ივენთ ჰოლი ,,ცეცხლოვანი” ბლუზის მოლოდინში

საქართველოს ბანკისა და ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურება SOLO -ს ტრადიცია გრძელდება… ჯაზ-სერიები კი სრულდება და სრულდება ნიუ-ორლეანელი ცეცხლოვანი აკორდეონისტის – დვეინ დოპსის ბლუზური საღამოთი…

არ იცით ვინ არის დვეინ დოპსი? არაუშავს… არც მე ვიცოდი, სანამ მისი ჩამოსვლის ამბავს გავიგებდი… მაგრამ რომ გავიგე ოოო… მხოლოდ მაშინ ვინანე, რომ მანამდე არ ვიცნობდი. კარგი ვინმე ყოფილა, გადასარევი და ,,ჩასაყლაპიო” (ასეც ამბობენ), თუმცა მამამისი ზაიდეკოს (ბლუზის ერთერთი მიმდინარეობა) მეფე (როკინ დოპსი) ყოფილა და რა გასაკვირია თუ შვილი არანაკლებ ნიჭიერი გამოვიდა? – მამულს ხომ ის ურჩევბნია, რომ შვილი მამას ჯობდეს?

დუეინ დოპსი დაიბადა 1979 წლის 3 მარტს,  გაიზარდა ლაფაიეტში, ლუიზიანას შტატში, სადაც მან ზაიდეკოს მუსიკის მოსმენა და დაკვრა ისწავლა.

ოთხი წლის ასაკში იგი უკრავდა washboard–ზე (სარეცხი დაფა) თავისი ძმის, დავიდ როკინ დოპსი უმცროსის, მსგავსად, მაგრამ მალე გადავიდა აკორდეონზე და მამის ნაკვალევს გაჰყვა. ზიდეკოს ფესტივალზე ოჯახთან ერთად გამგზავრების შემდეგ, 19 წლის ასაკში, დუეინმა თავისი საკუთარი ბენდი ჩამოაყალიბდა და გააგრძელა ოჯახის მუსიკალურ–გასართობი ტრადიცია.

ამჟამად, დვეინი რამოდენიმე კონტინენტზე მოგზაურობს და მისი უახლესი დისკის „ნიუ ორლეანის ხმების“ (Sound of New Orleans)  –„ ჰაერში აფეთქებული“ (Up In Flames ) – მხარდასაჭერად იკვალავს გზას. მისი ორივე წარმოდგენის (შოუს) მიმოხილვა და ასევე მისი უახლესი ჩანაწერები ყოველთვის პოპულარულია. დვეინის უახლესმა გამოშვებულმა დისკმა – „მოგზაური კაცი“ (Travelling Man) – მიიღო გრემის წინასწარ წარდგენილი ჯილდო 2006 წელს.

“ამერიკის ცეცხლოვან აკორდეონად”  წოდებული, დვეინ (დოპსი) რუბინი უკრავს უნიკალურ, ენერგიულ ზაიდეკო–ს სტილს. მის ბენდს, The Zydeco Hellraisers, ეს ჟანრი ახალ საზღვრებამდე გაყავს, უმატებს რა მას ბლუზის, სოულის და ფანკის ჟღერადობას. მათი მუსიკა პულსირებადი და ფანკურია, ის ყველა ჟანრის მსმენელს მოსწონს.

13 წლიანი კარიერის  განმავლობაში  იგი სცენას ინაწილებდა ისეთ ლეგენდებთან როგორებიც არიან: Etta James, Al Green, Smokey Robinson, James Brown, B.B. King, Elvin Bishop, „Sly and the Family Stone“, Robert Cray, The Blues Travelers, Booker T. & M.G.’s და Van Morrison.

ამ საოცარ შემსრულებელს და მის ბენდს მოპოვებული აქვს „საუკეთესო აკორდეონის“, „საუკეთესო Zydeco ბენდის“ და „საუკეთესო დამწყები მუსიკოსის“ ჯილდოები, ჩაწერილი აქვს 5 სტუდიური ალბომი და Live DVD. ბენდის ბოლო 2 ალბომი, „The Traveling Man“ და „Up in Flames“ ნომინირებული იყვნენ გრემზე, მისი სინგლი “Hey Rosalee” კი ინტერნეტ ჩარტების სათავეში მოექცა.

წყარო – easternpromotion.com

დოპსი აცხადებს, რომ მას განსაკუთრებბულ სიამოვნებას ანიჭებს უცხო აუდიტორიების წინაშე დაკვრა. – ეს ალბათ იმის გარანტიას უნდა გვაძლევდეს რომ ჩვენც უდიდეს სიამოვნებას მოგვანიჭებს! მოკლედ, დიდი მოლოდინით ვხვდები ამ დღეს და დარწმუნებული ვარ იმედგაცრუებას აღარ განვციდი…

კონცერტი გაიმართება 22 მარტს, 21:00 საათზე ივენთ ჰოლში!

ბილეთის ფასი 60 ლარი


ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

2 Responses to ივენთ ჰოლი ,,ცეცხლოვანი” ბლუზის მოლოდინში

  1. dakarguli says:

    აი, ეხლა დამწყდა გული… რომ თბილისში არ ვარ)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: