მე, ჯანმრთელობის დაზღვევა და სასარგებლო აუცილებლობა

წინა პოსტში, როცა სადაზღვევო თემას შევეხე, აქცენტი მიმართული მქონდა ტელევიზიების დამოკიდებულებაზე ამ სფეროს მიმართ, ანუ ანტი-სადაზღვევო პროპაგანდაზე, ახლა კი, ზოგადად, დაზღვევას და რა თქმა უნდა უმთავრესს – სამედიცინო დაზღვევას მინდა შევეხო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის სპეციფიკა დიდად არ გამეგება, ჩემი აზრის დაფიქსირება მაინც გადავწყვიტე…

,,კაცობრიობის განვითარებასთან ერთად შეინიშნებოდა ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება, რაც თავისთავად იწვევდა სამედიცინო დახმარებაზე მოთხოვნილების ზრდას. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ შეეძლოთ მკურნალობისათვის საჭირო თანხების გადახდა და შესაბამისად ვერ იღებდნენ სათანადო მკურნალობას. მაშინ წარმოიშვა იდეა საერთო ფონდების შექმნის შესახებ, სადაც ადამიანები ერთიანდებოდნენ ნათესაური, პროფესიული, ან ტერიტორიული ნიშნებით და სამედიცინო დახმარებისათვის განკუთვნილ საერთო ფონდში აგროვებდნენ საჭირო თანხებს. ასეთი მარტივი სახით შეიძლება წარმოვადგინოთ სისტემის ჩამოყალიბება, რომელსაც ჩვენ სამედიცინო დაზღვევას ვუწოდებთ.“

როდის მივხვდი, რომ დაზღვევა საჭირო და აუცილებელიც კია? –

  • მაშინ, როცა დედაჩემს დაჭირდა ოპერაციის გაკეთება და ოპერაციის შემდგომი, ძვირადღირებული მკურნალობა… ეს ყველაფერი კი, თითქმის მთლიანად, სადაზღვევო პოლისმა აუნაზღაურა და მხოლოდ უმნიშვნელო (რეალურ ფასთან შედარებით) თანხების გადახდა გვიწევდა ,,ჩვენი ჯიბიდან“.
  • მაშინ, როცა, მანქანით ხრამში გადაჩეხილ მეგობარს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა ხერხემალზე, ოჯახს კი არანაირი ფინანსური საშუალება აღარ ჰქონდა (სწორედ იმ მანქანის 1 კვირით ადრე შეძენის გამო), ამ დროს გაახსენდათ, რომ რამდენიმე თვის წინ დაზღვევა გაუკეთებიათ, რომელიც აღარც კი ახსოვდათ… მაშინვე გაჩნდა იმედი: ,,იქნებ გვეშველოს, იქნებ დააფინანსონ, თორემ სანამ ფულს მოვისესხებთ ბავშვს არაფერი გაურთულდესო“… დიახ, დააფინანსეს, რა თქმა უნდა სრულად დააფინანსეს, იმიტომ რომ სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაცია იყო გასაკეთებელი.
  • მაშინ, როცა ჩემი მეკლდეური მეგობარი, რომელიც მარტო, დამცველის გარეშე, ვარჯიშობდა ცოცვაში, 8-9 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და სერიოზული მოტეხილობებით საავადმყოფოში წაიყვანეს, იქ კი პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ექიმებმა გვითხრეს, რომ რადგან არც დაზღვევა გვქონდა და არც საკმარისი თანხა, ისინი ,,ხელს ვერ მოკიდებდნენ“ დაზარალებულს… გადაიხადეთ ფული და ჩვენი თავი გენაცვალოთო…მახსოვს როგორ ჩამრჩა ყურში სიტყვები: ,,არც დაზღვევა! არც საკმარისი თანხა!“ და გავაცნობიერე, რომ დაზღვევის ქონა ყოველთვის უფრო მარტივი და მოსახერხებელია, ვიდრე ,,საკმარისი თანხის“, როცა მათი აუცილებლობა ჩნდება…

გარდა ამ მაგალითებისა ყველაზე საყურადღებო და მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ის შემთხვევები, როცა სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებში, სხვადასხვა სახის პაკეტებით დაზღვეული ახლობლები, საჭიროების დროს მედიკამენტებს ყიდულობდნენ 20%–დან 80%–მდე ფასდაკლებით. ეს კი ნამდვილად მნიშვნელოვანი შეღავათია იმ ფასების ფონზე, რა ფასებიც დღეს ადევს მედიკამენტებს, ჩემი დაკვირვებით, წამლები უფრო ძვირი უჯდება ადამიანს, ვიდრე ექიმებთან სიაურლი და სხვადასხვა გამოკვლევების ჩატარება. ასე რომ, მინიმალური, 20%–იანი ფასდაკლებაც ძალიან დიდი შეღავათია…

აღსანიშნავია სოციალური დაზღვევის სისტემის სტაბილური განვითარება იმ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური რეჟიმების ცვლა განხორციელდა. ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა განვითარებულია არამარტო განვითარებულ ქვეყნებში, იგი ფართოდ ინერგება განვითარებად ქვეყნებში (ვიეტნამი – 1993; ნიგერია – 1997; ტანზანია – 2001; განა – 2005) (ადამ უოგსტაფი, “ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემის ხელახალი შესწავლა”, მსოფლიო ბანკი, 2007 წ.).

საქართველოში პოლიტიკური რეჟიმების ცვლა განხორციელდა, განვითარებადი ქვეყანაც ვართ (როგორც ამბობენ), ე.ი. დროა ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაც განვითარდეს… ჩემი პოსტებით მე ამას ვერ შევძლებ და ვერც ვერაფერს შევცვლი ალბათ, მაგრამ ტელევიზიებისგან განსხვავებით ანტი–პროპაგანდულ განცხადებებს მაინც არ ვაკეთებ…

ციტატების წყარო

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

9 Responses to მე, ჯანმრთელობის დაზღვევა და სასარგებლო აუცილებლობა

  1. dakarguli says:

    cheeemi moazrovne da cjviani :*❤😀

  2. AGARTA says:

    დღევანდელი ჯანმრთელობის სადაზღვევო სისტემითაც შეიძლება იხეიროს კაცმა და თუ განითარდა ხომ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ნუ თუ არ დაახრჩვეს, რა თქმა უნდა

    • Qilipa says:

      ხო ახრჩობენ და გაზრდის საშუალებას რო არ აძლევენ ბავშვშს , მაგას ვჩივი მეც :შ

  3. 13th says:

    ძალიან კარგი პოსტია. მეც დავწერე დაზღვევის დადებით მხარეზე მცირე პოსტი, მაგრამ რაღაც მიზერი მიმოვიხილე, რადგან შენ აშკარად ძალიან კარგი მაგალითები მოგყავს და იმედია ამ პოსტს ბევრი ნახავს.
    like

    მართალია ჩვენი დაზღვევის სისტემა ცოტა ქაღალდების ფრიალის მოყვარულია, მაგრამ გადაუდებელ შემთხვევებში, აშკარად როგორი მომგებიანი და მართლა ხელის შემწყობია.

    უზომოდ მწყინს და ვბრზადები, როდესაც მესმის ესეთი მაგალითები, როგორც მესამე ისტორიაში მოყევი. როგორ შეუძლიათ ხელი ვერ მოკიდონ მომაკვდავ ადამიანს, მით უემეტს თუ შეუძლიათ დახმარება, ფულის გამო. ბოლო ბოლო, ამ ფულს მერე აანაღაურებინებ როგორმე, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს კი ვერ დააბრუნებ.

  4. akunkula says:

    ვინმემ ნორმალური სადაზღვევო კომპანია მირჩიეთ რა
    მინდა დაზღვევა

    • Qilipa says:

      ეგრე რჩევა არ გამოვა… არ არის ისეთი საკითხი რო ვიღაცის რჩევის მიხედვით გადაწყვიტო! მიდი, დარეკე, მიწერ–მოწერე და გაარკვიე ვინ რა პირობას გთავაზობს, რას ფიქრობ რა უფრო პრიორიტეტული იქნება შენთვის და იმის მიხედვით აირჩევ კომპანიასაც და პაკეტსაც😉 დაუზარებლად წაიკითხე კონტრაქტი ხელის მოწერამდე, რო მერე პრეტენზიები არ გქონდეს ეს ან ის რატო არ დამიფინანსესო და ა.შ. მოკლედ, არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი და დიდი ყურადღება გმართებს…

    • Shorena bartaia says:

      ჯიპიაი ჰოლდინგი, მართლა კარგი კომპანიაა, გირჩევ რომ დარეკო და გაიგო პირობები

  5. Pingback: მე, ჯანმრთელობის დაზღვევა და სასარგებლო აუცილებლობა | მე, რეპორტიორი

  6. ketusi says:

    ძალიან კარგი პოსტია
    დაზღვევაცც მეტად საჭირო საქმე ყოფილა! წინა კვირას და გამიხდასაოპერაციო,და მაშინ ვიფიქრეთ,რომ დაზღვევა კარგად ’წაგვადგებოდა’.
    არავინ არ იცის ვის რა შემთხვევა ელოდება და როგორ დაჭირდება ფული,დადაზღვევა კარგი გამოსავალია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: