პირველი შეხვედრა ტანია მარიასთან და პირველი საჩუქარი

მიყვარს ,,შერატონ მეტეხი პალასში” ივენთებზე სიარული, მაგრამ იქ მისვლის სიამოვნება ათმაგდება, როცა განსაკუთრებული და სასიამოვნო სტუმრის შესახვედრად მიდიხარ. მაგალითად, როგორიცაა ჯაზის იურისტი დედოფალი – ტანია მარია!

ჩამოფრინდა თბილისში, შეხვდა კარგ მეგობარს (ზაზა შენგელია – ,,ბრავო რეკორდსის” დამფუძნებელი), გაისერინა ძველი თბილისის ქუჩებში, იპოზიორა და გადაიღო ღიმილიანი სურათები, დაესწრო ,,ბრავო რეკორდსის” გახსნას და ორგანიზატორებთან ერთად გამოემართა სასტუმროსკენ, საკონფერენციო დარბაზში კი ისეთი სახით შემოვიდა, რომ დაღლილობის არანაირი ნიშანი არ ეტყობოდა, ალბათ ,,იმპორტული” ,,რედ ბული” ან ,,ლაღიძის წყლები” დაალევინეს ბევრი, რომ ენერგია შემატებოდა…

წინასაკონცერტო პრესკონფერენციაზე სტანდარტული კითხვა-პასუხი გაიმართა ჟურნალისტებსა და მომღერალს შორის. აღნიშნა რომ:

  • უყვარს საქართველო
  • ქართველი მსმენელი განსაკუთრებული და გამორჩეულია
  • ხვალ საინტერესო სიურპრიზს უნდა ველოდოთ კონცერტზე
  • თუ ზაზა შენგელია თხოვს, კიდევ ერთხელ, სიამოვნებით ჩამოვა საქართველოში
  • ,,ბრავო რეკორდსის” გახსნა სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია ქართული მუსიკალური სფეროს განვითარებისთვის.

ზაზა შენგელიას თქმით, არის შანსი, რომ ტანია მარიამ ,,ბრავო რეკორდსის” ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაწეროს რამდენიმე სიმღერა, რაც თავისთავად, ამ კომპანიის საერთაშორის აღიარება იქნება. ამ სტუდიაში ჩაწერა ნებისმიერი უცხოელი მუსიკოსისათვის სასიხარულო უნდა იყოს, რადგან წარმოუდგენლად დაბალ ფასად, შეუძლიათ უმაღლესი ხარისხის ჩანაწერის მირება…

პრესკონფერენციის დასასრულს, კარიკატურისტმა ,,ზალიკომ” (ზალიკო სულაკაური) საჩუქრად, მართლა ძალიან მაგარი კარიკატურა მიართვა… ტანია მარიას აშკარა გაკვირვება და სიამოვნება აღებეჭდა სახეზე, ხელიდან აღარ გაუშვია ჩარჩოში ჩასმული კარიკატურა და დედაშვილურად ჩაიკრა გაახალგაზრდავებულ გულში… ბოლოს, ავტოგრაფებიც დაარიგა და ხვალამდე დაგვემშვიდობა…

და ბოლოს… გშურდეთ მკითხველნო! მე დღეიდან, ექსკლუზიურად ამ ვიზიტისთვის გამოცემული CD დისკი მაქვს (NOT FOR SALE) ტანია მარიას ავტოგრაფ(ებ)ით…

Photo (c) Sall Barker❤

+ ბონუს ფოტოები:

,,მპა" - აი ასეთი ხალხი ხართ ქართველებიო

 

უკანასკნელი მსურველის გასტუმრებამდე აწერა და აწერა ხელი

 

,,ისტერნ პრომოუშენის" ერთ-ერთი დამფუძნებელი - მიშა გიორგაძე იძულებული გახდა თარჯიმნის მოვალეობა შეეთავსებინა

 

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

9 Responses to პირველი შეხვედრა ტანია მარიასთან და პირველი საჩუქარი

  1. Yay❤ ვგიჟდები საავატორო უფლებების დაცვაზეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :დ

  2. როდე says:

    გილოცავ ავრტოგრაფს! ;))

    გულიანი ქალია, მევასება😉

  3. 13th says:

    შესანიშნავი პოსტია! ტანია მარია მართლაც არაჩვეულებრივი “არტისტია” ამ სიტყვის ყოვლისმომცველი მნიშვნელობით.

    ტანია მარიას არ ეხება (მარტო); ზოგადად, მიჩნდება შეკითხვა, ნეტა რომელი მომღერალი არ ამბობს რომ:

    # (ეროვნება) ___ლი მსმენელი განსაკუთრებული და გამორჩეულია
    # ხვალ საინტერესო სიურპრიზს უნდა ველოდოთ კონცერტზე
    # თუ (მომწვევი ორგანიზაცია) თხოვს, კიდევ ერთხელ, სიამოვნებით ჩამოვა (ქვეყანა)___ში
    🙂

  4. Jessie says:

    მშურს, წინასწარ მცოდნოდა ჩემთვის ავტოგრაფს აგაღებინებდი ((((

  5. მაგარია, ვიზიარებ შენს ემოციებს. :)))))))

  6. dakarguli says:

    vaime qiliptaro, e¡neta icode, rogori kmakopili var sheni kmakopilebit😀 : D:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: