დოპსი, ,,ჯოჯოხეთის ამწეები”, ბლუზი და დაუვიწყარი სიამოვნება

კონკრეტულად არ მახსოვს რომელიმე პოსტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ დაწერილი მექნება ისეთი რამ, სადაც ჩემი ემოცია ჩანს, მკითხველი ხედავს ამას, შეუძლია საკუთარი თავი წარმოიდგინოს ჩემ ადგილზე და დაახლოებით მაინც იგრძნოს ის, რასაც მე ვგრძნობდი იმ კონკრეტული პოსტის წერის პროცესში… მაგრამ რის შესახებაც ახლა ვწერ, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, ამ ზე-ემოციის პოსტში ჩადება და გაზიარება შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ ამ ყველაფრის შესაგრძნობლად  აუცილებელია, ყოფილიყავი ივენთ ჰოლში 22 მარტის 21:00 საათიდან 00:00 საათამდე…

მოკლედ, გუშინდელი ჯაზ-სერიების დახურვა – Dwayne Dopsie-სა და უძლიერესი ჯგუფის Zydeco Hellraisers-ის კონცერტი, ჩემთვის მართლა დაუვიწყარი და ერთერთი საუკეთესო იქნება ალბათ… ვყოფილვარ ჰიუ მასაკელას კონცერტზე, სადაც უდიდესი სიამოვნება მივიღე და იქ დაგროვილი ემოცია რამდენიმე დღის მანძილზე გამყვა, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დვეინ დოპსიმ დაჩრდილა, თვით, მასაკელაც კი (ნუ იფიქრებთ რომ მასაკელას ხაზი გადავუსვი ამით, ეს უბრალოდ შეუძლებელია და ,,ნამუსიც კარგი საქონელია”)…

კონცერტზე ვუსმენდი, უდავოდ, ერთერთ საუკეთესო აკორდეონისტს (Dwayne Dopsie), ჩემ ცხოვრებაში პირველ Washboard-ისტს და, უბრალოდ, ძალიან მაგარ ტიპს (Alex Mcdonald), ბას-გიტარის ახალგაზრდა ,,ბიძას” (მამობისთვის ახალგაზრდაა ჯერ) (Dion Pierre), სოლო გიტარის ღიმილიან მკნავებელს (სიტყვისგან – კნავილი) (Shelton Sonnier), არაჩვეულებრივ საქსაფონისტს (Damon Sonnie) და კარგ დრამერს (Calvin Sam), რომელსაც მართალია ფეხზე ადგომა ეზარებოდა, მაგრამ არც იყო საჭირო, იმიტომ რომ მჯდომიარე გადასარევად ასრულებდა თავის საქმეს… ახლაღა ვნანობ, რომ წინა პოსტში მხოლოდ დვეინ დოპსიზე მქონდა საუბარი და ბენდი უყურადღებოდ დავტოვე…

ენერგიაუშრეტი დვეინ დოპსი და ალექს მაკდონალდი შეუჩერებლად, შეუსვენებლად, ღიმილიანად და პროფესიონალურად უკრავდნენ სოლოს-სოლოზე… მოძრაობდნენ დარბაზში, მაგიდებს შორის, უკრავდნენ სკამზე შემდგარნი, იატაკზე გაწოლილები და ისეთი მუხტი და სიამოვნება მოდიოდა მათგან, რომ პირადად მე არ ვიცოდი როგორ გამომეხატა ჩემი იქ ყოფნით გამოწვეული სიხარული და ბედნიერება… მართლა ძალიან მაგარი იყო ეს აუცილებლად უნდა გენახათ… უშუალობა მსმენელთან, ხუმრობები, დიალოგები, სცენაზე აყვანილი გოგონები, მათთან ცეკვა და დვეინის მუდამ ცვალებადი მიმიკები… მოკლედ, მართლა იქ ვარ ჯერ და მგონი ჩავრჩი🙂

აწი, მათი მოსმენის შემდეგ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: თუკი ოდესმე კიდევ ჩამოვლენ და ვერ ავიღებ აკრედიტაციას ვერც ჟურნალისტად და ვერც ბლოგერად, აუცილებლად გადავიხდი იმ თანხას რაც ბილეთი ეღირება, იმიტომ რო ვიცი უკვე რაც დამხვდება იქ…

P.S. კონცერტის დასრულების შემდეგ ექვსივე ჩამოვიდა სცენიდან, ხალხს შეერია, დაარიგეს ავტოგრაფები, გადაიღეს სურათები და, უბრალოდ, საუბრობდნენ ყველასთან ყველაფერზე… ამ ყველაფრისთვის მადლობა კი, ისევ და ისევ ისტერნ-პრომოუშენს! Good Job!..

მე და დვეინა :დ

ვოშბორდის მამა და მაგარი კაცი - ალექსა :დ

ფოტოებისთვის მადლობას ვუხდი რევაზ ბარამიძესა და ლევან გიორგაძეს

და ბოლოს, ვიდეოების ლინკები კონცერტიდან:

1, 2, 3, 4

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

6 Responses to დოპსი, ,,ჯოჯოხეთის ამწეები”, ბლუზი და დაუვიწყარი სიამოვნება

  1. natiko says:

    mmmmmmmmmmm, ra magariaaa… youtubze videoebi rom vnaxe davishoke. shemshurda😀😀

  2. dakarguli says:

    rogori bednieri saxe gakvs )))))))))) tvalebit anateb pirdapir❤❤❤ :* :* :*

  3. Pingback: თბილისს ,,სიამოვნების მომტანი ტალღა” უახლოვდება « მშვიდობიანი ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: