მონტაჟ-მონტაჟ შეკოწიწებული ,,სპეციალური რეპორტაჟი”

რამდენიმე დღის წინ, ვაკეში, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოვედი თუ არა, ჟურნალისტმა გოგომ და ოპერატორმა გამაჩერეს, რამდენიმე კითხვას დაგისვამთო…

არც მაშინ გავამახვილე მათზე ყურადღება, არც გუშინდელი სიუჟეტის ნახვის მერე ვაპირებდი რამის დაწერას, ვთვლიდი, რომ ყველა ერთსულოვნად აღიარებდა სიუჟეტის ,,მარაზმულობას”, ერთ-ორ აუგ სიტყვას იტყოდნენ ,,სპეციალურ რეპორტაჟზე” და ყველაფერი მალევე მიეცემოდა მივიწყებას… მაგრამ ასე არ მოხდა და ამ სიუჟეტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ვნახე რომ ჩემი ფეისბუქ-მეგობრები აშეარებდნენ ამ სიუჟეტს, რასაც კომენტარებში მოჰყვებოდა ორგვარი შეფასება: 1) ფუ, რა იდიოტური სიუჟეტია, აი კიდევ ერთი მოდელირებული სპეც. რეპორტაჟი; 2) ვაიმე ღმერთო, რა დღეშია საქართველო? როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი გაუნათლებლები? მცხვენია რომ ასეთ ახალგაზრდებს სტუდენტები ჰქვიათ!

… ახლა კი დავუბრუნდები მიწისქვეშა გადასასვლელთან შემდგარ საუბარს. ჟურნალისტმა ,,იმედის” ლოგოიანი მიკროფონი მომიშვირა და რამდენიმე კითხვა დამისვა, მე კი ვპასუხობდი…

ვუპასუხე რომ: პეტრე მელიქიშვილი უნივერსიტეტის პირველი რექტორი იყო; ბიჭოლა -დიზაინერი; ილია მართალი – ილია ჭავჭავაძე; იოსებ ჯუღაშვილი – სტალინი; ვუთხარი რომ შოთა რუსთაველს არასდროს უმეფია და კონსტანტინე გამსახურდიაც არასდროს ყოფილა პრეზიდენტი…

ჟურნალისტმა გოგონამ ღრმად ამოისუნთქა, თავის დაკვრით მადლობა გადამიხადა და ოპერატორს უთხრა: ,,მგონი ვეღარავის ვამატებთ და რაც გვაქვს მარტო იმის მონტაჟი მოგვიწევს”… ერთი გაფიქრება კი გავიფიქრე ნეტა რა სიუჟეტს აკეთებენ? რისთვის ჩამწერეს მეთქი, მაგრამ მალევე დავუბრუნდი, მათ შეხვედრამდე შეწყვეტილ ფიქრებს და გზა გავაგრძელე…

ახლაღა ვხვდები როგორ გამიცრუებია იმ ჟურნალისტის იმედები… ამ პოსტით კი პასუხს ვცემ იმ კითხვას, რომელიც ყველას აწუხებს ვინც კი ეს სიუჟეტი ნახა: როგორ დავიჯერო რომ სწორი პასუხი არცერთ რესპოდენტს არ გაუცია? – არც უნდა დაიჯეროთ😉

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

52 Responses to მონტაჟ-მონტაჟ შეკოწიწებული ,,სპეციალური რეპორტაჟი”

  1. litterator says:

    არც დამიჯერებია ეგ ერთი წამითაც🙂 დატოვეს ის რაც ამ სიუჟეტს სჭირდებოდა, მცოდნეც და უცოდინარიც ყველგან არის, მჯერა რომ ახალგაზრდობა უფრო განათლებული და ინტელექტუალურია, პირიქით იმაზე უფრო განათლებულიც ვიდრე სხვა თაობები იყვნენ იმავე ასაკში.

    • Qilipa says:

      დედა, დედა რა ოპტიმისტი ხარ :დდ ხუმრობა იქით იყოს და გეთანხმები🙂

  2. lasharela says:

    ნუ რა თქმა უნდაააა (აქუბარდიას ხმით), ყველამ ვიცით რომ მონტაჟია :))) ცუდი არ იყო მაინც, თუნდაც იმიტომ რომ ყველა ამაზე საუბრობდა🙂

  3. vasasi says:

    მივჩმორდი რა იყო..
    მივალაიქე, წავიღე და წავედი..🙂

    • Qilipa says:

      რამ მიგაჩმორა შე ქალო?🙂

      • vasasi says:

        ოჯახში გვაქვს ასეთი გამოთქმა: მივჩმორდი და წამოვედი, ჰოდა ეგრე გამომივიდა მეორე ხაზი.. :))

  4. maia says:

    arc damijerebia, elementarulad vuyurebdi da vxedavdi rom ertidaigiveebs ekitxebodnen.

  5. როდე says:

    ირაკლი რა კარგი ქენი, რომ გამოამზეურე ეს ამბავი.
    წესით ამას დიდი შედეგი უნდა მოყვეს, იმ ჟურნალისტებისთვის მაინც…

    • Qilipa says:

      როდე, არ მგონია რამე შედეგი მოყვეს ამას🙂 მარა ვნახოთ მაინც…🙂

  6. ძალიან საზიზღრად იყო გაკეთებული.

  7. ქილიფ ვამაყობ შენით🙂

  8. sigunawa says:

    ტაკ დერჟატ რედავოი ქილიფთარი,კარგად მუშაობ ძამია!!!!!!!!!!!!1

  9. nino says:

    აუ ისე გიკვირთ გეგონება მართლა არ იყოს სავსე ასეთი გაუნათლებლებით საქართველო რა :)))))

  10. რა აზრი აქვს ვინც ვარ says:

    ამოვისუნთქე ცოტა. და სირცხვილით მე ვიწვოდი, მაგათ მაგიერ. რა ვქნა, ასეთი ვარ (ჩაფლავების მეშინია, ვისიც არ უნდა იყოს) :)))

  11. მაია says:

    ამ რეპორტაჟით დამტკიცდა, რომ უნდათ რაც შეიძლება განუვითარებლად და გაუნათლებლებლად წარმოგვადგინონ. არა და ჩემს გარშემო მსგავსი დონის ხალხი არ არსებობს. რატომ განათლებულ ახალგაზრდობას არ აჩვენებენ?! ისინი ხომ საკმაოზე მეტნი არიან. ნეტა ვის სჭირდება ეს და რატომ?!!!!!!!

  12. axsiom says:

    გაიხარე ქილიფ! უნდა დამეპოსტა ლინკი მაინც დადეთ თქო და მარტო შენთან აღმოვაჩინე. სერიოზული ბლოგია და არ ვნანობ, რომ არ ვუყურებ ქართულ ტელევიზიას.

  13. sulo says:

    ისე მოდი რა ქილიფ რაც არ უნდა იყოს უნდა ვთქვათ რომ ქვეყანა სავსეა დიპლომიანი ჩლუნგებით
    და საერთოდ ამ რეპორტჟის მერე ატეხილი ამხელა ამბავი ისევ ხალხის განვითარების დონეზე მიუთითებს

    • Qilipa says:

      მაგას არ უარვყობ… მე სიუჟეტის მომზადება ვსაუბრობ უბრალოდ…

      • sulo says:

        სიუჟეტი იასნა ნაგავია :))
        უი ისე მართლა კვირას 13 მარტს მოდელირებული ქრონიკის წლისთავია:))

  14. Qilipa says:

    დღეს მაგიტო გაიმეორეს ალბათ გუშინდელი სიუჟეტი რო დღე არ ჩაეგდოთ🙂

    • sulo says:

      13 ში ვიხილავთ
      მოდელირება 2: აპოკალიფსი
      მოქმედება ვითარდება დედამიწაზე ნადგურება მთელი მსოფლიო მოქმედება ვითარდება 2012 მიხედვით :)))))

  15. siyvarulovna says:

    მე დაჟე ვინც გადაირეს ეგეც დადგმული მგონია :დ

  16. gio says:

    ისე შეგიძლიათ უჩივლოთ დაუკითხავად დამონტაჯებისთვის

    • Qilipa says:

      არ ჩასმაზე ვერავის ვუჩივლებ… რო ჩაესვათ ჩემი კომენტარი და მიჭრა-მოჭრით ყოფილიყო დამონტაჟებული, მაგ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნებოდა…

  17. Jazzmena says:

    შეიძლება არ იცოდე კაცმა ეს ელემენტარულიც კი, მაგრამ რაღაც სისულელის თქმას ხო ჯობია არ ვიციო თქვა და გაჩუმდე…

    • Qilipa says:

      მართალი ხარ! მაგრამ ,,რამდენი მსოფლიო ომი იყო?” და პასუხი: ,,უუუუუფ, ძალიან ბევრი” – მაინც კარგი გამოვიდა :დ

  18. axsiom says:

    ვაიმე~! საქართველოს პრემიერ მინისტრი მართლა აზზე არ ვარ ვინ არის! უნდა ვიცოდე ხო?! ცუდია ეს არა?! აუუუ…:( გაუნათლებელი ვარ!!!

  19. Akhnaton says:

    შეადარეთ ამ სიუჟეტს:)

    • Qilipa says:

      ხო გუშინ ვნახეთ ეს ალბათ ყველამ… კითხვები მაინც რო შეეცვალათ ურიგო არ იქნებოდა :დ

    • sulo says:

      თქვენ იკაიფეთ და მალე ჩვენთანაც ასე იქნება :))))

  20. Pingback: პეტრე მელიქიშვილიდან ბიჭოლამდე « Stichoza's Blog

  21. Katiee.Ge says:

    ჩვენი სიამაყე :*

  22. ketusi says:

    მართლა არიან ასეთი უწიგნური ადამიანები,მაგრამ ისინი მაინც აბსოლუტურ უმცირესობაში არიან.
    რატომ ამოარჩიეს მარტო ის ადამიანები ,ვინც არასწორად უპასუხა?და რატომ გვიქმნიან ილუზიას მთელს ერს,რომ ასეთი გაუნათლებლები ვართ?–ვერ ვხვდები მოტივს!
    უნიჭოდ გადმოღებული სცენარია.

    ძალიან კარგი პოსტია.

    • Qilipa says:

      არ ვიცი, არ ვიცი, არ ვიცი…:/

      ,,ძალიან კარგი პოსტია” – მადლობა!

  23. Tamar says:

    ყველაფერთან ერთად, ეს ,,საწყალი” (თუნდაც ასე ,,უმეცარი”) რესპოდენტები ძალიან შემეცოდნენ. რა ქნას ეხლა ამ გოგომ, წავიდეს ემიგრაციაში ასეთი გამოჭენების შემდეგ? აქ მაინც, სადაც ყველა ყველას იცნობს ლამის, აქვს რომელიღაც ტელევიზიას ადამიანებისათვის ასეთი იარლიყის მიწებების უფლება?

    • Qilipa says:

      იარლიყი თავად მიიწებეს ამ ადამიანებმა თავიანთი უმეცრებით! როცა თანხმდები ჟურნალისტს ჩაწერაზე, ისიც უნდა იცოდე, რო გამოჩნდება სადღაც შენი ნათქვამი…

  24. peppi says:

    ამ ყველაფრიდან დასკვნა:
    1. ქუჩაში ინტერვიუზე უარი უნდა (ვ) თქვათ (უცნობი ძიას და კანფეტის არ იყოს);
    2. ეხლა ყველამ იცის – ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი (ეს ერთ კარგი საქმე გაკეთდა);

    • ketusi says:

      მართალია,ეხლა ყველას ეჭვი ექნება–რამე ერთი რომ შემეშალოს,მარტო იმას აჩვენებენ-ო 🙂

      • Qilipa says:

        რაც იცი ის უნდა ილაპარაკო… რაც არ იცი მოკლედ თქვა არ ვიციო…

  25. Jessie says:

    საღოლ, ძალია მააგრი კაცი ხარ :)) აიი ძალიან :))) რა არგია, რომ შენ ამოხვედი იმ პადზემკიდან, რომ შენგან აიღეს ინტერვიუ და შენ გაიგონე მათი საუბარი… აიიი ძლაიან გამახარე ))
    ყველა ჭკვიანი ვერ იქნება და უვიცი და სასაცილო ყველგან არის🙂

  26. Affen Spiele says:

    მე ყოველთვის ვერიდები ქუჩაში ინტერვიუს, ალბათ ეგრეც უნდა ქნა…

  27. NinucaElectro says:

    შენსავით კიდევ ძალიან ბევრი უპასუხებდა ამ უაზრო კითხვებზე სწორ პასუხებს, მაგრამ აზრზე ხარ რა შეუძლია ამ მონტაჟს და თანამედროვეობას?!😀 ხო იცი, იმედში რომ ინტელექტუალები გისხედან და გაფასებენ, გაუკვირდებოდათ აბა რაა შენი უვიცობა .. ჰმმ..😀 შენ ჯიგარი ხარ რო არ გაახარე😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: