ბრძოლით, ჟინით, თავდადებით მოტანილი გამარჯვება!

ბრძოლა, ჟინი, თავდადება

მოგვიტანეთ გამარჯვება!

ეს არის ქათული სპორტის ქომაგთა ერთერთი ლოზუნგი და მთავარი შეძახილი და სწორედ ამ შეძახილის ასრულება მოხდა გუშინ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე…

არ დავიწყებ თამაშის განხილვას და იმაზე საუბარს თუ რა მაგრად ითამაშა დაცვამ, მეკარემ, მთელმა გუნდმა… როგორ გამოცოცხლდა თამაში მეორე ნახევარში გაკეთებული ცვლილებების შემდეგ და როგორ ფროფესიონალურად, როგორც იტყვიან ,,ხუთიანზე” გააკეთა ყველაფერი მარცვალაძემ, კობიაშვილმა კი უშეცდომოდ და მიზანმიმართულად გადაგზავნა ბურთი ხორვატიის ნაკრების კარში… (მაინც შემომესაუბრა :))

იქაურ ატმოსფეროს მინდა შევეხო:

  • მთლიანად გადავსებული სტადიონი (ეროვნული ნაკრების თითქმის არცერთი თამაში არ გამომიტოვებია ბოლო წლებში და ასეთი დასწრება არცერთხელ ყოფილა).
  • გადათეთრებული 26-ე სექტორი, სადაც ,,ქართული სპორტის ქომაგები” ისხდნენ და ძალიან ლამაზად ჩანდა ერთ ფერში გამოწყობილი 1500 გულშემატკივარი.
  • ერთსულოვნება და ერთხმიანი სიმღერა-შეძახილები.
  • ,,გოლი, გოლი”-ს ან ,,სა ქარ თვე ლო”-ს ძახილი როცა ჩვენები უტევდნენ, ხოლო სტვენა და კიჟინა, როცა ხორვატებს ჰქონდათ ბურთი.
  • ცალკეული ფეხბურთელის სახელის ერთობლივად სკანდირება, ტრავმის ან ცვლილების დროს.
  • ტაშის დაკვრა და გამამხნევებელი შეძახილები, მაშინაც როცა, მეტოქის კარს აცილებდნენ ან ბურთს კარგავდნენ ქართველი ფეხბურთელები.
  • თამაშის ბოლომდე დარჩენილი გულშემატკივარი! (ეს მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ, წინა თამაშებში, უმეტეს შემთხვევაში, გულშემატკივარი სტადიონის დატოვებას იწყებდა 87-88 წუთიდან).

თუმცა, ამ სიკეთეებთან ერთად დავინახე ორი უარყოფითი და ძალიან ცუდი ფაქტი:

  • გულშემატკივართა ნაწილმა, სკამებზე დახვედრილი საქართველოს დროშებით დაიწყეს თვითმფრინავების კეთება და ზემოდან სროლა(!)
  • ერთერთი ტრიბუნიდან, ვიღაცამ წყლის ბოთლი ისროლა მოედანზე(!), რაც ყველაზე აღმაშფოთებელი და მსუბუქად რომ ვთქვა უზრდელური საქციელი იყო…

ბოლოს კი, რაც შეეხება გოლს და მისით გამოწვეულ სიხარულს, ამის გადმოცემა ალბათ გამიჭირდება… ეს იყო უზომო ბედნიერება, იქ მყოფი, საქართველოს ნაკრების გულშემატკივრისთვის… ფილმებში გექნებათ ნანახი, დიდი სიხარულის დროს როგორ ეხუტებიან და კოცნიან ერთმანეთს სრულიად უცნობი ადამიანები, სტადიონზე რომ ყოფილიყავით რეალურად იხილავდით ამ სურათს და თქვენც აუცილებლად ჩაგიკრავდათ ვინმე გულში… ისე მოულოდნელად გავიხადეთ ტანსზემოთ ყველაფერი რამდენიმე გულშემატკივარმა, რომ ვერც კი შევამჩნიეთ თუ ,,ნუდისტურ სექტორს” ემსგავსებოდა ჩვენი ტრიბუნა… ზემოდან ვუყურებდით ხორვატ გულშემატკივარს, რომლებიც თამაშის მსვლელობისას იხდიდნენ ტანზე და სრული სიგიჟით ქომაგობდნენ თავიანთ ნაკრებს, ბოლოს კი უემოციო სახეებით უყურებდნენ ჩვენი დროშებისა და მაისურების ფრიალს…

ამ ყველაფრიდან კი ერთი ანდაზაც ვაწარმოე:

,,იხდის ის, ვინც ბოლოს იხდის!”

ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას (!) და გირჩევთ არ გამოტოვოთ ეროვნული ნაკრების არცერთი საშინაო მატჩი, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ არ მოიკლოთ სავსე სტადიონის ხილვით გამოწვეული სიამოვნება… ხოლო თუ თეთრ-წითელ ფერში ივლით თამაშებზე, მაშინ თქვენი თვალები კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებენ😉

ესეც 26-ე სექტორი ჩემითურთ🙂

 

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

10 Responses to ბრძოლით, ჟინით, თავდადებით მოტანილი გამარჯვება!

  1. sofo says:

    როგორ მინდოდა და რა მატჩი გამოვტოვე გული მიკვდება😦 ტელევიზორში ყურებას მარტო მინაშვილის ღრიალის მოსმენის მუღამი ჰქონდა🙂

    • Qilipa says:

      მე კი მგონია, რომ ისე ვერ იღრიალა როგორც საჭირო იყო :))

  2. polithooligan says:

    ბიჭო არავინ უსმენდა მინაშვილს მაგ დროს მაგრამ მაინც მომეწონა ეს გამოხატვა! რაგბი, კალათბურთი და აი ფეხბურთიც! კარგია! ასე დიდი ხანია არ გამხარებია! და რაც მთავარია გილოცავ :)) ისრაელამდე :))

    • Qilipa says:

      გაიხარე😉 ამის მერე ისრაელთანაც ჩამესახა დიდი იმედები🙂 ანუ, რავარც ვხთები თამაშზე არ ყოფილხარ ხო? ცუდია, ცუდი… არ გეპატიება ეგ ამბავი :))

  3. გამიხარდა კიარადა, სიხარულისგან რა მექნა, არ ვიცოდი… სიმართლე გითხრათ, მე წაგების შემთხვევაშიც მზად ვიყავი მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ არ იყო ეს იოლი თამაში ჩვენთვის… მაგრამ ბოლოს უკვე ეტყობოდა, რომ გავიტანდით იმ ერთ მოგების გოლს აუცილებლად… რაღაცნაირად დამუხტული იყო უკვე ჰაერი…
    მეც ძალიან მინდოდა სტადიონზე ყოფნა და იქიდან გულშემატკივრობა, მაგრამ ვერ მოვახერხე…
    თუმცა, გამარჯვების სიხარული ჩემს ქუჩასაც უცებ გადმოედო…
    თამაშიდან წამოსულმა გულშემატკივრებმა მანქანებით ჩაიქროლეს და ყველას ულოცავდნენ ხმამაღლა… და მერე კიდევ მახსოვს, ვიღაც პატარა ბიჭი ეზოში როგორ მღეროდა გამარჯვებაზე სიმღერას…
    ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ეს გამარჯვება შექმნა: მწვრთნელსაც, ფეხბურთელებსაც, გულშემატკივარსაც…
    მათ უზარმაზარი სიხარული აჩუქეს გუშინ ყველა ქართველს

    • Qilipa says:

      თამაშიდან გამოსვლის მერე ისეთი ზეიმი იყო, რო 1981 წელი წარმოვიდგინე, ალბათ მაშინაც ასეთი ამბავი იყო ქუჩებში მეთქი… ყველა მანქანა ასიგნალებდა, ყველა-ყველას ულოცავდა და ეს ყველაფერი არ დამთავრებულა მთელი ღამის მანძილზე… 2 საათი იქნებოდა ღამის როცა ლესელიძეზე ჩაქროლეს მანქანებმა დროშებით ,,გაუმარჯოს” ძახილი იყო მთელ ქუჩაზე… არცერთი რესტორანი აღარ იყო ცარიელი, ვერსად ვნახეთ დასაჯდომი… ყველა აღნიშნავდა და ზეიმობდა……

  4. Postfinnegan says:

    ბრავო, საქართველო!
    http://postfinnegan.wordpress.com/ აქაც გვეწვიეთ..

    • Qilipa says:

      გეწვიეთ, მარა რა კავშირი ჰქონდა მაგას ამ გამარჯვებასთან? დაკავშირებული პოსტის ლინკი რო დაგედოთ კიდე ჰოოო…

      • Postfinnegan says:

        ბრავო, საქართველო! << :))

        ეს კომენტარის შემდგომი ''უბრალო'' მოწვევაა :))

  5. Jazzmena says:

    რომ არა ქეცბას ტაქტიკა და ჩემი “გამწარებული” (ამ სიტყვის სრული და მრავალფეროვანი მნიშვნელობით) გულშემატკივრობა – არაფერიც არ გამოვიდოდა….🙂😉 ხორვატებს სახლშიც თუ შევუსრულეთ (მანამდე ისრაელსაც თუ მოვუყომარეთ ) მერე გამოექანონ მთელი ევროპის ქვეყნები (ოღონდ რიგრიგობით) და …😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: