ვთარგმნოთ, თარგმნეთ, თარგმნონ!

  • როცა ინგლისურ სიმღერას ვუსმენ და მომწონს, ე.ი. მელოდიურობა, ტემპი და მუსიკა მომწონს (იშვიათად, დაახლოებით შინაარსს ვხვდები ხოლმე)…
  • როცა ინგლისურად ანეკდოტს მიყვებიან, სხვების სიცილზე მეცინება (თუ იცინიან რა თქმა უნდა)…
  • როცა ინგლისურად მოსაუბრე ადამიანი კითხვას მისვამს, ხელ-ფეხით, მუნჯურად, ვესაუბრები და სათქმელს ასე ვაგებინებ…
  • როცა ლექტორი დავალებას ინგლისური წიგნიდან მაძლევს, მხოლოდ, წიგნის დიზაინსა და ხარისხს ვაფასებ (სქელყდიანობასა და პრიალა ფურცლებს)…

მიხვდებოდით ალბათ, რომ არ ვიცი ინგლისური…

რუსულის ცოდნას ვიბრალებ, მაგრამ ისე ნამდვილად არ ვიცი, რომ სასწავლო მასალა რუსულად წავიკითხო  დედლაინის გასვლამდე…

თუ კითხვა დაგებადა: რა კავშირი აქვს რუსულ-ინგლისურს ქართულს სექტორზე, ჟურნალისტიკის (ფსიქოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და ა.შ.) დავალების შესრულებასთანო, ე.ი. შენ თსუ-ში არ სწავლობ! მაგრამ არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უინტერესო იქნება შენთვის…

მოკლედ, მე ჟურნალისტიკის სასწავლებლად ჩავაბარე აქ და არა უცხო ენების, ასე რომ მინდა ცოდნა მშობლიურ ენაზე, (მშობლიურ) სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღო და დამთავრების შემდეგ თამამად შევძლო თქმა, რომ  კმაყოფილი ვარ მიღებული განათლებით.

ეს რომ ასე მოხდეს, ამისათვის პარასკევს, 15 აპრილს 13:00-ზე თსუ-ს 6-ე კორპუსის სააქტო დარბაზში უნდა მოხვიდე და მხარი დაუჭირო სტუდენტურ ინიციატივას ,,თარგმნე”, რომლის პრეზენტაციასაც მოსვლის დროს იხილავ…

პ.ს. ვინც მიცნობს ალბათ ფიქრობთ: ,,ქართულად რასაც გაძლევდნენ ის ხო წაიკითხე და ჩააბულბულე, უცხოურზე რო წუწუნებო”, მაგრამ გიპასუხებთ, რომ იმ ქართულს არ ვკითხულობდი იმიტომ, რომ ის იყო არასრული და ვიცოდი, რომ მისი წაკითხვის შემდეგ, გამიჩნდებოდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რომელიც დამტანჯავდა, გამთანგავდა და საბოლოოდ, ხელს ჩამაქნევინებდა სტუდენტობაზე მე კი ასე მარტივად ვერ შეველევი სტუდენტის სტატუსს!


ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

3 Responses to ვთარგმნოთ, თარგმნეთ, თარგმნონ!

  1. ნათია says:

    მეც არ ვიცი ინგლისური😦 რუსული რომ არ მცოდნოდა რა მეშველებოდა არ ვიცი…🙂

  2. ინგლისურიც ვიცი და რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ ბოლომდე გეთანხმები, რომ პოლიგლოტობა მომავალში შეიძლება გადაწყვიტოს ყველამ ინდივიდუალურად. საქართველოში ყველამ ქართულად უნდა მიიღოს განათლება!!! წარმოიდგინეთ ოქსფორდის ან კემპბრიჯის უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებსაც აიძულებენ ქართული სახელმძღვანელოებიდან მიიღონ განათლება ან თუნდაც იაპონურიდან. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, უცხო ენაზე მიღებული ინფორმაციის დამუშავებას– ორმაგი დრო ჭირდება, რაც მაინცა და მაინც სახარბიელოდ არ აისახება საბოლოო ჯამში, ახალგაზრდების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე (არ ვხუმრობ!)
    და კარგი… დავუშვათ, რომ ესეც მისაღები გახდა და უკვე ნამდვილად გახდა საზოგადოების ნაწილისთვის. შედეგი? წიგნის მაღაზიებში თავმოყრილი, უხარისხოდ თარგმნილი კლასიკური ლიტერატურის მთები ძვირფასი ყდებით! ცოფებს ვყრი როცა “მისტერიებში” და ბულგაკოვში, ტოლსტის შედევრებში უსაშინელეს (!!!), უვიც, ქართულის (და მით უმეტეს უცხოური ენის) არ მცოდნე ადამიანების საზიზღარ თარგმანს ვხედავ! დაკვირვებიხართ რედაქტორთა და კორექტორტა ჩამონათვალს? არა? კარგი, მაშინ სახლში ნებისმიერი ძველი გამოცემა იპოვეთ და შეადარეთ. ადრე რედკოლეგია მინიმუმ 4 ადამიანისგან მაინც შედგებოდა (სტანდარტულად 6 დან 12 მდეც!) დღეს?– 1! კაცია რედაქტორიც, კორექტორიც და მთარგმნელიც უარეს შემთხვევაში. აი რა იყიდება წიგნის მაღაზიებში და რას ბჟუტურებენ სტუდენტებზე ცდების მატარებელი უვიცი ადამიანები!
    საშინლად გავბრაზდი! მაპატიეთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: