კანონიერი თვითმმართველობა (SELF GOVERNMENT)

სასურველი თვითმმართველობა

 სტუდენტების მონაწილეობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
მართვაში

აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2010 წლის მაის – სექტემბერში ტემპუსის ეროვნული ოფისის ფინანსური მხარდაჭერით. სტუდენტების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვაში ჩართულობის ხარისხის შესაფასებლად, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 17 სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 500-მდე სტუდენტი, 17 სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ან წარმომადგენელი და 17 ადმინისტრაციის წარმომადგენელი და შესწავლილი იქნა სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობასთან დაკავშირებული დოკუმენტეციის არსებობა და მათი შინაარსი. ანგარიშში განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა უსდ მართვაში სტუდენტების მონაწილეობა; ადმინისტრაციასა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის ხასიათი; გადაწყვეტილებების მიღებისას სტუდენტების აზრის გათვალისწინება; სტუდენტების ინფორმირებულობის ხარისხი საკუთარ უფლებამოსილებებზე; თვითმმართველობების საქმიანობა; და სტუდენტების უსდ მართვაში ჩართვასთან დაკავშირებული ბარიერები.

ძირითადი მიგნებები:

  • სტუდენტები ნაკლებად არიან ინფორმირებულები როგორც თავიანთი, ასევე თვითმმართველობის უფლება-მოვალეობის შესახებ უსდ მართვაში მონაწილეობასთან მიმართებაში; სტუდენტების 70% აცხადებს, რომ არ იცის, რა უფლებები და მოვალეობები აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას.
  • თვითმმართველობის საქმიანობა, ძირითადად, მოიცავს სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებას; ამ მიმართულებით მათი საქმიანობა მრავალფეროვანია. გამოკითხული სტუდენტები ყველაზე ხშირად ასახლებენ თვითმმართველობების მიერ სილამაზის კონკურსებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარებას. გვხვდება შემთხვევები, როცა თვითმმართველობა ფინანსურ დახმარებას უწევს ფინანსური პრობლემების მქონე სტუდენტებს, ეხმარება სტუდენტებს სწავლების გადასახადის გადავადებაში. თვითმმართველობა ნაკლებად ახორციელებს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. სტუდენტების მოთხოვნა მსგავსი პროექტების განხორციელებაზე ნაკლებია;
  • სტუდენტების 59% აცხადებს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები სარგებლობენ გარკვეული პრივილეგიებით;
  • სტუდენტები თვითმმართველობის მუშაობას ათბალიან შკალაზე 6 ქულით აფასებენ;
  • ასევე, აღსანიშნავია სტუდენტების პასიურობა თვითმმართველობასთან თანამშრომლობისას. გამოკითხული სტუდენტების 73% აღნიშნავს, რომ არასდროს მიუმართავს თვითმმართველობისთვის რაიმე ინიციატივით.
  • ფოკუს ჯგუფზე სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სტუდენტების მოთხოვნები და საჭიროებები ნაკლებად ახდენს გავლენას თვითმმართველობის საქმიანობაზე და მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არის მათზე მოქმედი მთავარი ძალა; გამოკითხული სტუდენტების მეოთხედზე მეტი ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი გავლენა თვითმმართველობის საქმიანობაზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აქვს;
  • რიგ შემთხვევებში, სტუდენტის როლი წარმომადგენლობით საბჭოში ფორმალურია და გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ვერ ან არ ახდენს. ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნაწილი თვლის, რომ სტუდენტს არ აქვს საკმარისი კომპეტენცია განსახილველ საკითხში;

კვლევაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები:

თბილისი:

1. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;

2. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

4. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი;

5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

6. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

7. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი;

8. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

9. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი;

10. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფოსამხატვრო აკადემია;

რეგიონები:

11. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

12. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;

13. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

14. გორის უნივერსიტეტი;

15. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

16. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

17. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

კვლევის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დებულება

თავი I I

სტუდენტური თვითმმართველობის მიზნები და უფლება-მოვალეობები

მუხლი 7.

სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებია:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტების უფლებები და კანონიერი ინტერესები როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ;

ბ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს სტუდენტებს უფლებებისა და თავისუფლებების პრაქტიკულ რეალიზაციაში;

გ) დაეხმაროს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში, თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში;

დ) დახმარება გაუწიოს სტუდენტებს სწავლის პერიოდში, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბებაში;

ე) ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და მაქსიმალურად უზრუნველჰყოს ამ პროცესში სტუდენტთა მონაწილეობა;

ვ) ხელი შეუწყოს სტუდენტებში სამართლებრივი თვითშეგნების დონისა და კანონისადმი პატივისცემის ამაღლებას, დახმარება გაუწიოს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას;

ზ) შექმნას ოპტიმალური პირობები სტუდენტთა დასვენების, შრომითი მოღვაწეობის ან სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გაამრავალფეროვნოს სტუდენტური ცხოვრება.
მუხლი 8

სტუდენტური თვითმმართველობა თავის უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) იცავს და წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს;

ბ) უზრუნველჰყოფს უნივერსიტეტის სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების განხორციელებას;

გ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის საფუძველზე წყვეტს სასწავლო პროცესთან და მატერიალურ მხარესთან დაკავშირებულ საკითხებს;

დ) შეიმუშავებს წინადადებებს ფაკულტეტის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოს ან/და აკადემიურ საბჭოს;

დ) პერიოდულად ახდენს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასებას და შედეგებს წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოსა ან/და წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) გეგმავს, ორგანიზებას უწევს და ახორციელებს სტუდენტთა დასვენების, შრომითი მოღვაწეობისა და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შეხვედრებს, დებატებს, დისკუსიებს, ტრენინგებს, ინტელექტუალურ თამაშებს, საგანმანათლებლო-სამეცნიერო, კულტურულ, სპორტულ, გასართობ და კანონით ნებადართულ სხვა სახის ღონისძიებებს;

ვ) უზრუნველჰყოფს უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიურ მონაწილეობას სახელმწიფოს ინტერესების განხორციელების პროცესში;

ზ) თანამშრომლობს სხვა საუნივერსიტეტო, სამთავრობო და არასამთავრობო, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრევე გაერთიანებებთან;

თ) გააჩნია კავშირი საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო სტუდენტურ გაერთიანებებთან;

ი) სტუდენტური თვითმმართველობის მიზნების მისაღწევად ახორციელებს ,,უმაღლესი განათლების” შესახებ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და ამ დებულებით გაუთვალისწინებელ სხვა უფლებამოსილებებს.

დებულების სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ

საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 45. სტუდენტთა თვითმმართველობის უფლებები

1.  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარული კენჭისყრით,  საყოველთაო, თანასწორი,  პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.

2.  ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.

3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა)  უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში;  

ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;  

გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;

დ)  უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად,  რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს,
წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;

ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

კანონის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

5 Responses to კანონიერი თვითმმართველობა (SELF GOVERNMENT)

  1. monadire says:

    rogor fiqrob ramdenma caikitxa es posti tavidan bomode?

  2. monadire says:

    ara! :)) mec davalaike mara ar camikitxavs bolomde… da rogor fiqrob 66-ma caikitxa da arcertma ar daakomentara?! (chven tavs ar vgulisxmob) nutu aseti araqtualuri posti dade?!🙂

    • Qilipa says:

      ძალიან ცუდი გიქნია თუ წაუკითხავად დაალაიქე… რა მნიშველობა აქვს დააკომენტარა თუ არა ბლოგზე? ინფორმცია ბევრმა გაიგო. თემა იყო იმდენად აქტუალური, რომ 2 დღის განმავლობაში ტოპ-პოსტებში იყო🙂

      რა იყო ამაზე დასაკომენტარებელი? მშრალი ფაქტები დევს უბრალოდ…

  3. monadire says:

    მე წაკითხვა არ მჭირდება, კარგად ვიცნობ მაგ კვლევასაც და მის შედეგებსაც, შენ რომ არ გააყალბებდი ეგ ვიცი (გენდობი) ამიტომაც დავალაიქე…

    რაც შეეხება კომენტარებს, ხომ შეიძლებოდა ვინმეს აღშფოთება ან მოწონება გამოეხატა ამ მშრალ ფაქტებტან მიმართებაში?🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: