,,Fuck Clara!”, მაგრამ მაინც გილოცავენ მამაკაცები

ვინც ოდესმე დაინტერესებულა საიდან მოდის 8 მარტის აღნიშვის ტრადიცია და ვინ დააწესა ეს დღე, გაიგებდა, რომ 1908 წლეს 15.000 ქალბატონი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია სოციალისტ-ინტერნაციონალის მიერ. ამ ყრილობაზე დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე გავლენიანი გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის ინიციატივით. მომავალ წელს ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ქალები მთელი ევროპის მასშტაბით სამშვიდობო მსვლელობას აწყობენ 1913 წლის 8 მარტს. (წყარო – ვიკი)

,,მშვიდობიანი ბლოგისა” და სხვა კვლევითი ინსტიტუტების დაკვირვებით 3 მარტს (დედის დღე), 8 მარტს (ქალთა საერთაშორისო დღე) და 14 თებერვალს (სიყვარულის დღე) მამაკაცთა საფულეები სოლიდურ თანხებს ემშვიდობებიან და თხელდებიან… თავად, ძლიერი სქესის წარმომადგენლები არ ჩივიან 3 მარტისა და 14 თებერვლის არსებობის გამო, მაგრამ სრული უმრავლესობა აპროტესტებს 8 მარტს და აგინებს კლარა ცეტკინს… დიახ, თვით კლარა ცეტკინს!

ჩვენს ხელთ არსებული დაუზუსტებელი ინფორმაციით უნდა გაუწყოთ, რომ ამ წუთებში, ევროპის 4 ქვეყნის 7 ქალაქში (იმ ქალაქებში, სადაც აღმართულია კლარა ცეტკინის ძეგლი) შეინიშნება მამაკაცთა მრავალრიცხოვანი მსვლელობები და ყველას გეზი მიმართულია კლარა ცეტკინის ძეგლისაკენ… მომიტინგეების ტრანსპარანტებზე გამოკვეტილია ორი სახის წარწერა: ,,Fuck Clara!” ,,Bitch’s Statue Must Be Broken”… მსვლელობას უერთებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, პოლიციელები, მეეზოვეები, უმუშევრები და ა.შ. არსად ჩანან ქალები…

განრისხებულ მამაკაცთა მოთხოვნა აგრესიაში გადადის ძეგლების მიმართ და აი პირველი ქვაც მოხვდა კლარას ძეგლს კოპენჰაგენში. ნელ-ნელა გაიბზარა, დაიმსხვა და ჩამოინგრა კლარა ცეტკინის ყველა ძეგლი. მამაკაცები იძლევიან ინტერვიუებს და აღნიშნავენ, რომ ყოველ 8 მარტს იხარჯება მათი თვიური შემოსავლის 50-60%, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ქალებმა უნდა შეირგონ და შეიფერონ 3 მარტისა და 14 თებერვლის არსებობა…

მიტინგიდან სახლში მიმავალმა ყველა მამაკაცმა, საუკეთესო ყვავილების თაიგული და ძვირფასი სუნამოები შეიძინა (როგორ გინდა აუხსნა ცოლს, რომ კლარა ცეტკინის ძეგლი დაანგრიე და ამის გამო აღარ მიულოცავ 8 მარტს?)…

,,მშვიდობიანი ბლოგი” წყაროს სანდოობაზე პასუხს არ აგებს… ანონიმური ინფორმატორები ცდებიან ხოლმე!

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

7 Responses to ,,Fuck Clara!”, მაგრამ მაინც გილოცავენ მამაკაცები

  1. axsiom says:

    ქალისთვის დახარჯული ნებისმიერი თანხა– შენი სიმშვიდისათვის ჩადებული ინვესტიციაა.😉
    ხოო და იყავი სიმშვიდის ინვესტორი. :))))

    • 13th says:

      ეს თქვენი გამონათქვამია, ბ-ნო axsiom თუ ვინმე ცნობილის? მომიტევეთ “ბლანძინკობა”🙂 უზომოდ მომეწონა ფრაზა!

  2. siyvarulovna says:

    ლოლ :დ :დ :დ :დ :დ არა და რას ერჩით ამ 8–მარტს მაინც ვერ ვხდები :დ

  3. 13th says:

    ვუერთდები პროტესტს, როგორც ქალი, ოღონც ცოტა შეცვლილი მოთხოვნებით, თუ შეიძლება: 14 თებ. 3 და 8 მარტი ერთმანეთის მიყოლებით რომ არის, მირჩევნია თანაბრად გადანაწილდეს წლის განმავლობაში ეს ქალთა “პრაზნიკები”🙂

    ისე, 14 თებ. მხოლოდ ქალის დღესასწაული ხომ არაა… ჩვენც გჩუქნით ჩვენს ძვირფას მამაკაცებს საჩუქრებს და ვხარჯავთ ჩვენი შემოსავლის x%🙂

  4. dakarguli says:

    აი, ესეც მე ვარ? :დ :დ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: