში ტრადიციულად, აღდგომის წინ, ვნების კვირაში, ოთხშაბათ დღეს ე.წ. ჭიაკოკონობა იმართება ხოლმე… არ შევეხები მის არსს: წარმართულს თუ ქრისტიანულს (აქ იხილეთ ერთერთი მოსაზრება), უბრალოდ აღვნიშნავ იმას, რომ ეს ტრადიცია საშინლად წამლავს ჰაერს და მისგან გამოწვეული სუნი რამდენიმე დღის განმავლობაში ტრიალებს… ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგოდ კი გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა ზრუნავდეს!

არ ვიცი, როგორ ხვდებიან ამ დღეს  თბილისის ცენტრალურ უბნებში, მაგრამ მე გარეუბნებზე შემიძლია გესაუბროთ და ვიტყოდი, რომ საშინელი მდგომარეობაა. არაფერი მაქვს საწინაარმდეგო იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლს შეშით დაანთებდნენ (გამხმარი ხეები, ნაფოტები, ფიჩხები), მაგრამ საუბედუროდ ფიჩხებს მხოლოდ ,,გასახურებლად”, დასაწყისში იყენებენ, შემდეგი რამდენიმე საათის განმავლობაში კი მანქანის საბურავები იწვის, იწვის და იწვის…

ამჟამად აფრიკის დასახლებაში ვცხოვრობ და აქ იმდენად რთული სიტუაცია არ არის რაც ჩემ ბავშვობაში მოსკოვის პროსპექტზე იყო. აფრიკაში, საშუალოდ, 1 კორპუსის წინ, სულ რაღაც 10-15 საბურავი იწვის. აი, მოსკოვის პროსპექტზე კი ეს დღე დიდი მოვლენაა. ბავშვები თვეებით ადრე ვიწყებდით მზადებას და საბურავების შეგროვებას, ხან ,,ვულკანიზაციებიდან” მოქგვქონდა, ხან გვერდითა უბნელებს ვპარავდით. შედეგად გვერდიგვერდ მდგარი 4 კორპუსიდან ორ-ორად ვერთიანდებოდით და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით – ვის უფრო მეტი საბურავი ექნებოდა ,,დიდი ოთხშაბათისთვის”. გაგიკვირდებათ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ შედეგად 115-130 საბურავი ჰქონდა ორივე გუნდს და ორი უზარმაზარი კოცონი (ეს სიტყვა პატარა ცეცხლთან ასოცირდება ჩემთვის, მაგრამ…) დილამდე გიზგიზებდა და მზე გაშავებული ღრუბლიდან ყოფდა თავს…

ვხედავ, რომ სხვადასხვა სახის აქციებს აწყობს გარემოს დაცვის სამინისტრო, მუშაობენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ზრუნავენ გამწვანებასა და ჰაერის სისუფთავეზე, წელს საქართველო ჩაერთო სიმბოლურ აქციაში ,,დედამიწის საათი 2011″ , ახლა ვნახე ანონსი, რომ 22 აპრილს იგეგმება საწვავდამზოგავი ავტომობილების პრეზენტაციაც… ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წელიწადში ერთი ზემოთაღწერილი ჭიაკოკონობა, ხაზის გადასმაა ამ ყველაფერზე და დადებით შედეგს არ მოუტანს ქვეყნის ეკოლოგიას!

ნამდვილად არ ვითხოვ ამ ტრადიციული დღესასწაულის აკრძალვას და გაუქმებას… უბრალოდ, ის ხალხი ვისაც ეს საქმე ეხება, უნდა დაფიქრდეს პრობლემის მოგვარებაზე! ჩემი შემოთავაზება იქნება, აიკრძალოს რეზინის საბურავების დაწვა და თუ საჭირო გახდა დაწესდეს საჯარიმო სანქციები, რის კონტროლსაც უბნებსა და რაიონებში მოძრავი პატრული მოახერხებს!

თუ ეს შეუძლებელია, მაშინ სხვა გზით უნდა გადაიჭრას პრობლემა, რომლის დარეგულირებაც შესაბამისი სტრუქტურებისთვის მიმინდია…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

9 Responses to წერილი გარემოს დაცვის სამინისტროს

  1. არ გეწყინოს, მაგრამ ხანდახან ბლოგერებს ზედმეტი მოსდით ხოლმე.. აკრიტიკებენ იმას რაც ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი. აი ისეთი პონტია კაცი რომ ბავშვ ეუბნება მანქანებით რატომ თამაშობო..

    არამგონია ძნელი იყოს 2-3 საათი თავის შეკავება წელში და შევარგოთ ბავშვებს ეს დღე..
    მე მიყვარდა ძალიან, მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ დავიწვი..

    • Qilipa says:

      ბავშვი იმის ბავშვია რო არ ეზარება არაფერი და ენერგია აქვს, ხოდა მოაგროვონ ფიჩხები, გირჩები და იხტუნანონ იმხელა ცეცხლზე რამხელასაც გაქაჩავენ, არ დაიწამლებიან და არ დაიწვებიან. ბევრი დამწვარი, ატრუსული და გამწარებული მინახავს ამ დღეს. ეს კიდე ცალკე პრობლემაა! ჩავარდნაც რო ავიღოთ ცეცხლში, დიდი განსხვავებაა შეშის ნაკევრჩხალს დაეცემი თუ ადუღებულ რეზინს, რომლიც ეგრევე ძვლამდე წვავს და ამწარებს ადამიანს.

      ,,გარდა იმისა რომ საბურავის დაწვისას გამომოყოფილი ნივთერებები აბინძურებს ჰაერს ის ზრდის კიბოს განვითარების რისკფაქტორს, ასე რომ ერთი ცეცხლის დასანთობად გამოყენებული საბურავი ათასობით ადამიანს წამლავს რაც ყურადღების მიქცევას აუცილებლად საჯიროებს.” – ეს კომენტარი კი ერთმა მედიკმა მეგობარმა გაუკეთა ამ პოსტს…

      • monadire says:

        ანუ, შენ იმაზეც ზრუნავ რომ რეზინი საშიშია ხომ? და რეზინის ნამწვი საზიანოა…

        სიგარეტის კვამლიც საზიანოა და ავკრძალოთ ქუჩაში მოწევა…

        რაც შეეხება სიბინძურეს გეთანხმები, გარემო მართლა ბინძურდება, მაგრამ ტრადიცია (როგორიც არ უნდა იყოს ის – წარმართული და ა.შ.) მე ძალიან მომწონს, მე ვაგროვებდი იმ 115 “პაგრიშკას” და ვწვავდი და ეს ახლა ღიმილით მახსენდება🙂

  2. Pingback: წერილი გარემოს დაცვის სამინისტროს | მე, რეპორტიორი

  3. ტრადიცია მაინცდამაინც საბურავების დაწვაა? თუ ასე გამალებით რატომ იცავთ : )

  4. MrsMarch says:

    ჩვენ 1 კვირით ადრე ვიწყებდით პაკრიშკების მოპარვას, ერთხელ მაგის გამო გარაჟის თავიდან გადმოვვარდი და თავი გავიტეხე.

    ეხლა კიდე ცეცხლი არ დამინახავს არსად გარშემო, დაჟე შენ გამახსენე რო ჭიაკოკონობა იყო:( არა, ბავშვები ვეღარ არიან ისეთები, ეხლა ინტერნეტ ჭიაკოკონობა გამოვა 2012ში და შენც დაისვენებ და ისინიც

  5. ჩემს ეზოში ჩვეულებრივი ჭიაკოკონობა იყო🙂 პატარა კოცონი, გამხმარი ნაფოტებით და ხის ტოტებით ანთებული🙂
    საბურავით ანთებული ცეცხლი ჭიაკოკონა არაა, ამიტომ არც ბავშვობაში მივმართავდით ამ ხერხს😉

  6. ketusi says:

    ჩემს ეზოში მგონი არც დაუნტიათ წელს კოცონი.
    შარსან კი საბურავი დაწვეს,და კაცებმა ცააქრობინეს.
    ვეთანხმები ავტორს,საშინელებაა ეს საბურავის დაწვა,ისეთი ’გამურულია’გარსემო ყველაფერი მერე რო
    ბავშვობაში ’ნამდვილ ’ კოცონს ვანთებდით ხოლმე,ვახტებოდით და ვიყავით მთელ ამბავში.
    აი საბურავში კი ერთი ბავშვი ჩავარდა რამდენიმე წლის წინ,ჩემს უბანში მოხდა,და სერიოზული დამწვრობა მიიღო,იმიტომ რომ გაუჭირდა ამოძრომა.

    საბურავი კი არა,ფოთლების დაწვაც არ სეიძლება,მაგრამ ვინ უფრთხილდება გარემოს?

  7. marita says:

    absoluturad vetanxmebi avtors! rezinis namwvis suni dgeobit grdzeldeboda xolme, mec gareubanshi vcxovrob,sadac chems korpustan dzalian axlos ushvelebeli upatrono “stadionia” . am stadionze kovel chuakokonobas minimum 2 koconi mainc inteboda xolme. sashinelebaa mokled. unda aikrdzalos rezinis ase wva. visac tradiciis gagrdzeleba unda, moixmaros xe.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: