მე, ტანია მარია და ჩემი მოლოდინი

ის სან ლუისში დაიბადა, მე – თბილისში.

ორივემ 7 წლის ასაკში დავიწყეთ პიანინოზე დაკვრა… ის ბრაზილიურ, კლასიკურ მელოდიებს უკრავდა, მე მხოლოდ ,,დავლევ, დავლევ აბა რას ვიზამ?“ ვიცოდი.

ის 13 წლის ასაკში იმ მუსიკალური ჯგუფის ლიდერი იყო, რომელმაც ადგილობრივ კონკურსში გაიმარჯვა და მთავარი პრიზი აიღო. მე 13 წლის ვიყავი, როცა ,,კადეტთა კორპუსში“ ჩავირიცხე (,,დავლევ“-ით ვერ გავყევი მუსიკას, თურმე სმენაც საჭირო ყოფილა)…

,,მე ბრაზილიელი ვარ და სიმღერა არის დიდებული ტრადიცია რაც გაგვაჩნია“ – ამბობს ის; ,,მე ქართველი ვარ და ღრეობა არის უძველესი ტრადიცია რაც გაგვაჩნია“ – ვამბობ მე…

მას ტანია მარია ჰქვია და მთელი მსოფილიო იცნობს, როგორც: პიანისტს, მომღერალს, კომოზიტორს, ხმის რეჟისორს, მუსიკალური ჯგუფის ხელმძღვანელს და ხანდახან ჯაზის დედოფლადაც მოიხსენიებენ ; ჩემი სახელი არავინ იცის და მიცნობენ, როგორც: ბლოგერს, სტუდენტს, ბლოგერს, სტუდენტს და ხანდახან ბლოგერ სტუდენტადაც მომიხსეინებენ…

არ ვიცი რატომ შევადარე თავი ტანია მარიას? ნუთუ იმიტომ, რომ დამენახა, რა მაქვს გაკეთებული წარმატების მისაღწევად? ალბათ… ამის დასანახად აუცილებელია წარმატებულ ადამიანს შეადარო თავი და რადგან, ბოლო დროს, ხშირად მესმის მისი სახელი, სწორედ ტანია მარია გამახსენდა…

მოკლედ, ეს ,,აჟიტირება“ იქით იყოს და ამ ყველაფერს ტანია მარიას თბილისში ჩამოსვლის სიხარული მალაპარაკებს. ის უკვე სამჯერ იყო საქართველოში: პირველად 1995 წელს, მეორედ – 2002 წელს და ,,შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე“ 2008 წელს. ახლა კი მეოთხედ, ,,ვივა ბრაზილ ბენდთან“ ერთად მიზანმიმართულად ჩამოვა და საათნახევრიან კონცერტს ,,Bravo Records”-ის გახსნას მიუძღვნის!

,,Bravo Records” დასავლური ტიპის პირველი ქართული მუსიკალური ბიზნეს კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ხმის ჩამწერ სტუდიას, მუსიკალურ გამომცემლობას და ხმის ჩამწერ კომპანიას (Record Label),  რომელიც განახორციელებს მუსიკოსის კარიერის მენეჯმენტს და განვითარებას, საავტორო უფლებების მართვას, აუდიო -ვიზუალური პროდუქციის შექმნას და გაყიდვებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კონცერტი გაიმართება 17 მარტს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. დასაწყისი 20:00 სთ. ბილეთის ფასი: 30-100 ლარი

კონცერტს წარმოგიდგენთ – ბანკი რესპუბლიკა ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი!

გენერალური სპონსორი – ლუდი ,,ეფესი“

ოქროს სპონსორი – ,,შატო მუხრანი”

სპონსორები: ,,რედიქსი“, ,,ფოლკსვაგენი“, ,,ელიტ ელეკტრონიქსი“, ,,მადნეული“, ,,კვარციტი“

მხარდამჭერები: ტელეკომპანიები –  ,,რუსთავი 2“ და ,,იმედი“,  გაზეთი – ,,პრაიმ ტაიმი“, ,,ემ-ჯგუფი”.

დარჩა 1 კვირა

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

12 Responses to მე, ტანია მარია და ჩემი მოლოდინი

  1. დარჩა ქვეყნად ვინმე ბლოგერი, ვისაც ამ კონცერტზე არ ვნახავ? :და

  2. skrep says:

    ესაა ადამიანი, რომელმაც ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი წუთები მაჩუქა….

    • Qilipa says:

      ალბათ 2008-ში ხო?🙂 შეგიძლია გაიმეორო სიამოვნება და ყველაზე დასამახსოვრებელ წუთებს კიდევ 1,5 საათი დაუმატო😉

  3. sigunawa says:

    კომერციაზე დაიწყე ფიქრი ?:)))))არეკლამებ?

    • Qilipa says:

      რა რეკლამა ამას ჭირდება? მე ჩემ სიხარულს გამოვხატავ მხოლოდ🙂

  4. siyvarulovna says:

    მართლა მერამდენე პოსტია უკე ამაზე:/

    ეგ იქით იყოს და შენი და ტანია მარიას შედარებები მომეწონა ^^

    • Qilipa says:

      ,,მერამდენე” რატო არ უნდა იყოს? ყოველდღე ჩამოდის ტანია მარია?

      მადლობა ზა ხვალენია :*

  5. akunkula says:

    შენ კადეტებში როდისღა სწავლობდი ვაახ :))))))))))))))

  6. maiko mestumre says:

    rogor miyvars qalbatoni taniaa😀
    au ise gamaxiarula am chanawerma, reklamam tu shedarebam tu ragacam .. kargi kargi shedarebebi😀
    :))

  7. maiko mestumre says:

    მას ტანია მარია ჰქვია და მთელი მსოფილიო იცნობს, როგორც: პიანისტს, მომღერალს, კომოზიტორს, ხმის რეჟისორს, მუსიკალური ჯგუფის ხელმძღვანელს და ხანდახან ჯაზის დედოფლადაც მოიხსენიებენ ; ჩემი სახელი არავინ იცის და მიცნობენ, როგორც: ბლოგერს, სტუდენტს, ბლოგერს, სტუდენტს და ხანდახან ბლოგერ სტუდენტადაც მომიხსეინებენ… … :D:D:D:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: