პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები და ,,იდუმალებით მოცული” შეფასების სისტემა

მოგეხსენებათ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმის შედეგად, პედაგოგებმა უნდა გაიარონ სასერტიფიაკციო გამოცდები. პირველი ეტაპი ჩატარდა 2010 წელს, რასაც საკმაოდ ,,ხმაურიანი” შედეგები მოჰყვა…

2010 წლის ზაფხულში პირველად ჩატარდება პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები.

პირველ ეტაპზე სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა სეუძლიათ მატემატიკის, ქართულისა და უცხოური ენების პედაგოგებს სურვილისამებრ.

გარდა საგნობრივი ტესტისა, ყველა პედაგოგი ჩააბარებს პროფესიული უნარების ტესტს.

naec.ge

ვინც გაიარა პირველი ტური, მათთვის, დღეს, 2011 წლის 10 აპრილს ჩატარდა გამოცდა ინგლისურსა და კომპიუტერში, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი რჩება ამ ტესტების შეფასების სისტემა…

მასწავლებლებისთვის ინგლისურისა და კომპიუტერის ტესტი ინტეგრირებულია – დავალებები ისეა აგებული, რომ ერთდროულად მოწმდება როგორც ინგლისურის, ისე კომპიუტერის ცოდნა. კანდიდატი გამოცდას აბარებს კომპიუტერის საშუალებით.

საქმე იმაშია, რომ ტესტირებაზე გასულ პედაგოგს უწევს 3 დავალების შესრულება, რომელთა მაქსიმალური ქულებია: 10; 6 და 12. მათემატიკოსობაზე თავი არასდროს დამიდია, მაგრამ ელემენტარული ყოველთვის მესმოდა და ვიცი, რომ 10+6+12=28 თუმცა გამოცდების ეროვნულ ცენტრში ყველა ასე არ ფიქრობს და მაქსიმალურ ქულად დაწესებული აქვთ 30, გამსვლელი კი ამ 30-ის 70% ანუ 22 ქულაა

მინდა გითხრათ, რომ გაუგებრობა ამით არ მთავრდება… იქვე დევს საგამოცდო საკითხების ნიმუში, რომლის შეფასებაც ახალი გზით მივყავართ (,,გზაჯვარედინზე მდგარი პედაგოგები”):

როგორც ხედავთ აქ გამოგვდის 10+10+12=32

საბოლოოდ გამოდის, რომ ტესტირების მაქსიმალური ქულა არის 28; 30 ან 32! თუკი გვეუბნებიან, რომ გამსვლელი ქულა არის 70% და მეტი ეს ნიშნავს იმას, რომ  ზუსტად 70%-ც არის გამსვლელი:

დასკვნა:

28-ის 70% არის 19,6 ანუ გამსვლელია – 20 ქულა

30-ის 70% არის 21 ანუ გამსვლელია – 21 ქულა

32-ის 70% არის 22,4 ანუ გამსვლელია – 23 ქულა

P.S. ეს ჩემი ლოგიკური მსჯელობები კარგი, მაგრამ ახლა პასუხი მაინტერესებს ნამდვილი, ოფიციალური და წყალი რომ არ გაუვა ისეთი🙂 რამდენია მაქსიმალური ქულა და რამდენია გამსვლელი?

სქრინები გაკეთებულია naec.ge-ზე დადებული ოფიციალური დოკუმენტიდან

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

9 Responses to პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები და ,,იდუმალებით მოცული” შეფასების სისტემა

  1. akunkula says:

    ირაკლი, ჩემი რუსულის მასწავლებელიც ხომ აპირებდა ამის ჩაბარებას?🙂 ჩააბარა?

    • Qilipa says:

      დაველოდოთ პასუხებს🙂 ისე უკმაყოფილო არაა მგონი საკუთარი თავით…

  2. ვა. დედაჩემი აბარებს😐 ანუ რაც “შეიძლება მეტი”ს პრინციპით უნდა იმოქმედოს :დ

    • Qilipa says:

      დედაჩემიც დღეს იყო გასული :დ წარმატება დედაჩვენებს❤ :დ

  3. Pingback: პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები და ,,იდუმალებით მოცული” შეფასების სისტემა | მე, რეპორტიორი

  4. Katiee.Ge says:

    ვაჰ მე , რა საინტერესო ამბავია😀
    რაო რაო? რას ვამოწმებთო? უნარებს და ელემენტარულ არითმეტიკასო ხომ?
    ასეთი მათემატიკა თუ იყო წინა გამოცდაზე, რა გასაკვირია 1400მა რომ გადალახა მარტო😀
    ველი ამ ამბის follow up-ს :)))

  5. ketusi says:

    მოკლედ,ისეა გამსვლელი ქულები დაანგარიშებული,რომ თუ ენდომებათ ჩაჭრიან ნებისმიერს.

  6. Pingback: ერთგვარი Follow Up გამოცდების ეროვნული ცენტრისგან « მშვიდობიანი ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: