,,ბირთვული ნინძა” – სასიკვდილო მისია იაპონიის გადასარჩენად

რამდენიმე “გმირმა”, რომლებიც,  ფუკუშიმას დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურზე, ურანის სრული დნობის თავიდან ასაცილებლად მუშაობენ, თავიანთ ახლობლებს უთხრეს, რომ არ დალოდებოდნენ მათ ცოცხლად დაბრუნებას სახლში. იაპონიის მედიამ 180 ელიტურ ტექნიკოსს “მებრძოლი სამურაები” და “ბირთვული ნინძები” შეარქვა, რადგან ისინი თავიანთი ქვეყნის გადარჩენას ცდილობენ.

ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც უკვე აღენიშნებოდა რადიაციული დასხივების კრიტიკული დოზა, თავის ცოლს უთხრა: “გთხოვ გააგრძელე ცხოვრება, მე დიდი ხანი ვერ დავბრუნდები სახლში”.

ერთ-ერთის პატარა ქალიშვილმა კი ტვიტერზე ასეთი რამ დაწერა: “მამაჩემი ატომურ ელექტოსადგურში წავიდა. არასდროს მინახავს რომ დედაჩემს ასე მწარედ ეტიროს.” გოგონა ევედრებოდა: “მამა გთხოვ დაბრუნდი სახლში.”

ბირთვული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ადმაინების მისია თვითმკვლელობას უდრის, რადგან მათი ჰერმეტული კოსტუმები ვერ დაიცავს მათ დასხივებისაგან. გადარჩენის შემთხვევაშიც, მათ სიცოცხლის მანძილზე ჯანმრთელობის სეროიზული პრობლემები ექნებათ.

ფუკუშიმას ორმოცდაათეული, ასე ეძახიან ვინაიდან ცვლაში 50-50 კაცი მუშაობს, 24 საათის განმავლობაში არ წყვეტენ მუშაობას რეაქტორის გადახურების თავიდან ასაცილებლად და მის გაგრილებას წყლის ჭავლის უწყვეტი ნაკადით ცდილობენ. ჯგუფი, რომელთა ვინაობაც ჯერ კიდევ უცნობია, დარჩა რეაქტორზე, მაშინ როცა მისმა შვიდასმა თანამშრომელმა დატოვა ატომური ელექტროსადგური, მას შემდეგ, რაც რადიაციის დონემ სასიკვდილოს მიაღწია.

მათ შორის ვინც დარჩა, 5 უკვე გარდაიცვალა, 2 დაკარგულად ითვლება, ხოლო 21 ადამიანი სერიოზულადაა დაშავებული.
მათი სიმამაცე გვახსენებს იმ 3 ადამიანის თავგანწირვას, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს იმისათვის, რომ უკრაინა გადაერჩინათ ჩერნობილის კატასტროფის დროს 1986 წელს.

ინჟინერმა ალექსი ანანეკომ და ორმა ჯარისკაცმა – ვალერი ბეზპალოვმა და ბორის ბარანოვმა აკვალანგებით გაცურეს რადიაციით დაბინძურებულ წყალში, რომელსაც დატბორილი ჰქონდა რექტორის კამერა, რათა დაეხსნათ სარქველები და დაეშროთ იქ არსებული წყალი. ბევრი მეხანძრე და მაშველი დაიღუპა დასხივების შედეგად, მას შემდეგ რაც ისინი კატასტროფის ადგილას გაემართნენ დახმარების გასაწევად, თუმცა იცოდნენ თუ როგორ რისკავდნენ. ჩოერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყოფილი თანამშრომელი ამბობს: “გენერალი მოვიდა და თქვა, მე თანახმა ვარ 2000 ადამიანი გავწირო რადიაციით დასხივებისთვის, თუ ეს 200 მილიონ ადამიანს  გადაარჩენს”… “ჩვენ გაგვაგზავნეს რეაქტორზე სამაშველო მისიით, დღეს მხოლოდ ნახევარიღაა ჩემი შენაერთიდან ცოცხალი.”

წყარო – news.sky.com

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

6 Responses to ,,ბირთვული ნინძა” – სასიკვდილო მისია იაპონიის გადასარჩენად

  1. dv0rsky says:

    gmirebi rato giceria brchkalebshi?
    Xandaxan gmiroba amaze upro mcire sakcielic sheizleba ikos

    • Qilipa says:

      სიმართლე რომ ვთქვა დავფიქრდი ამაზე და ბრჭყალების გარეშე მინდოდა დაწერა, მაგრამ ორიგინალის გავლენის ქვეშ მოვექეცი – “heroes” და დავტოვე:/

  2. დათო says:

    ცოტა არ იყოს და ცრემლი მომადგა …

  3. egoisti says:

    არ ვიცი რა ვთქვა .. ნამდვილად გმირები არიან ..

  4. tatatatuli says:

    ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ – გმირებს!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: