თსუ–ს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თავისი სახე გამოავლინეს

დღეს თსუ–ს მე–5 კორპუსში, 313 აუდიტორიაში შედგა სტუდენტური ინიციატივა თარგმნე‘- ს პრეზენტაცია, რომელიც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართულ ენაზე მასალების ნაკლებობის პრობლემას ეხებოდა. http://www.facebook.com/event.php?eid=175119859204226&ref=ts

მათ წარმოადგინეს სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც თსუ–ს მასშტაბით ჩაატარეს და პრინციპში დაასაბუთეს ამ პრობლემის არსებობა, რომელსაც მეც, როგორც ამ ფაკულტეტის სტუდენტი, კარგად ვიცნობ. პრეზენტაცია შინაარსიანი და გაწონასწორებული იყო და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა უნივერსიტეტს ამ პრობლემის გადაჭრის გზებიც შესთავაზეს. უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის არაეფექტურობაც (!)  კარგად წარმოაჩინეს. მოკლედ, კარგი წამოწყებაა და ბოლომდე დავუჭერ მათ მხარს, იქნებ ჩვენს მომავალ თაობებს მაინც მიეცეთ საშუალება ისწავლონ მშობლიურ ენაზე სოციალური მეცნიერებები და თან, როგორც აღნიშნა ერთ–ერთმა მომხსენებელმა, ქართული, როგორც სამეცნიერო ენა, განვითარდეს.

მაგრამ ახლა მინდა  სხვა პრობლემას შევეხო, რომელიც სრულიად თავხედური ფორმებით გამოჩნდა დღეს.. ჯერ კიდევ სტრესში ვარ იმის შემდეგ, რაც დღეს საკუთარი თვალით ვნახე. საკითხი ეხება თსუ–ს თვითმმართველობას.. უფრო სწორად იმ მეთოდებს, რომლებსაც ისინი იყენებენ მათთვის არამისაღები აზრის მქონე ადამიანების მიმართ, იმ ძალაუფლებას, რომელსაც (როგორც აღმოჩნდა) ისინი ფლობენ და ამ ყველაფრის ფონზე გაჩუმებულ პროფესორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ საქმე თვითმმართველობას შეეხებოდა… დისკუსიისას აუდიტორიაში რამდენიმე სტუმარმა/სტუდენტმა თვითმმართველობა ახსენა და გააკრიტიკა სტუდენტებთან სუსტი კომუნიკაციისა და ძირითადად გასართობ ღონისძიებებზე ორიენტაციისათვის, მაშინ როდესაც სტუდენტების წინაშე უფრო მძაფრი და პრიორიტეტული პრობლემები დგას. აქ დაიწყო რაც დაიწყო.. თვითმმართველობის რამდენიმე წარმომადგენელი აგრესიული მონოლოგით დაუპირისპირდა ამ სტუდენტებს. განსაკუთრებით ერთი აქტიურობდა, რომლის სახელი და გვარიც სამწუხაროდ არ ვიცი. რბილად რომ ვთქვათ, საქმე გაგვირჩია დამსწრე აუდიტორიას და გვაჩვენა ვინ არის აქ ბატონ–პატრონი. ნუ გასაგებია, თქვა, რომ წიგნების თარგმნა თვითმმართველობის საქმიანობის სფერო არაა (?!) და რომ გარდა სპორტული ღონისძიებებისა კონფერენციებს ატარებენ და ბლა ბლა ბლა… მისი მსჯელობა სწორხაზოვანი და შეუვალი იყო, გაბრაზებული რაღაცეებს ამტკიცებდა, მიუხედავად იმისა, რომ ასჯერ აუხსნა მომხსენებელმა, ბრალს არავინ არ გდებთო.. მაინც ვერ დაშოშმინდა, აუდიტორიისათვის სრულიად შეუსაბამო ტონით განაგრძობდა ქადაგებას, რაც რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელი იყო. იმ სტუმრებს,  ვინც ისინი ოდნავ ნეგატიური კონტექსტით ახსენა, დემაგოგიაში დასდო ბრალი, მაშინ როდესაც, თავად დემაგოგობის გარდა არაფერი გაუკეთებია. იმ ფონზე, როდესაც მთელი დისკუსია მიმართული იყო სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაზე, ჩვენს არჩეულ (?!) თვითმმართველობის წარმომადგენელს, ოღონდ თავი გაემართლებინა და “ზოგზოგიერთებისთვის” (თავად ბევრჯერ ახსენა ეს სიტყვა) ბრალის წაყენებით გვაბეზრებდა თავს.

ნელ–ნელა სიტუაცია დაიძაბა და დისკუსიის თემაც შეიცვალა. ამოტივტივდა უამრავი ადმინისტრაციული თუ სასწავლო პრობლემა, რაც თსუ–ში არსებობს. მომხსენებლები შეეცადნენ აუდიტორიის ყურადღება კვლავ ქართულენოვანი მასალების არქონის პრობლემისადმი მიეპყროთ და დისკუსია ამ კუთხით განეგრძოთ. თითქოს ყველაფერი დაუბრუნდა თავის ჩარჩოებს.. როცა რამდენიმე ადამიანმა დატოვა აუდიტორია, მათ შორის თვითმმართველობის წარმომადგენლების ნაწილმა (აგრეთვე ილიაუნის სტუდენტებმაც, სადღაც 4 ბიჭმა, რომლებიც ჩემს უკან ისხდნენ და მაგათ რა როლი ითამაშეს ბოლოს ვერ გავიგე და თუ ვინმემ იცით ვინც იქ იყავით, დაწერეთ).. დისკუსია კვლავ გაგრძელდა… და ამ დროს აუდიტორიაში ნაცემი, გაფითრებული სტუდენტი შემოვიდა, რომელმაც ძლივს მოახერხა ეთქვა დაცვას დაუძახეთო.. მოკლედ, აუდიტორიის კართან დაიწყო ჩხუბი, რომელშიც ჩართული იყო თვითმმართველობის წევრები და ის რამდენიმე (2 თუ 3) სტუმარი, რომლებმაც გაბედეს (!) და თვითმმართველობის მისამართით კრიტიკული მოსაზრება გამოთქვეს. ისინი უბრალოდ სცემეს! ნუ მაშინვე ყველა აუდიტორიის გასასვლელთან მივარდა, მათ შორის ოპერატორიც, რომელსაც ისევ თვითმმართველობის წარმომადგენლები ემუქრებოდნენ, არ აძლევდნენ გადაღების საშუალებას. მოკლედ, გაწონასწორებული პრეზენტაცია, იმის გამო რომ განსხვავებული აზრი ვერ აიტანა გარკვეულმა ჯგუფმა, გადაიქცა ქაოსად.. უნივერსიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლება სცემეს სტუდენტები, იმის გამო რომ მათ თავისი აზრი გამოთქვეს. (ერთ–ერთი სტუდენტის გამოსვლაც ემოციური იყო, თუმცა ახლოსაც ვერ მივა იმ თვითმმართველობის წარმომადგენელის აგრესიასთან).

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები იქ მოვიდნენ არა იმისათვის, რომ მოესმინათ და გაეგოთ რა უნდათ სტუდენტებს, არამედ იმისათვის, რომ არ დაეშვათ საპირისპირო, განსხვავებული აზრის გაჟღერება, მათი კრიტიკა. არც დაუშვეს პრინციპში.. იმიტომ რომ პირდაპირი გაგებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ, ვინც ისინი ახსენა. (იქ ვიყავი და კარგად დავინახე ვისგან მოდიოდა აგრესია). ალბათ იფიქრებთ, რომ ჩხუბის შეწყვეტის შემდეგ, ადმინისტრაციის წარმომადგენელი ან რომელიმე ლექტორი შეეცადა გაერკვია რა მოხდა და რატომ ცემეს ჩვენს ცხვირ წინ სტუდენტები.. არაფერიც.. მოგვიწოდეს გაგვეგრძელებინა დისკუსია. (სიტუაციის განსამუხტავად ეს არ იყო ცუდი გამოსავალი, მაგრამ!) მე ველოდი რომ ამ ინციდენტზე რამე კომენტარს გააკეთებდნენ, სხვა რომ არაფერი, დანაშაული ჩაიდინეს პირდაპირ ჩვენს თვალ წინ, უდანაშაულო ადამიანები სცემეს, იმის გამო რომ თვითმმართველობა გააკრიტიკეს. ჩვენს თვალ წინ, ხალხი, რომლებსაც ჩვენ პასუხისმგელობა დავაკისრეთ როცა ავირჩიეთ, ბანდიტებივით, ვანდალებივით მოიქცნენ. ჩვენს ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ლექტორებს კი შესაბამისი რეაქცია არ ჰქონდათ!

შესაბამისად ვსვამ კითხვას: ვინ მიანიჭა თვითმმართველობას ამხელა ძალაუფლება, მათ ასეთ თავხედურ საქციელზე რომ ხმას ვერავინ იღებს? ვინ არის ეს ხალხი, რომლებსაც ჩემი ნაცნობი სტუდენტების უმრავლესობა აკრიტიკებს და ისინი მაინც დათარეშობენ? რატომ გასდით ამდენი? და ლექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამას რომ ხედავენ რატომ ეგუებიან? 

დღეს ადამიანის უფლებები ჩვენს თვალ წინ შეილახა თსუ–ში და ამის ურეაქციოდ დატოვება უბრალოდ არ შეიძლება. იმედია, ვიდეოები მალე აიტვირთება და გავრცელდება.

პ.ს. ვინც იყავით პრეზენტაციაზე, გთხოვთ, თქვენი მოსაზრებებიც გაგვიზიარეთ.

პ.პ.ს. თსუ–ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს – 

“ონკანიდან წყალი მოდის, ატალახდა მთელი ეზო, 

 სუყველაფერს ხედავს ლია, სუყველაფერს ხედავს რეზო,

ორივენი ღია ონკანს აუვლიან, ჩაუვლიან:

ხომ არაფერს აშავებენ? – მაინც დანაშაულია!”


პოსტის ავტორი – მანანა მელქაძე

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

17 Responses to თსუ–ს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თავისი სახე გამოავლინეს

  1. Psychonaut says:

    იქ არ იყავით?😀
    როგორ აცემინეთ თქვენიანი:/ მესმის ეს “ცივილიზებული მეთოდები” მაგრამ მაინც…

    • Qilipa says:

      სიმართლე რომ ვთქვა ხალხი რო დაპანიკდასავით და არეულობასავით დაიწყო, გაღიმებული ვიჯექი! არ ვიცოდი რა ხდებოდა გარეთ, მარა ქართულ რეალობას დავცინოდი… მერე შემოვიდა ყველა, გაგრძელდა დისკუსია, თვითმმართველობაც იქ იყო, მომხსენებლებიც, ლექტორებიც… მოკლედ, გაუგებარი იყო ვინ-ვინ სცემა, სად სცემა და რამდენად სერიოზული იყო ეს ,,შეტაკება”…

      • me says:

        ar gicnob da sheidzleba amis gamo arasworad gagige, magram…
        ar mesmis am postis shemdeg ram dagawerina გაუგებარი იყო რამდენად სერიოზული იყო ეს ,,შეტაკება”…
        prezentacia rom dasrulda mere gaerkviet saqmis vitarebashi?
        rac sheexeba imas, tu rogor aceminet tqveniani : mgoni, es yvelastvis moulodneli iyo, darbazidan vin ar gasula da ar mesmis, ratom unda gahyolodit “tvalis shesavlebad”. ase rom tavis martleba araa sachiro (chemi azrit, ra tqma unda)

  2. otius says:

    რაც იქ მოხდა, ეგ იყო სირცხვილი და მე მართლა მრცხვენია, უნივერსიტეტში რომ ვსწავლობ…

    კარგია საკუთარი თვალით რომ ნახე ყველაფერი, არც მე დავიჯერებდი იქ რომ არ ყვოფილიყავი და პირიქით, მეორე მხრიდან არ წამოსულიყო ამდენი აგრესია, შეიძლებოდა არც არაფერი მომხდარიყო. აზრის გამოთქის აკრძალვა არის სისულელე, თუ ვინმე მაგას ფიქრობს . იქ არ მოვიდა პოლიცია, არ მოხდა ფაქტის გამოძება.
    ფაქტია : უნივერსიტეტში თავისუფალი სიტყვა იდევნება. აქაურობა იქცა ჭაობად, საიდანაც ამოსვლაში ყველა უნდა დაეხმაროს საღად მოაზროვნე სტუდენტობას…

    (თუ არ ვცდები, შენ გვერდით ვიჯექი, ტრიბუნის წინ. და კარგად მესმოდა ლექტორების გამოსვლები, ისინიც კი თავს ვერ აძლევენ უფლებას ვიღაცები აკრიტიკონ… სირცხვილია ეს ყველაფერი!!! )

  3. დღეს გოგუა და ქავთარაძე ცემეს

  4. litterator says:

    მიბაძეთ ლონდონელ სტუდენტებს🙂

  5. მაღლიველი says:

    უნივერსიტეტში საშინელი განუკითხაობაა, ეს თავს გასული თვითმმართველობა ხომ ამძაფრებს ამ სიტუაციას…სტუდენტების პრობლემები არავის აინტერესებს… კანცელარიაში თუ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში, უპასუხისმგებლო და უზრდელი ხალხი ზის…ჯვარს გაცვამენ სანამ რამეს გააკეთებენ, თუ არ ხარ ოდნავ მიმწოლი სტუდენტი არაფრად გაგდებენ. წესიერი ხალხი აკლია უნივერსიტეტს და არა 24 საათი ყავის მსმელები…სტუდენტები უპატრონოდ არიან !!!

  6. მაღლიველი სტუდენტი says:

    უნივერსიტეტში საშინელი განუკითხაობაა, ეს თავს გასული თვითმმართველობა ხომ ამძაფრებს ამ სიტუაციას…სტუდენტების პრობლემები არავის აინტერესებს… კანცელარიაში თუ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში, უპასუხისმგებლო და უზრდელი ხალხი ზის…ჯვარს გაცვამენ სანამ რამეს გააკეთებენ, თუ არ ხარ ოდნავ მიმწოლი სტუდენტი არაფრად გაგდებენ. წესიერი ხალხი აკლია უნივერსიტეტს და არა 24 საათი ყავის მსმელები…სტუდენტები უპატრონოდ არიან !!!

  7. Orlando says:

    რაც შეეხება ილიაუნის წარმომადგენლებს, როგორც შემდეგ გავარკვიე ისინი ილიაუნის თვითმართველობიდან იყვნენ და როგორც თვიტთონ განმარტეს უბრალოდ მოქალაქეობრივი პოზიციიდან აგმომდინარე ესწრებოდნენ ამ პრეზენტაციას, და შემოგვთავაზეს სტუდენტების მიერ დასმული პრობლემის მარტივი გადაჭრა. თურმე თსუ-ს სტუდენტებს შეგვიძლია ვისარგებლოთ ილიაუნის ბიბლიოთეკის რესურსებით. ეს მშვენიერი შემოთავაზებაა, მაგრამ ამით თსუ-ში არსებული პრობლემა ვერ მოგვარდება.
    როცა ეგ არეულობა დაიწყო და ერთ-ერთი სტუდენტი ნაცემი შემოვიდა აუდიტორიაში და ყველანი გარეთ გავედით ჩემი თვალით დავინახე თუ როგორ დარბოდა ერთ-ერთი ილიაუნიელი ჩენს სასიქადულო თვითმართველობის წევრებთან ერთად. ალბათ ეს სოლიდარობის ამბავი იყო… თვითმართველობები ერთად მტრის წინააღმდეგ(მტერი საღი აზრია!).
    თუმცა მომხდარის მთელი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ იქ მყოფი თსუ-ს ადმინისტრაციის ერთ-ერთი მოხელე იქვე გაერკვა სიტუაციაში(?) და ერთ-ერთ ნაცემ რიგირთ სტუდენტს(არა თვითმართველობის წევრს) დასდო ბრალი, რომ ის დარბოდა და მისი ბრალი იყო ჩხუბიც.
    ბოლოს კი მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თსუ-ს თვითმართველობას რომ ის ზრუნავს სტუდენტების განათლებულობაზე და კონსტიტუციაზეც კი ჩაგვიტარეს მინი ლექცია(ვინც იყო მიხვდება). როგორც ერთ-ერთმა დამსწრემ აღნიშნა, კონსტიტუცია ვიცით და პროსტიტუციას კი ვხედავთო…

  8. ძალიან კარგი პოსტია,
    შესანიშნავადაა გადმოცემული აზრი.
    პირი დამრჩა ღია, რა უბედურებები ხდება. მომინდა, რომ თსუ-ში ვსწავლობდე, აუცილებლად გავაპროტესტებდი ყველანაირად

  9. me says:

    me tu mkitxavt, tvittmartvelobashi /arc ert departamentshi/ ar unda gaacherot isetistudentebi, visacsagani sagani eteneba. usaqmurebis tavshesafari ar unda iyos tvittmartveloba. es yvelaze metad ganatlebis departaments exeba.

  10. Qilipa says:

    @me says:

    ეგ რაც დავწერე, დამაწერინა იმან, რომ როცა პირველი არეულობა და ხმაური ატყდა, მართლა გაუგებარი იყო რა მოხდა და რამდენად სერიოზული იყოს ის რაც ხდებოდა… ანუ იქ არ ყოფნის გამო უფრო ვერ გამიგე, ვიდრე არ ცნობის გამო.

  11. ketusi says:

    სერიოზული ამბავი მომხდარა….

    დარაღაც პროვოკაციას გავს!იმდენად არ უნდოდა თვითთმართველობას ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებაალბათ,რომ ჩხუბის მიზეზი თვითონვე მისცეს,რომ ჩაშლილიყო დისკუსია.

  12. monadire says:

    http://www.tempus.ge/files/Students-ge.pdf ეს შენ “ტემპუსის” კვლევა რომელიც ზუსტად 1 წლის წინ ჩატარდა, მგონი პოსტს შეესაბამება, თვითმმართველობის მონაწილეობას ეხება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მართვაში… მგონი კარგი არგუმენტია🙂 არ დაიზაროტ გაეცანიტ შედეგებს!🙂 იქნებ რამე საინტერესო აღმოაჩინოთ.

    P.S. იმედია გაიგიათ “TEMPUS”-ის შესახებ, თუ არ გაგიგიათ მაშინ ეს ბმულიც გამოგადგებათ🙂 http://www.tempus.ge/ge/whatistempus.html

  13. მე, როგორც ილიაუნის სტუდენტი უნივერსიტეტისა და იმ სხვა ილიაუნელების სახელით ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ერთს ვიტყვი. იმ ბიჭს ვიცნობ. ერთად გავდიოდით რამდენიმე საგანს და ძალიან ზოგადად, ნორმალური შთაბეჭდილება მაქვს მასზე.

    მისი გამოსვლა მხოლოდ იმას შეეხებოდა, რომ აღწერა ამ მხრივ რა სიტუაციაა ილიაში და შესთავაზა თსუ-ელებს თანამშრომლობა, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგი ჟესტი იყო არათსუ-ელი სტუდენტის მხრიდან.

    სხვა მხრივ არ ვიცი ვინაა.

    • Qilipa says:

      მისი გამოსვლა და შემოთავაზება მეც მომეწონა. ერთმანეთთან პაექრობის ნაცვლად უნივერსიტეტებმა რო ითანამშრომლონ ცუდი ნამდვილად არ იქნება.

  14. სამარცხვინო ამბავია! თვითმმართველობა ჩემი სტუდენტობის დროსაც ასეთი იყო და არაფრით იცვლებიან….
    რაც შეეხება ლიტერატურას: ამაზეც მუდმივი პრობლემა იყო, მთელი მასალა სოციოლოგიაში რუსულიდან მაქვს ნათარგმნი! ორმა ვიცოდით ჯგუფში რუსული კარგად, მაგრამ თარგმნა არ ეხერხებოდა მეორეს და მთელი ჯგუფი მე მიცდიდა. წარმოიდგინეთ რამხელა დრო მიდიოდა თარგმანზე და სხვ.
    იყო მაშინ ცოტაოდენი თარგმნილი ლიტერატურა, თუმცა იაგო კაჭკაჭიშვილის და თამარ ცხადაძის თარგმანებს, ისევ რუსული ჯობდა!
    2003-2007 წლებზეა საუბარი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: