1001 რატომ? (Part 7)

ფიზიკა დიასახლისებს

  1. კალის დნობის ტემპერატურა გაცილებით დაბალია, ვიდრე მზესუმზირას ზეთისა. რატომ შეიძლება მოვხრაკოთ მზესუმზირას ზეთში ხახვი, შევწვათ კარტოფილი, კვერცხი და ა.შ. მოკალულ ტაფაზე?
  2. გავარვარებულ ქურაზე დაცემული წყლის წვეთი ხტუნვას იწყებს. რატომ?
  3. თეთრეული სხვენში უფრო სწრაფად შრება, ვიდრე თბილ ოთახში. რატომ?
  4. როცა წამიერად ვეხებით ცხელ უთოს სველი თითით, დამწვრობას არ ვღებულობთ. რატომ?
  5. მაკრატელსა და ფანქარს ერთნაირი ტემპერატურა აქვს, რატომ გვეჩვენება ხელით შეხებისას მაკრატელი უფრო ცივი?
  6. მინის ჭურჭელს, რომელსაც იყენებენ მაღალ ტემპერატურაზე გასაცხელებლად, ამზადებენ თხელი მინისგან. რატომ?
  7. რატომ არ შეიძლება დიდი ხნით საყინულეში ლიმონათიანი ან წყლიანი ბოთლის მოთავსება?
  8. რატომაა, რომ ცხელი ჩაი, ყავა, რძე და ნებისმიერი წვნიანი შებერვით მალე ცივდება?
  9. რით აიხსნება ბრილიანტის შეუდარებელი ბზინვა?
  10. საპნის გაჭრა მაგარი ძაფით უფრო ადვილია, ვიდრე დანით. რატომ?
  1. შეწვისას დუღს არა მზესუმზირის ზეთი, არამედ წყალი, რომელსაც ეს პროდუქტები შეიცავს. სანამ წყალი მთლიანად არ აორთქლდება, ტემპერატურა 1000 C-ზე მაღალი არ გახდება.
  2. გავარვარებული ქურა აცხელებს წყლის წვეთის ზედაპირს და მის ირგვლივ წარმოქმნის ორთქლის გარსს. ეს ორთქლი ზევით აისვრის მას.
  3. ქარს მიაქვს სველი თეთრეულის ირგვლივ წარმოქმნილი ორთქლი და ახალს უთმობს ადგილს, ამით იზრდება მისი გაშრობის სისწრაფე.
  4. სითბოს გარკვეული რაოდენობა იხარჯება წყლის ასაორთქლებლად, ამიტომ თითი არ დაგვეწვება.
  5. ლითონის მაკრატელი კარგი თბოგამტარია, სითბოს სწრაფად ართმევს ხელს და ამიტომ უფრო ცივი გვეცვენება.
  6. თუ ჭურჭელი თხელი მინისგანაა დამზადებული, მისი ყველა ნაწილი თითქმის ერთდროულად ცხელდება და ჭურჭლის კედლები თანაბრად ფართოვდება . მინა არ დაიბზარება და ჭურჭელი არ გასკდება.
  7. როგორც ცნობილია, წყალი გაყინვისას ფართოვდება. ამიტომ, როდესაც ლიმონათი ან წყალი გაიყინება ბოთლს გახეთქავს.
  8. ცხელი ჩაის ზედაპირთან წარმოქმნილი ორთქლი შებერვის გამო გაიფანტება, მის ადგილს დაიკავებს ახალი და ა.შ. დაჩქარდება თბოცვლის პროცესია.
  9. ბრილიანტის გარდატეხის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად დიდია. ბრილიანტში შესული მზის სხივების უმეტესი ნაწილი განიცდის სრულ შინაგან არეკვლას. ამიტ არის გამოწვეული მისი შეუდარებელი ბზინვა.
  10. ძაფით გაჭრისას აღიძვრება გაცილებით მცირე ხახუნის ძალა, ვიდრე დანით გაჭრისას.

Part 1 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 2 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 3 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 4 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 5 – ფიზიკა და ტრანსპორტი

Part 6 – ფიზიკა დიასახლისებს

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

5 Responses to 1001 რატომ? (Part 7)

  1. akunkula says:

    ყაახ
    თიტქმის ყველა გამოვიცანი🙂
    ისე კი, ბოთლი თუ მინისაა, უფრო მაშჳნ სკდება, პლასტმასი იტანს გარკვეულ გაფართოებას
    ალმასი კიდევ კრიბავს სინათლის სხივებს და “ყლაპავს”, თუ არ მეშლება

  2. 1-6-9 ver vupasuxe : ) tumca me6 ki vivaraude mara mtlad zustad vera😀

    • Qilipa says:

      რაღაც ეს 10-ეული განსაკუთრებით მომეწონა მე🙂 ძაან საყოფაცხოვრებოა და ალბათ მაგიტო…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: